ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51020

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლებში გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი „მცირე შენიშვნები დღევანდელი მდგომარეობის შესახებ“ 1921 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების სარგებელსა და იმ შეცდომებზე, რომლებიც მას მერე დაუშვა ქართველმა ერმა. მისი აზრით, თავისუფლებისათვის ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქართველი ხალხის ერთობა, და არა ის გარე ფაქტორები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს ევგენი გეგეჭკორმა გააკეთა ჩანაწერები ფინეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე „ორი თვე ბალტიის ქვეყნებში“, სადაც ის საუბრობდა ჭირვარამგამოვლილი ფინეთის შესახებ, რომელიც მალევე იქცა ევროპულ ქვეყნად. მისი მოგზაურობის მისია კი, ფინეთისათვის საქართველოს წარსული ისტორიის, იმჟამინდელი მდგომარეობის და სამომავლო გეგმების გაცნობა იყო.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს ევგენი გეგეჭკორმა გააკეთა ჩანაწერები ფინეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე „ორი თვე ბალტიის ქვეყნებში“. იგი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ 1909 წელს რუსეთისგან ფინეთზე თავდასხმისას, მთელი ფინეთი ერთ მუჭად შეიკრა და თავდაუზოგავად იბრძოდა თავისუფლებისათვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 ივნისს, კონსტანტინოპოლში, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა გრიგოლ რცხილაძემ წერილი გაუგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრს, ევგენი გეგეჭკორს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების, ახალი წარმომადგენლის მოძიებისა და წარმომადგენლობის მუშაობის გასაძლიერებლად რიგ ღონისძიებათა გატარების შესახებ. კერძოდ, მისი აზრით, აუცილებელი იყო თბილისსა და კონსტანტინიპოლს შორის სატელეგრაფო კავშირის გაუმჯობესება (რაც გულისხმობდა საქართველოს რადიო-სადგურის მოწყობას კონსტანტინოპოლში); ცნობათა ბიუროს შექმნა (რაც გულისხმობდა ნაციონალისტთა მოძრაობის თვალყურის მიდევნებას); მუსლიმი ქართველების ორგანიზაციის შექმნა და სხვა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი „საქართველოს დაპყრობის ისტორიიდან“ – საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის 30 წელთან დაკავშირებით, რომელშიც ის საუბრობს, რომ 1921 წლის 4 იანვარს პოლიტბიუროს სხდომაზე საქართველოს იარაღით დაპყრობის საკითხი წამოჭრა სერგო ორჯონიკიძემ, რომელსაც მხარი დაუჭირა სტალინმა და ფილიპე მახარაძემ, თუმცა ლენინმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სხდომა გაგრძელდა მეორე დღეს, სადაც საიდუმლოდ ითათბირეს ტროცკი-სტალინმა და გზა დაულოცეს ორჯონიკიძეს დაგეგმილ მზაკვრულ გეგმაში.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს ევგენი გეგეჭკორმა გააკეთა ჩანაწერები ფინეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე „ორი თვე ბალტიის ქვეყნებში“, რომელშიც ის საუბრობს როგორ შეხვდა ფინეთი საქართველოს ტრაგედიას. მიუხედავად თავიანთი ტრაგიკული ისტორიისა, ფინეთი მაინც თავისუფალ ქვეყნად იქნა აღიარებული, რომელიც მუდამ გვერდში ედგა საქართველოს და საკუთარ მაგალითზე, ბრძოლისკენ მოუწოდებდა ჩვენს ქვეყანას.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30 აგვისტოს ვარშავაში რუსეთის საევაკუაციო კომიტეტის თავმჯდომარე ბ. ა. სავინკოვმა მიმართა ევგენი გეგეჭკორს პარიზში საქართველოს სახელმწიფოებრიობის ცნობის შესახებ. მისი წერილის ამონაწერში ნათლად ჩანს ვაშინგტონში რუსეთის ელჩის, ბ. ა. ბახმეტიევისადმი ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად „მწვანეთა“ სამხედრო რაზმების ჩამოყალიბების მოთხოვნა (რუსულ ენაზე).

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს ევგენი გეგეჭკორმა გამოაქვეყნა საპროტესტო წერილი გაზეთის „Русская мысль“ რედაქტორისადმი ე.წ „პარიზის ბლოკის“ მიერ ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამერიკული კომიტეტისათვის წარსადგენი მემორანდუმის (რომელსაც ხელს აწერს ევგენი გეგეჭკორი) გადაკეთებული სახით დაბეჭვდის გამო (რუსულ ენაზე).