ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50108

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 18 თებერვალს ქართულ თეატრში გამართულ იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილის ბენეფისზე წარმოადგინეს პიესა „დანაშაული და სასჯელი“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილმა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისის თეატრში დაიწყო მუშაობა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი ქუთაისიდან თბილისში, ქართული დრამატული საზოგადოების დასში, გადავიდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 ივნისის „დროების“ ცნობით, ივანე როსტომაშვილმა თელავში გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობა დააარსა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგის წარმოდგენა 14 ივნისისთვის გადაიდო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 ივნისის „დროებაში“ ივანე როსტომაშვილის მიერ გახსნილი თელავის საქალებო სკოლის შემოსავლის ანგარიში დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, ივანე როსტომაშვილმა თელავში საქალებო სკოლა გახსნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 აგვისტოს, დიდმოწამე შუშანიკის ხსენების დღეს, მეტეხის ტაძარში ლოცვა ეპისკოპოსმა ლეონიდ ოქროპირიძემ წაიკითხა, პარაკლისი კი ეგზარხოსმა ფლაბიანემ გადაიხადა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 თებერვალს ქართულ თეატრში გაიმართა ტასო აბაშიძის ბენეფისი მისი სცენაზე მოღვაწეობის 10 წლისთავის აღსანიშნავად.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 თებერვალს ქუთაისის თეატრში გამართულ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ბენეფისზე წარმოადგინეს პიესა „შავი ბერი“.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის შემოდგომაზე შიო ქუჩუკაშვილი სვანეთიდან თბილისში ჩამოვიდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 22 დეკემბერს დაიგეგმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ კონცერტი თბილისის საკრებულოს დარბაზში. კონცერტის მოთავე იყო ოლღა ჭავჭავაძისა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 15 თებერვალს დეპუტატთა საკრებულოში გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების ახალი გამგეობის პირველ კრებას დაესწრნენ გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 თებერვალს სამეურნეო ბანკის დარბაზში გაიმართა ქართული დრამატული საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ვასილ მაჩაბელი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 ივნისის „დროებაში“ ივანე როსტომაშვილი წერდა, რომ მახვილაძე მას თელავის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის თანხის მითვისებაში სდებდა ბრალს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 25 თებერვალს ქუთაისის თეატრში ვალერიან ლევანის ძე გუნიას ბენეფისი გაიმართა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვარს გაიხსნა დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე საქართველოს კონსტიტუცია განიხილებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვარს დამფუძნებელი კრების სხდომაზე გიორგი გვაზავა სიტყვით გამოვიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 23 იანვრის N1 ბრძანების თანახმად, გენერალი ილია ზურაბის ძე ოდიშელიძე რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა. დოკუმენტს ხელს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია აწერდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთ „ახალი სხივის“ ჯგუფმა გაზეთის ყოველდღიურად გამოცემა გადაწყვიტა, რისთვისაც მათ ალექსანდრე არაბიძეს მიმართეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიწათმოქმედების მინისტრ დავით ონიაშვილის საბჭომ პრინციპულად მიიღო სატყეო კონცესიების (ნებართვების) ხელშეკრულების პროექტი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 ივნისის „დროების“ ცნობით, კარცოვის მოხელეებმა იბრაჰიმ ბეგ აბაშიძის ცხენი მოწამლეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 13 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა არსენ წითლიძის სამადლობელი წერილი, რომლითაც მ. ბოტელმანსა და გ. მეგრელიშვილს სკოლის შემწეობისთვის მადლობას უხდიდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 15 ივნისის „დროების“ ცნობით, გაზეთ „კავკაზში" დაიბეჭდა სამწუხარო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გაბრიელ ეპისკოპოსი მთავრობას მისი იმერეთის ეპარქიის გამგებლობისგან გათავისუფლებას და რუსეთის საეპარქიო კათედრაზე გადაყვანას სთხოვდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალი გამგეობის სხდომის თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე, გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგად აირჩიეს ნიკო ცხვედაძე, ხაზინადრად – არჩილ ჯორჯაძე, მდივნად – ალექსანდრე სარაჯიშვილი.