ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50897

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სტეფანე გიორგის ძე კიკაჩეიშვილი კავკავის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილება. მისი თავმჯდომარე 1916 წელს მღვდელი კონსტანტინე კავკასიძე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გიუმრის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გიორგი ლევანის ძე ქორქაშვილი, 212 წევრი ჰყავდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს არჩილ სოლომონის ძე ციხისთავი (ციხისთავიშვილი), ნესტორ ნიკოლოზის ძე მამულაიშვილი, ივანე კონსტანტინეს ძე ტყეშელაშვილი და ეგნატე დიმიტრის ძე ფაჩულია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გიუმრის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 9 ივნისს ასტრახანის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა ელენე ისიდორეს ასულმა რამიშვილმა მოსკოვის ქალთა სამეურნეო კურსებზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გიუმრის განყოფილება გაიხსნა. მისი თავმჯდომარე იყო გიორგი ლევანის ძე ქორქაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 ივლისს დავით სოკრატის ძე სულიაშვილმა ჟენევის უნივერსიტეტის სოციოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ პართენის ასული საბაშვილისა, შემოსავალი 3871. 73 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 752. 64. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 3119. 09 მანეთი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 13 ივნისს ლეონტი ნესტორის ძე რევიამ მოსკოვის ინსტიტუტის დასამთავრებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 იანვარს იოსებ ანთაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებას ვაჭარ იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძისთვის უნდა ჩამოერთმია მის მიერ უკანონოდ გამოცემული ეგნატე მაკარის ძე ხრამელაშვილის წიგნები და მისთვის სხვისი ქონებით სარგებლობის უფლება არ მიეცა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ფოთის განყოფილების თავმჯდომარის ი. მეუნარგიას განცხადებით ფოთის განყოფილებას არ ჰქონდა საკუთარი წიგნის მაღაზია, ამიტომ საამხანაგო დუქანში ჰყიდიდნენ წიგნებს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ვასილ კირილეს ძე მამისაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილების ხაზინადარი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქრისტეფორე ვლადიმერის ძე ფიცხელაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არმავირის განყოფილების ხაზინადარ კონსტანტინე მიხეილის ძე გრიგოლაშვილს სალაროში 997. 95 მანეთი ჰქონდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს იასონ გიორგის ძე ფავლენიშვილი და ალექსანდრე ივანეს ძე კეზელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილების დამფუძნებელი წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო მღვდელი კონსტანტინე კავკასიძე, 4 სხდომა გამართა და 8 საქმე განიხილა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს გიორგი იასონის (იოსების) ძე მთვარელიშვილი და გიორგი ივანეს ძე გალაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილების გამგეობის ნამდვილი წევრები იყვნენ.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 13 ოქტომბერს კლემენტი კონსტანტინეს ძე თოფურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 13 ოქტომბერს გიორგი ქრისტეფორეს ძე კვიტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების მდივანი გახდა.