ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48943

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის ტერიტორიაზე იდგა ორსართულიანი კოშკი. ქვედა სართული შედგებოდა ორი ოთახისგან, დიდისგან და პატარისგან. მეორე სართულზე იყო ერთი დიდი ახალგარემონტებული ოთახი აივნით. მთლიანობაში კოშკის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. საჭირო იყო აქა-იქ კედლების გადაღებვა და კიბისა და ბუხრის შეკეთება. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ივლისს განათლების მინისტრმა გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა დამფუძნებელი კრებისათვის გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1917-1918 სასწავლო წელს სწავლება მშობლიურ ენაზე –  დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა საშუალო სკოლის ოთხ კლასში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში მხოლოდ მოსამზადებელ და პირველ კლასებში განხორციელდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს მღვდელმა თომა ასათიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თავისი საყმაწვილო მოთხრობების დაბეჭდვა სთხოვა. მან გამგეობას 600 მოთხრობა წარუდგინა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, თუ ვინმეს გაგზავნიდნენ სკოლის დასათვალიერებლად, მისთვის ეცნობებინათ, რომ რევიზორის მისვლამდე გამოცდები არ დაეწყოთ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 11 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის თხოვნა სკოლის დათვალიერების შესახებ. რევიზია დაევალათ იაკობ გოგებაშვილს, ნიკოლოზ მთვარელიშვილსა და გიორგი იოსელიანს. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბაქოში ქართული საზოგადოების სასარგებლოდ გამართული საღამოს საორგანიზაციო კომიტეტის წერილი, რომელსაც ერთვოდა საღამოს შემოსავალი – 366. 35 მანეთი. გამგეობის გადაწყვეტილებით საღამოს ორგანიზატორებისთვის მადლობა უნდა გადაეხადათ წერილობით და გაზეთით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლიდან გამოგზავნილი პასუხი რევიზორ ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენებაზე. წერილი განსახილველად და  გამგეობისთვის მოსაზრების წარსადგენად  ბოცვაძეს გადასცეს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 11 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა მღვდელ თომა ასათიანის თხოვნა მისი საყმაწვილო მოთხრობების დაბეჭდვის შესახებ. მდივან დავით კარიჭაშვილს დაევალა მათი წაკითხვა და გამგეობისთვის დასკვნის წარდგენა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრ ივანე რატიშვილის მოხსენება წინარეხის სკოლის 1898 წლის 7 ივნისის ანგარიშის შესახებ. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელი ს. თოფურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ატყობინებდა, რომ სოფელ ნოსირის სკოლა მოკლებული იყო ყოველივე მარაგს, საჭირო იყო ძველი და ახალი აღთქმის რუკები საღმრთო ისტორიისთვის, რომელიც პროგრამაში იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 27 ნოემბერს სოფელ ნოსირის სკოლის მასწავლებელი სილიბისტრო თოფურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას წერილობით სთხოვდა მათი შემოწირული წიგნებისა და სასწავლო ნივთების დროულად გაგზავნას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 ივლისს მხატვარმა ვლადიმერ დავითის ძე გუდიაშვილმა მისწერა განათლების მინისტრს მისწერა, რომ საშუალო სასწავლებელში ხატვის გაკვეთილები მიეცათ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 1-ლ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამგეობის სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძის მიერ მდივან პეტრე მირიანაშვილს დაევალა, რომ საცენზურო კომიტეტების დაარსების შემდეგ დაბეჭდილი ქართულენოვანი წიგნების რაოდენობა ეცნობებინა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით – 3610.58, ქაღალდებით კი 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 4 თებერვლის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის წინადადება რუსული წიგნების ქაღალდის ფასად გაყიდვის შესახებ, ვინაიდან ექვსი წლის განმავლობაში ისე ეწყო მაღაზიაში, არ იყიდებოდა და არც გაიყიდებოდა, რადგან ნიკოლოზის რეჟიმის დროს იყო გამოცემული. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მდივანი ვარლმ ბურჯანაძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველიდან 8 მაისამდე საზოგადოებას 227.47 მანეთი ჰქონდა, 124.13 მანეთი კი გასცა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის პირველ მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ გრიგოლ ყიფშიძეს მისწერა, რომ მისთვის ეცნობებინა საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ დაბეჭდილი ქართულენოვანი წიგნების რაოდენობა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებმა ფარული ჯენჭისყრით – 83 ხმით 75-ის წინააღმდეგ – გადაწყვიტეს, რომ საწევრო გადასახადი ისევ სამი მანეთი დარჩენილიყო. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. 1-ელი მაისისთვის საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 10674. 18, სათადარიგოდ – 9287, წიგნებისთვის კი – 1455. 98 მანეთი.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 23 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ფილიპე გოგიჩაიშვილის წინადადება „ქართლის ცხოვრების“ მარიამ დედოფლისეული ვარიანტის გამოცემასთან დაკავშირებით. გამგეობამ გადაწყვიტა, გამოეცათ „ქართლის ცხოვრება“ და ამის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილისთვის ეცნობებინათ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ 1900 წლის ანგარიში განეხილათ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 21 თებერვალს სენაკის სკოლის მასწავლებელი ვიქტორ ბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან მოსწავლეთა მეთვალყურეობისა და პედაგოგად მუშაობის გამო გაწეული შრომისთვის ჯილდოს ითხოვდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა – 10674.4 მანეთი, სათადარიგოდ – 9607, წიგნებისთვის კი – 1455.98 მანეთი.