ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს იოსებ გედევანიშვილმა დაწერა სამხედრო-ისტორიული ხასიათის ნაშრომი ,,სამხედრო ხელოვნება საქართველოში“.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს იოსებ გედევანიშვილმა დაწერა წიგნი „მოთხრობათა კრებული“.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს იოსებ გედევანიშვილმა დაწერა წიგნი „სამხედრო ხელოვნება „ვეფხისტყაოსანში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე ოლღა, შვილები - თამარ, ლეო, მედეა და გივი, ძმა ლასო, რძალი სონა იუწყებიან, რომ ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის გარდაცვალების ორმოცი დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ 5 ოქტომბერს ქ. ზესტაფონში, წმ. ნინოს ეკლესიაში.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვალს ნ. კ. გაუსმანი სახალხო უნივერსიტეტის სასარგებლოდ წაიკითხავდა ლექციას „კომეტები“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვალს ქართულ თეატრში ვასილ ყიფიანის ხუთმოქმედებიან დრამას, „სამეგრელოს მთავარი ლევანი“ წარმოადგენდნენ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, „ჯეჯილის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძის მიერ შეგროვილი 8 მანეთი. შემომწირველები: მ. ვ. ჭიჭინაძე, ს. ქალ. ფიფინოვისა, ონისიმე ბიჭიას ძე სვანიძე, კ. ი. გაჩეჩილაძე და მიხეილ და ივანე თვარაძეები.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილმა ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად 25 მანეთის შემოწირულობა გაიღო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძის მიერ შეგროვებული 8 მანეთი. შემომწირველები: სამსონ ფირცხალავა, მღვდელი ეპიფანე ჯიოშვილი, ევგენი ოჩიგავა, ბესარიონ გებუჩია და სამსონ გეგიძე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, „ჯეჯილის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძის მიერ შეგროვებული 8 მანეთი. შემომწირველები იყვნენ: კონსტანტინე ალექსანდრეს ძე გარაყანიძე, მიხეილ ლობჟანიძე, დავით (დავ.) ქობულაშვილი და არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს გაზეთ „მომავლის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ნიკოლოზ ნასარიძის მიერ ხერსონში შეგროვებული 12 მანეთი და 81 კაპიკი. შემომწირველები: კ. პოდოლანეცი, ვ. ი. არჩვაძე, მ. კაიდარი, მექი ჩხეიძე, მ. ლანწკოშვილი და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს გაზეთ „მომავლის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად კირ. ჭყონიას მიერ ერევანში შეგროვებული 20 მანეთი. შემომწირველები: კ. უგაშვილი, დავით ნიკოლოზის ძე დათეშიძე, არ. შანიძე, ზ. ი. მაყაშვილი და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს გაზეთ „მომავლის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად კირ. ჭყონიას მიერ ერევანში შეგროვებული 20 მანეთი. შემომწირველები: ნ. სარჯველაძე, ი. იამანიძე, აკაკი ხოშტარია, ნ. პეტრენკო, ი. ქუთათელაძე და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გამოვიდა „თეატრი და ცხოვრების“ ახალი, მე-12 ნომერი, რომელშიც ვლ. ალექსი-მესხიშვილის, თამარ გოგოლაშვილის, ივანე გომართელისა და სხვათა სიტყვები დაიბეჭდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900-იან წლებში სიმონ ესაძის მოღვაწეობას დადებითად აფასებდა ილია ჭავჭავაძე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის შემდეგ ზაქარია ყიფშიძე დროდადრო საკუთარ ნაწარმოებებსა თუ წერილებს აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 7 ოქტომბერს ანტონ კეკელიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან დავით კარიჭაშვილს ბანძის ორკლასიანი სკოლისთვის წერილობით სთხოვა შემდეგი სახელმღვანელოების გაგზავნა: რუსკოე სლოვო I ნაწილი – 50 ეგზემპლარი, რუსკოე სლოვო II ნაწილი – 40 ეგზემპლარი, ბუნების კარი – 60, დედაენა – 30, ქართული წერის რვეულები – 400 ცალი, რუსულის სამხაზიანი – 200 ცალი, ორხაზიანი – 300 ცალი, არითმეტიკის – 200 ცალი, ქართული წერის დედანი – 150 ცალი, ფანქარი – 200 ცალი.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მისწერა ანტონ კეკელიას, რომ მისი თხოვნის თანახმად, 12 ნოემბერს წიგნის მაღაზიიდან რკინიგზით მოთხოვნილი სახელმძღვანელოები და ქართული წერის რვეულები (123 მან. 40 კაპ. ღირებულების) გაეგზავნათ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 12 დეკემბერს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა წერილი N20, რომელშიც აცნობებდა სკოლის ინსპექტორის დათხოვნას და ზედამხედველობის სილოვან ხუნდაძისთვის გადაცემას.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 თებერვალს მღვდელი ანტონ კეკელია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან დავით კარიჭაშვილს, მისი მიწერილობის თანახმად, უკან უგზავნიდა „ბუნების კარის“ 41 ცალ ეგზემპლარსა და საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშს. დარჩენილ თანხას კი უმოკლეს დროში ჰპირდებოდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 25 ნოემბერს მღვდელმა ანტონ კეკელიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა წერილი (№334, რომელიც საზოგადოებამ 28 ნოემბერს მიიღო). წერილში ის მდივან დავით კარიჭაშვილს ატყობინებდა, რომ ზაქარია ჭიჭინაძის შუამავლობით გამგეობისგან ითხოვდა სასწავლო სახელმძღვანელოების გამოგზავნას ბანძის ორკლასიანი სკოლისთვის.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტს სამკურნალო საზოგადოების დარბაზში მარიამ გიორგის ასული ნასიძე ქართულად წაიკითხავდა სლივიცკის „დანგრეულ ბუდეს“.