ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47795

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რევაზ გაბაშვილმა განაცხადა, რომ საჭირო იყო სკოლებში მიეწვიათ მხნე, ახალგაზრდა და არა ჯანგამოცლილი მასწავლებლები.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პროკოფი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მოწვეულ მასწავლებლებს თანაბარი უფლებებით უნდა ესარგებლათ და არც ერთი მათგანი არ უნდა დაჩაგრულიყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით ხართიშვილი სახელმწიფოს სკოლებიდან მასწავლებლების მიწვევას ეწინააღმდეგებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ მასწავლებლებს, რომლებსაც გამგეობა მიიწვევდა გამოცდილებაში უნდა ჩათვლოდათ სხვა უწყების სკოლებში ნამსახური წლები.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მასწავლებლებისთვის ხელფასი უნდა მოემატებინათ, რათა კონკურენცია გაეწიათ სამინისტროს სკოლებისთვის და ბევრი კარგი, გამოცდილი მასწავლებელი მიეზიდათ საზოგადოების სკოლებში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით ხართიშვილმა განაცხადა, რომ მეთვალყურისთვის უნდა დაევალებინათ ბიბლიოთეკების ხშირად დათვალიერება და მათი საქმის წარმოებისთვის ყურადღების მიქცევა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა აკაკი ივანეს ძე ჩხენკელმა საწევრო გადაიხადა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 23 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის მიხედვით, გამგეობის წევრი იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება, რომელიც გამგეობის წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გახსნა. კრებას 115 ნამდვილი წევრი დაესწრო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ: სპირიდონ მიხეილის ძე შენგელია, ქრისტინე (ჩიტო) გიორგის ასული შარაშიძე და დავით შავლიშვილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ზაქარია თევდორეს ძე ყიფშიძე, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე, გიგი გიორგის ძე ყარსემაშვილი და იოსებ ალექსანდრეს ძე ყიფშიძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა: იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ, ივანე ბეგლარის ძე ღლონტმა, ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ, თევდორე ზურაბის ძე ღლონტმა და ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძემ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა ისიდორე ლევანის ძე ქარსელაძემ გადაიხადა საწევრო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 სექტემბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპმა აღნიშნა, რომ საღამოს ძველი მეგობარი ანასტსია წერეთელი ინახულა. მან უთხრა, რომ 1918 წელს გერი გარდაეცვალა, შემდეგ კი ქალაქგარეთ ყოფნისას სახლი გაუქურდეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა შაქრო სოლომონის ძე ქარსაულიძემ გადაიხადა საწევრო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა სვიმონ პეტრეს ძე ფთაძემ და დავით ანტონის ძე ფაღავამ გადაიხადეს საწევრო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ 1911 წლის შემდეგ შემოსული ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნების სისტემატური კატალოგი უნდა შეედგინათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ უნდა გაეკეთებინათ სამი კარადა-ვიტრინა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვა მწერალთა ნივთების გამოსაფენად.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ წიგნები ყდებში უნდა ჩაესვათ, გაეკეთებინათ ორი კარადა წიგნების დასალაგებლად და სამი ვიტრინა სამუზეუმო ნივთებისათვის. ასევე ერთი კარადა-ვიტრინა ილია ჭავჭავაძის ტანისამოსისთვის.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, წიგნსაცავ-მუზეუმში ნიკოლოზ ბარათაშვილისა და არჩილ ჯორჯაძის ხსოვნასთან დაკავშირებული ნივთები ინახებოდა.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, ილიას კაბინეტში ინახებოდა მის გარდაცვალებასთან და აკაკის იუბილესთან დაკავშირებული ნივთები – გვირგვინები, ხატები და საჩუქრები.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, წიგნსაცავ-მუზეუმის კატალოგი შედგებოდა ოთხი განყოფილებისაგან – ხელნაწერების, ქართული ნაბეჭდი წიგნების, რუსულ და სხვა ენებზე ნაბეჭდი წიგნებისა და სიგელ-გუჯრებისაგან.