ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51536

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას დამატებითი ხარჯებისთვის 20411.71 მანეთი ჰქონდა გამოყოფილი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე უნდა განეხილათ სამსონ ფირცხალავას მოხსენება სტამბის იუბილეს მომზადების შესახებ. საკითხის განხილვა გადაიდო.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ მისგან შეეძლოთ მესამედ ფასად შეეძინათ შემდეგი წიგნები: 33 ეგზემპლარი „მეფე გიორგის ცხოვრება“, 70 „კალმახობა“ და 50 ცალი „ქართლის ცხოვრება“.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს საზოგადოების სენაკელი წევრების თხოვნა სენაკში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, შუამდგომლობისთვის სენაკის გუბერნატორს დაკავშირებოდნენ. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს საზოგადოების ბათუმელი წევრების თხოვნა ბათუმში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, შუამდგომლობისთვის დაკავშირებოდნენ ბათუმის გუბერნატორს. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N5-6) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე, წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ ქართული ეკლესია მეოთხე საუკუნეში ანტიოქიის საპატრიარქოს მიეწერა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს საზოგადოების სამტრედიელი წევრების თხოვნა სამტრედიაში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, შუამდგომლობისთვის დაკავშირებოდნენ სამტრედიის გუბერნატორს. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრის, გრიგოლ ყიფშიძის მოხსენება ალ. პუშკინის ნაწარმოებთა ქართული თარგმანების დასაბეჭდად ცენზურისგან ნებართვის აღების შესახებ, რომ მოესწროთ მის 100 წლის იუბილემდე – 26 მაისამდე.

1910

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს საზოგადოების თელაველი წევრების თხოვნა თელავში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მთავრობისთვის მიეწერა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ფილიპე გოგიჩაიშვილის მიერ შედგენილი პროექტი საზოგადოების წიგნებით ვაჭრობის საქმის წარმოების შესახებ. გოგიჩაიშვილს დაევალა გამგეობის შენიშვნების მიხედვით გეგმის ჩასწორება და შემდეგ დასამტკიცებლად წარდგენა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ალექსანდრე ყიფშიძის მოხსენება ილია ჭავჭავაძის ანდერძის შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე ლუარსაბ ბოცვაძემ წაიკითხა მოხსენება ნაძალადევის ბიბლიოთეკის შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის სახლში მუზეუმ-ბიბლიოთეკის მოწყობის გეგმა და ხარჯთაღრიცხვა, რომლებიც შეადგინა სვიმონ კლდიაშვილმა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე ალექსანდრე მდივანმა წარადგინა მოხსენება თბილისის პირველი ბიბლიოთეკის შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს პეტრე სურგულაძის მოხსენება ვერის ბიბლიოთეკის შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ეკატერინე გაბაშვილის თხოვნა მისი მოთხრობების გამოცემის შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს იაკობ ორჯონიკიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისი სტიპენდიისთვის 25 მანეთი დაემატებინათ და ეს თანხა 6 თვის გადასახადთან ერთად მისი სკოლის დირექტორისთვის გაეგზავნათ. გამგეობამ გადაწყვიტა, დირექტორისთვის გაეგზავნათ 75 მანეთი, ორჯონიკიძისთვის – 12 მანეთი და 50 კაპიკი, თან ეცნობებინათ, რომ შემდეგში დამატებით თანხას ვეღარ მიიღებდა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 16 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება საზოგადოების წიგნის მაღაზიისთვის ახალი ბინის დაქირავების შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მდივანმა, სამსონ ფირცხალავამ მოახსენა, რომ სტიპენდიატ იაკობ ორჯონიკიძეს სჭირდებოდა პანსიონის ნახევარი წლის გადასახადი – 87 მანეთი და 50 კაპიკი. საზოგადოების გამგეობამ ორჯონიკიძის სკოლის დირექტორს გადასახადი გაუგზავნა და სთხოვა, ორჯონიკიძის ყოფაქცევისა და სწავლის შესახებ ეცნობებინა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ გიორგი აღნიევის ცნობით, 1881 წლის 19 დეკემბრისთვის შილდის სასოფლო სასწავლებელში სწავლობდა 56 მოსწავლე, მათგან 19 ქალი იყო.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება საზოგადოების წიგნების საწყობის ჩაბარების შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს თედო რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თხოვნით მიმართა, მის შვილებს სწავლის საფასურის გადახდაში დახმარებოდნენ. გამგეობის გადაწყვეტილებით, რაზიკაშვილებს ძმები ზუბალაშვილების მიერ დაწესებული სტიპენდიებიდან 5 თუმანი გამოეყოთ. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს საგარეჯოს სკოლის მასწავლებელმა გიორგი თადეოზის ძე ბოჭორიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სკოლისთვის დახმარება სთხოვა. გამგეობამ საგარეჯოში 13 მანეთისა და 42 კაპიკის წიგნებისა და რვეულების გაგზავნა გადაწყვიტა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა გრიგოლ ბურჭულაძემ თელავის განყოფილების გამგეობას სთხოვა, შილდის ბიბლიოთეკის მდგომარეობა გამოეძია და მთავარი გამგეობისთვის ეცნობებინა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 24 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ აცნობა, რომ 14 ოქტომბერს სათავდაზნაურო ბანკის გამგეობამ თავადაზნაურობის წინამძღოლს გაუგზავნა მინდობილობა, რომლის თანახმადაც, ის დროებით განკარგავდა სოფ. ყვარელში ილიასეულ კარ-მიდამოს. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალექსანდრე ყიფშიძე.