ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51594

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს მინისტრად გახდომა მიულოცა. ჟურულმა მადლობა გადაუხადა კომიტეტს მილოცვისათვის და აღნიშნა, რომ კომიტეტის წევრებს ჯერ კიდევ ქალაქის გამგეობაში მოღვაწეობის პერიოდიდან იცნობდა და მეტად აფასებდა მათ კვალიფიკაციასა და გამოცდილებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტმა, რომელიც ფინანსებისა და ვაჭრობა-მრეწველობის საკითხებში გამოცდილი და მცოდნე სპეციალისტებისგან შედგებოდა, მომსახურება შესთავაზა საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. სტატიის თანახმად აკაკი ივანეს ძე ჩხენკელს ბერლინიდან უცნობებია, რომ ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოს გარდა კავკასიის დანარჩენი ნაწილების დამოუკიდებლობის აღიარება. თუმანოვის აზრით, უფრო გლობალურად მოაზროვნე პირებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ეტაპობრივად მოჰყვებოდა შემდგომი ნაბიჯები, რაც დანარჩენი კავკასიის სახელმწიფოებრივ მოწყობას გარკვეულ ფორმას შესძენდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის გიმნაზიის, პროგიმნაზიის, რეალური და სხვა სასწავლებლების პირველ და მოსამზადებელ კლასებში სწავლის ყოველთვიური გადასახადი სამი მანეთი იყო, მეორე, მესამე და ზედა კლასებში – მეტი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის პანსიონში შვილის მიბარების მსურველებს 20 აგვისტოდან 1-ელი სექტემბრის ჩათვლით ჯორჯიკიასთვის უნდა მიემართათ თბილისის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის პანსიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის სწავლისა და პანსიონით სარგებლობის წლიური გადასახადი 180 მანეთი იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში შვილის მიბარების მსურველებს წერილობითი თხოვნით უნდა მიემართათ სკოლის მზრუნველ ილია წინამძღვრიშვილისთვის.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 13 თებერვალს მოწვეულ კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების მორიგ კრებაზე ილია წინამძღვრიშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება სოფლის მეურნეობის საზოგადოებასა და მხარის მოსახლეობას შორის უწყვეტი კავშირის დამყარებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებების შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების მიერ წარმოდგენილ დავით ერისთავის „სამშობლოში“ ლევან ხიმშიაშვილის როლი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილს უნდა შეესრულებინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების მიერ წარმოდგენილ დავით ერისთავის „სამშობლოში“ სვიმონ ლეონიძის როლი კოტე ყიფიანს უნდა შეესრულებინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ა. ნა-ლის (ალექსანდრე ნანეიშვილის) წერილი „ქართული თეატრი ქუთაისში“, რომელშიც აღნიშნულია, რომ დავით ერისთავის „სამშობლოში“ კოტე მესხმა და კოტე ყიფიანმა დიდი ოსტატობით ითამაშეს ლეონიძისა და ხიმშიაშვილის როლები.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 თებერვალს ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა შილერის „ავაზაკები“, რომელშიც მთავარი როლი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა შეასრულა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოდგენილ „სამშობლოში“ ხიმშიაშვილის როლი კოტე მესხმა შეასრულა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს „სამშობლო“, რომელშიც ქუთაისელ მსახიობებთან ერთად მონაწილეობდნენ თბილისიდან მოწვეული არლანი, კოტე ყიფიანი, ვასო აბაშიძე და ალექსანდრე ნებიერიძე.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოდგენილ „სამშობლოში“ ქეთევანის როლი ეფემია მესხმა შეასრულა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოდგენილ „სამშობლოში“ ლეონიძის როლი კოტე ყიფიანმა შეასრულა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 18 მაისს, დილის 6 საათზე, ირანის შაჰის თბილისიდან წასვლის დღეს, სასახლეში მოგროვდნენ წარჩინებული პირები. შაჰი გააცილეს მთავარმართებლის თანაშემწე ა. ა. ფრეზემ და თბილისის გუბერნატორმა ივანე სვეჩინმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ფინანსურ-ეკონომიკურ ჟურნალში „საქართველოს ეკონომისტი“, რომელიც უახლოეს ხანში ქართულ და რუსულ ენებზე უნდა გამოსულიყო, თანამშრომლობდნენ: ბერგი, ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი და ვლადიმერ საველის ძე ვოიტინსკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ფინანსურ-ეკონომიკურ ჟურნალში „საქართველოს ეკონომისტი“, რომელიც უახლოეს ხანში ქართულ და რუსულ ენებზე უნდა გამოსულიყო, თანამშრომლობდნენ: იური ფაღავა, პავლე დავითის ძე საყვარელიძე, დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ფინანსურ-ეკონომიკურ ჟურნალში „საქართველოს ეკონომისტი“, რომელიც უახლოეს ხანში ქართულ და რუსულ ენებზე უნდა გამოსულიყო, თანამშრომლობდნენ: ი. შარაშიძე, მიხეილ შრამჩენკო და ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ფინანსურ-ეკონომიკურ ჟურნალში „საქართველოს ეკონომისტი“, რომელიც უახლოეს ხანში ქართულ და რუსულ ენებზე უნდა გამოსულიყო, თანამშრომლობდნენ: კ. კოზლოვსკი, იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, გიორგი მამრაძე და ტიტე თადეოზის ძე მარგველაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ფინანსურ-ეკონომიკურ ჟურნალში „საქართველოს ეკონომისტი“, რომელიც უახლოეს ხანში ქართულ და რუსულ ენებზე უნდა გამოსულიყო, თანამშრომლობდნენ: პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკი და მიხეილ გიორგის ძე ყაუხჩიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ფინანსურ-ეკონომიკურ ჟურნალში „საქართველოს ეკონომისტი“, რომელიც უახლოეს ხანში ქართულ და რუსულ ენებზე უნდა გამოსულიყო, თანამშრომლობდნენ: იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკოვი, კ. ანდრონიკოვი, ს. არსენიძე და ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასა და ფინანსთა მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს დაევალა ბაქოელი ქართველებისთვის დახმარების გაწევა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 ათასი რუბლი გაიცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ისიდორე რამიშვილს ბაქოს ხელისუფლებისთვის რადიოს მეშვეობით გადაუცია აზერბაიჯანის მთავრობის შემდეგი მოთხოვნები: დაუყოვნებლივი განიარაღება, აზერბაიჯანის ხელისუფლების აღიარება, ქალაქისა და საწარმოების გადაცემა. ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში აზერბაიჯანის მთავრობა უსაფრთხოების გარანტიას აძლევდა თბილისიდან ბაქოში იქაური კონფლიქტის მოსაგვარებლად გასამგზავრებელ დელეგაციას.