რეგისტრირებული ფაქტები48013
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ გლახუას ძე სიხარულიძემ ეროვნული მუსიკის (ჩონგურ-ჭიანურის) მცოდნე-მოყვარულთა წასახალისებლად ორი პრემია დანიშნა. შეჯიბრება ოზურგეთში უნდა გამართულიყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში ჯარისკაცმა ალექსანდრე არშაკის ძე ოგანეზაშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო ფონდს 5 მანეთი შესწირა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ავადმყოფ ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილს თბილისის სემინარიის მოსწავლეთა მიერ შეგროვებული თანხა გაუგზავნეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 18 იანვარს ავლაბრის თეატრში იოსებ ივანიძის რეჟისორობით „პეპო“ წარმოადგინეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა თბილისში გასტროლებზე მოიწვია მოცეკვავე ელენე ჩერქეზიშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 1-ელ თებერვალს ქაშვეთის ეკლესიაში აკაკი წერეთლის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 იანვარს ქუთაისის თეატრში ვლადიმერ მესხიშვილის საბენეფისოდ წარმოადგინეს ხუთმოქმედებიანი დრამა „ედმონდ კინი“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 18 იანვარს ავლაბრის თეატრში გამართულ სპექტაკლში „პეპო“ იოსებ ივანიძემ პეპოს როლი შეასრულა, გიორგი ირდანიშვილმა – კაკულისა, ვ. მარგველაშვილმა ითამაშა კეკე, რაფიელ ჯიბლაძემ – სამსონი, ალექსანდრა ქართველიშვილისამ – ეფემია, ი. რევაზიშვილმა – ზიმზიმოვი, დ. რჩეულოვისამ – შუშანა და ა. შ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 იანვარს სახალხო სახლში დადგმულ სპექტაკლში „სოფლის გმირები“ კოტე ხახანაშვილმა შეასრულა ტარიელ მკლავაძის როლი, სოფიო ანკარამ ითამაშა ანიკო, ალექსი მეტრეველმა – სპირიდონ მცირიშვილი, რ. სალაყაიამ – მედუქნე, ვ. რატიშვილმა და ალექსანდრე შანშიაშვილმა – მოქეიფე თავადიშვილები, ელენე ციმაკურიძემ – კნეინა ბუსუსი, ვ. ნინიძე – გურული მგზავრი და ა. შ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 ნოემბერს მღვდელმა სოლომონ შოშიაშვილმა ნაძალადევის უბანში შეკრებილ საზოგადოებას ახალი სამრევლო სკოლისა და სამლოცველოს აშანების თაობაზე ეგზარქოს ფლაბიანეს ლოცვა-კურთხევა გადასცა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 11 მაისის „დროების“ ცნობით, დეკანოზმა სიმონ მიქიევმა სიღნაღის მაზრაში უმოსავლობით დაზარალებული გლეხების დასახმარებლად 30 მანეთი გაიღო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 მარტს სახალხო სახლში მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის ლოტბარობით კონცერტი უნდა გაემართათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 იანვარს კოტე აფხაზის თაოსნობით დეპუტატთა საკრებულოში მოიწვიეს ქართული პრესისა და კულტურული საზოგადოების დაწესებულებების წარმომადგენელთა კრება. კრებაზე აკაკის დაკრძალვის ორგანიზებისთვის 17-კაციანი კომისია აირჩიეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოება კოტე მესხისა და ვასო აბაშიძის მიერ დადგმულ დავით ერისთავის ხუთმოქმედებიან დრამა „სამშობლოს“ წარმოადგენდა, რომელშიც ანა მესხი და კოტე ყიფიანი მიიღებდნენ მონაწილეობას.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 12 ივლისის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გრიგოლ ორბელიანის ლექსების ყველა კრებული გაიყიდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვრის ბოლოს დავით ნიჟარაძემ კონსტანტინე აფხაზს აცნობა იმერეთის კულტურული საზოგადოების წარმომადგენელთა გადაწყვეტილება, აკაკი მთაწმინდაზე ილიას გვერდით დაეკრძალათ. გადაწყვეტილება კოტე აფხაზის თავმჯდომარეობით შექმნილმა კომიტეტმაც მოიწონა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში აკაკი წერეთლის დამკრძალავმა კომიტეტმა ცხედრის წამოსასვენებლად აირჩია ვაჟა-ფშაველა, გიორგი ლასხიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ნოე ჟორდანია და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში აკაკი წერეთელმა გარდაცვალების შემდეგ თავისი ნების აღსრულება კოტე აბდუშელიშვილს, გრიგოლ დიასამიძეს, ივანე ელიაშვილს და სერგო ჯაფარიძეს დაავალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვრის ბოლოს დავით ოტიას ძე ნიჟარაძის თაოსნობით ქუთაისში შედგა აკაკი წერეთლის დამკრძალავი კომიტეტი, რომელიც თბილისის კომიტეტთან შეთანხმებით მოქმედებდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვრის ბოლოს აკაკი წერეთლის დამკრძალავმა კომიტეტმა დაადგინა, გამოეცათ პოეტის 10 000 ცალი სურათი მოკლე ბიოგრაფიით ხალხში უფასოდ დასარიგებლად.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 იანვარს სახალხო სახლში გამართულ წარმოდგენაში „ტაიფუნი“ ნინო ჩხეიძემ ელენე ლაროშის როლი შეასრულა, იუზა ზარდალიშვილმა ითამაშა რენარი, ალექსანდრე იმედაშვილმა – ტოკერამო, ალექსანდრე ყალაბეგიშვილმა – იჰიაზუ, პლატონ კორიშელმა – ტოიჰუ, მიხეილ ჭიაურელმა – ინოხა, მიხეილ სარაულმა – შეიჰფვა და ა.შ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 1-ელ დეკემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი პეტერბურგში ამიერკავკასიის რკინიგზით გაემგზავრა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28 იანვარს ბაქოში, მაილოვის თეატრში, დანიშნული კონსტანტინე ფოცხვერაშვილის კონცერტი აკაკი წერეთლის გარდაცვალების გამო გადაიდო.