რეგისტრირებული ფაქტები51513
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 მარტს 11 საათზე აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს ტრაპიზონიდან ბათუმში მთავრობის თავმჯდომარე ევ. გეგეჭკორისათვის გადასაცემად, რომელშიც მოითხოვს ოფიციალური ნაბიჯების დადასტურებას სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით ან დელეგაციის გაწვევას. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძეს თბილისის სასულიერო სემინარიის 4 კლასის (კურსის) დამთავრების მოწმობა ჰქონდა, რაც უფლებას აძლევდა, სახალხო განათლების მინისტრის გასული წლის ცირკულიარის თანახმად, ქართული ენა ესწავლებინა არამც თუ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში, არამედ გიმნაზიის ყველა კლასში. ასევე იგი ამზადებდა საბუთების სახით სამ მოწმობას და ორ ამონაწერს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 მარტს 12 საათზე აკაკი ჩხენკელი სწერს ბათუმის სიმაგრის კომენდანტსა და მინისტრ რამიშვილს წერილს, რომელშიც ატყობინებს, რომ ვეჰიბ-ფაშა არ არის თანახმა ვადის გახანგრძლივებაზე, რის გამოც შესაძლებელია ბრძოლების განახლება. დაგვიანებაზე თვითონ ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 მაისს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ გზების სამინისტროს სასწავლო განყოფილებას 7 მაისის N785 მინაწერის პასუხად აცნობეს, რომ საკითხი რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის დამტკიცების შესახებ გადაიდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 მარტს, 15 საათზე აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტსა და მინისტრ რამიშვილს, რომელშიც ატყობინებს, რომ ვეჰიბ-ფაშამ გადაჭრით უარყო ბრძანების შეცვლა და დაჟინებით მოითხოვს პორტების გათავისუფლებას. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს მთავრობის თავმჯდომარე ევ. გეგეჭკორისათვის გადასაცემად, რომელშიც აღნიშნავს, რომ ოტომანთა დელეგაციის თავმჯდომარეს აცნობეს ამიერკავკასიის სამშვიდობო დელეგაციის მიერ ბრესტის ხელშეკრულების პირობების მიღება და მზადყოფნა განაგრძოს მოლაპარაკებები მის საფუძველზე. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 მაისს სამტრედიის რკინიგზის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელმა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძეს მისწერა, რომ წინა კვირას პირადად ესაუბრა მას სამტრედიის რკინიგზის მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცების შესახებ. აბულაძის ყველა საბუთი და შუამდგომლობა რკინიგზის სასწავლებლის განყოფილებიდან გადაგზავნილი იყო სამინისტროში. მან გიორგი ჭუმბურიძეს სთხოვა, რაიმე გადაწყვეტილება მიეღო თანამდებობაზე დამტკიცების შესახებ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში სწავლის მალე შეწყვეტის გამო სხვა საშუალების გამონახვის შანსს კარგავდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 მაისს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ სამტრედიის რკინიგზის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელ რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძეს 15 მაისს აუწყეს, რომ მისი საქმე აცნობეს მინისტრის ამხანაგს, მაგრამ დამტკიცების შესახებ საკითხი შემოდგომისთვის გადაიდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში" პარლამენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე სთხოვს მოქალაქეებს, რომ ვისაც პარლამენტის სხდომის ბილეთი არ აქვს, არ გამოცხადდნენ სასახლეში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 აპრილს 18 საათზე აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს მთავრობის თავმჯდომარე ევ. გეგეჭკორისათვის, ჟორდანიასათვის, წერეთლისათვის და რამიშვილისათვის გადასაცემად, რომელშიც აღნიშნავს, რომ თურქები მყარად დგანან ულტიმატუმზე და ბრესტის ხელშეკრულების მიღებამდე არაფერზე საუბარი არ სურთ. თუ ბათუმი იარაღის ძალით იქნა აღებული, თურქეთი შეიძლება არ შეჩერდეს, თან თბილისისკენ გზა არდაგანზე გახსნილიაო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 აპრილს სურსათის მინისტრი ხატისოვი და მინისტრი კაჩაზნუნი სწერენ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს მთავრობის თავმჯდომარე ევ. გეგეჭკორისათვის გადასაცემად, ასლი ფინანსთა მინისტრ კარჩიკიანს. რომელშიც აღნიშნავენ, რომ საჭიროდ თვლიან მიაპყრონ პარტია დაშნაკცუწუნის ყურადღება იმისაკენ, რომ შექმნილ ვითარებაში ბრესტის ხელშეკრულების მიღება შედარებით ნაკლებ ბოროტებად მიაჩნიათ. დოკუმენტის სისწორეს ადასტრებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლ დეკემბერს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტია თავის ამხანაგებს მოუწოდებს, დილის 10 საათზე საქართველოს პარლამენტის 6 თვის შესრულების გამო შეიკრიბონ პარტიულ კლუბში, სადაც ისინი სიტყვით მიმართავენ ამხანაგებს პარლამენტის შესახებ და შემდეგ დროშებით გაემართებიან სასახლისკენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 აგვისტოს გორის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებულმა, კიცხის ორკლასიანი სასწავლებლის (შორაპნის მაზრა) გამგე სავლე იოსები ძე აბულაძემ საქართველოს რესპუბლიკის საერო განათლების მინისტრს წარუდგინა 1911 წლის 4 ივნისს გორის საოსტატო სემინარიის (იგივე ამიერკავკასიის) კურსის დასრულების ასლი N525,633 და 1916 წლის 28 მაისს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის მეორე რაიონის ინსპექტორის მიერ მიცემული ნამსახურების ფურცელი N1016. მან დასძინა, რომ 1918 წლის 29 იანვარს ქართული გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოშიც შეიტანა თხოვნა N28 პირველ ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ოქტომბერს კანცელარიის დირექტორმა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილმა თბილისის მე-7 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის 1918 წლის 11 ოქტომბრის N 46 ბრძანების თანახმად, 10 ოქტომბრიდან მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად ყოფილი სახალხო მასწავლებელი სავლე იოსების ძე აბულაძე დანიშნეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 თებერვალს თბილისის ვაჟთა VII გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ჩიგოგიძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებელმა სავლე იოსების ძე აბულაძემ 1911 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის საოსტატო სემინარია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23-27 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა პირველი კონგრესი, რომელზეც მოხსენებით გამოვიდნენ: პ. ავერკინი, ტრიფონ გრიგოლის ძე ბააკაშვილი, კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილი. ა. ა. ეგოროვი, გ. ა. წინამძღვრიშვილი, ს. ნ. ტიმოფეევი, ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე, სოლომონ მ. ჩოლოყაშვილი, მიხეილ ალექსანდრეს ძე წულუკიძე, ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელი, კ. ნაკაშიძე, გიორგი ლევანის ძე ბერიშვილი, ნ. კ. მაქარაშვილი, ერმილე კაციას ძე ნაკაშიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 15 ივლისს მეორე ქართულ კლუბში (პლეხანოვის პროსპ.) გაიმართებოდა საღამო გალაკტიონ ტაბიძის, ვ. რუხაძის, გ. ქუჩიშვილის, დუტუ მეგრელის, რობაქიძის, თაგუნას და სხვ. მონაწილეობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
სოც.ფედერალისტთა პარტიის წვერი არყალელი გადმოგვცემს ინფორმაციას თუ როგორ არასამართლიანად ჩატარდა არჩევნები დუშეთში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ექიმმა კონსტანტინე ტყეშელაშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ განაახლა ავადმყოფების მიღება ყოველდღე, საღამოს 6-დან 8 საათამდე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 სექტემბრის „ერთობის“ ცნობით ნიკო ტრაპაიძემ შუა სურების სამკითხველოს წლის ბოლომდე გამოუწერა ჟურნალი „სოფლის მუშა“.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრს ეწვია საქართველოს კოოპერატივთა ყრილობის თავმჯდომარე სვიმონ მაჭავარიანი, რომელიც ესაუბრა კოოპერატიული ბანკის დაარსების აუცილებლობაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ნ. იმნაიშვილის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი დაჭრილთა და დასახიჩრებულთა ოჯახებისა და ომში დაღუპულთა ოჯახების უზრუნველყოფისათვის 5 000 000 მან. გამოყოფის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ლევან ნათაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ასაღორძინებლად საჭირო იყო სასოფლო-სამეურნეო სკოლების არსებობა. ივანე ლორთქიფანიძემ ნათაძის მიერ წარდგენილი კანონპროექტი სასოფლო მეურნეობის საშუალო და დაბალი განათლების ორგანიზაციის შექმნის შესახებ მნიშვნელოვნად აღიარა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ნ. იმნაიშვილის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი ფოთის რადიოსადგურისთვის შენობის ასაგებად მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ვ. თევზაიასა და პ. წულაიას მოხსენებით მიიღეს დეკრეტი კახეთის რკინიგზის საზოგადოებისთვის 10 მილიონი მან. სესხად მიცემაზე.