რეგისტრირებული ფაქტები50108
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გამართულ ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომაზე (თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი) განიხილეს ტერიტორიული საკითხები. სიტყვით გამოსულმა აკაკი ჩხენკელმა მონაწილეებს აცნობა ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელის ახალ, განსაკუთრებულ უფლებამოსილებათა შესახებ. კრების ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა, საქმეთა მმართველმა მ. თუმანოვმა, მდივანმა გრიგოლ ვეშაპიძემ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკოლოზ ხეცურიანს 3 წლის ოლღა ციცაგის გაშვილებაში დახმარება ბავშვის ბებიამ სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1 ნოემბერს სათავადაზნაურო თეატრში ქართულმა დრამატულმა დასმა გამართა წარმოდგენა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისა და კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის წევრებმა ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძეს წესდების პროექტის შედგენა დაავალეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 ივნისს სახალხო სახლში დადგმულ სპექტაკლში „და-ძმა“ მონაწილეობდნენ: ალექსანდრა კარგარეთელი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, მ. გ. მუსხელაშვილი, ვიქტორ მატარაძე, დავით სოფრომის ძე მგალობლიშვილი და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 ივნისს სახალხო სახლში გამართულ სპექტაკლში „და-ძმა“ მონაწილეობდნენ: იოსებ ელიოზოვი, შაქრო მიხეილის ძე საფაროვი, იოსებ გრიშაშვილი, დავით ალექსანდრეს ძე მიქელაძე, გრიგოლ ივანეს ძე შახნაზაროვი, ალექსი ქურდოვანიძე და სხვ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მომარაგების სამინისტრომ (მინისტრი გიორგი ერაძე) თბილისის გამგეობის სასურსათო განყოფილებას საზღვარგარეთ 2500 ფუთი შვეიცარიული ყველის გატანის ნება დართო. პირველ რიგში, 500 ფუთი ყველი კონსტანტინოპოლში (სტამბოლი) უნდა გაეტანათ, დანარჩენი 2000 ფუთი − იტალიაში. მოგების 40% სასურსათო განყოფილებას მომარაგების სამინისტროსთვის უნდა გადაეცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 იანვარს გზათა სამინისტროში (მინისტრი ნოე ხომერიკი) გაიმართულ თათბირზე ნავთის ამოღების საკითხის დამუშავება სამთო სამმართველოს მიენდო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ (მინისტრი ნოე რამიშვილი) წინადადება მისცა ერობებს, ჯარში გაწვეულთა ღარიბ ოჯახებს 1000-დან 2000 მანეთამდე დახმარებოდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს მინდობოდა დამფუძნებელი კრებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შედგენილი დეკრეტის პროექტის წარდგენა საარჩევნო სიების გარანტიების შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის მოხსენების შემდეგ მთავრობამ დააკმაყოფილა ჩერეპანოვის შუამდგომლობა გვარის შეცვლის შესახებ და მას რიმნისთველის გვარის ტარების ნება დართო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის მოხსენება გასპაროვისთვის გვარის შეცვლის თაობაზე. მთავრობის დადგენილებით, გასპაროვს მესხელის გვარის ტარების უფლება მიეცა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 27 ივნისის „დროების“ ცნობით, კირილე იანოვსკის სურდა ვაჟების სასწავლებლების პედაგოგების მოწვევა, რომ ფინანსური შემწეობის მიღების წესის შეცვლაზე ემსჯელათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 ივნისის „დროებაში“ გაბრიელ ეპისკოპოსის რუსეთის საეპარქიო კათედრაზე გადასვლის შესახებ სტატია დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 ივნისის „დროების“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიიდან გამორიცხული სილიბისტრო ჯიბლაძე დისციპლინურ ბატალიონში გაგზავნეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა სტატია „ახირებული დავა“ დიმიტრი ყიფიანის ქუთაისის თავადაზნაურთა წინამძღოლად არჩევის შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 25 ივნისის „დროებაში“ დიმიტრი ყიფიანის თავადაზნაურთა წინამძღოლად არჩევის შესახებ აკაკი წერეთლის სტატია დაიბეჭდა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 22 ივნისს კავკასიის მეფისნაცვალმა დაამტკიცა ქართულ წარმოდგენათა მმართველი საზოგადოების წესდების პროექტი, შედგენილი ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძის მიერ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 ივნისს გამართული ქუთაისის ქართული დრამატული საზოგადოების კრების (თავმჯდომარე იაკობ ჩიმაკაძე) დადგენილებით საზოგადოებას ვალერიან გუნიასთვის მადლობა უნდა გამოეცხადებინა გასულ სეზონზე დრამატული დასის ხელმძღვანელობისთვის.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის მარტში ვაჟა-ფშაველა თბილისში მოემგზავრებოდა და გზად ტოლათსოფელში გაათია ღამე ვასილ კოპტონაშვილთან.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ვერა გ. მამულოვმა დავრდომილ მსახიობთა სასარგებლოდ დაარსებულ ფონდს 200 მანეთი შესწირა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908-1909 წლებში ხონში საზაფხულო წარმოდგენების გამართვას მიწვეული მსახიობი ნიკოლოზ გვარაძე ხელმძღვანელობდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ხონის ინტელიგეციამ საზაფხულო წარმოდგენების მოსაწყობად მიიწვია მსახიობები – ნატალია ჯავახიშვილი, ვალიკო შალიკაშვილი და ნიკო გვარაძე.