ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50899

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ საზოგადოების წევრობის მსურველთა სია გაუგზავნა. სიაში ცხინვალიდან იყვნენ: ალექსი იოსების ძე კვინიკაძე, ვასილ დიმიტრის ძე ფავლენიშვილი და თამარა გიორგის ასული ლუკიანოვისა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ინვენტარის შესაცვლელად 5 000 მანეთი გამოყვეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ საზოგადოების წევრობის მსურველთა სია გაუგზავნა. სიაში ცხინვალიდან ჩაწერილები იყვნენ მაქსიმე მიხეილის ძე ელიოზიშვილი, ივანე სტეფანეს ძე ცერაძე, აპოლონ ალექსანდრეს ძე მაჩაბელი, ივანე ზაქარიას ძე გაბაშვილი, დიმიტრი დავითის ძე ალშიბაია.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ გაუგზავნა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია, რომელშიც იყვნენ ილია ქარუმის ძე დედანაშვილი, ივლიტა ალექსის ასული კოკელიძისა, ბარბარე საბას ასული ლალიაშვილისა, ვახტანგ ბარათაშვილი და გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვ. კახიძემ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1909 წლის წევრთა სია. 1909 წელს განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: გიორგი ივანეს ძე ხიზანაშვილი, მღვდელი მიხეილ ესტატეს ძე ელიზბარაშვილი, ბაგრატ იოსების ძე ჩიკვაიძე, მიხეილ საბას ძე ცისკარაშვილი, ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი და კონსტანტინე მიხეილის ძე ტარტარაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის მოურავი იყო ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა.

1918

ტიპი: თანამდებობა

იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის პირადი საქმის მიხედვით, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი იყო განათლების მინისტრის მოადგილე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ანდრიევსკისა ლუარსამიძე, გენტორ გიორგის ძე ლაშხი, ალექსი ლასურაშვილი, ბარბარე ლასურაშვილი, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე, ესტატე ლომჯარია, სამსონ სტეფანეს ძე ლოსანიძე, შიო როსტომის ძე ლომღაძე, ოლღა ლობჟანიძე, თევდორე ამირანის ძე ლაშხი, სევერიან ლეჟავა, სამსონ ლორია, გიორგი ლაბაური, თამარ იოსების ასული ლეონიძე, ანა სიმონის ასული მხეიძე და გიორგი მდივანი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ალექსანდრა კონტრიძე, ზოსიმე კეშელავა, მარიამ ლუარსაბის ასული კიკნაძე, სოფიო კანდელაკი, ანასტასია კორშია, მაყვალა დიმიტრის ასული კალატოზიშვილი, მინადორა დიმიტრის ასული კასრაძე, ნატალია დიმიტრის ასული კასრაძე, დომენტი კაკაურიძე, ლიზა კაკაურიძე, თამარ ედ.-ს ასული კვანჭახაძე, დიმიტრი მიხეილის ძე კუსრაშვილი, თადეოზ სიმონის ძე კვატაძე, ალექსი გიორგის ძე კაზიშვილი, თედო გიორგის ძე კრიჭაშვილი, პოლექტია კიკნაძე და ბაგრატ კრიალაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტ ვასილ ბესარიონის ძე კახიძის მიერ თელავში მოწვეულ კრებას 85 პირი დაესწრო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტ ვასილ ბესარიონის ძე კახიძის მიერ მოწვეულ კრებაზე თელავის საკრებულოს დარბაზში თელავში საზოგადოების განყოფილების გახსნა გადაწყდა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან იაგორ როსტომის ძე თალაკვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში მოიწვია კრება, რომელზეც თელავის განყოფილების წევრობის მსურველთა სია შეადგინეს. სიაში ჩაეწერნენ ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე, სოლომონ ადამის ძე ქობულოვი, დიმიტრი დავითის ძე ჩოლოყაშვილი, იოსებ ადამის ძე ქობულოვი, მღვდელი იოანე შიუკაშვილი, ესტატე სულხანის ძე ვახვახიშვილი, გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი, მღვდელი ისიდორე პერტაია, მიხეილ ევგენის ძე რუსიშვილი და დავით გიორგის ძე აბელაშვილი.

1904

ტიპი: განათლება

1904 წლის 10 ივნისს თბილისის ქალთა პროფესიულმა სახელოსნომ მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეს ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის ატესტატი N9 გადასცა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ლანჩხუთის ვაჟთა ოთხკლასიანი გიმნაზიის გამგის თანამდებობის დროებით აღმასრულებელი იყო ნიკ. წილოსანი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის გამგე იყო ეკატერინე მათეს ასული ფხაკაძე.

1919

ტიპი: განათლება

ნადეჟდა გიორგის ასულმა აბაზაძემ თბილისის საქალებო ინსტიტუტი ოქროს მედალზე დაამთავრა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სახალხო განათლების სამინისტროში მთავარგამგედ მუშაობდა გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 16 იანვარს საშუალო სასწავლებლის მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ქალთა მე-6 გიმნაზიის მასწავლებელ კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძეს მიანდობდნენ მე-2 და მე-3 კლასში საქართველოს ისტორიის ორ-ორ გაკვეთილს. მთავარგამგემ სამინისტროს სთხოვა აბულაძე თანამდებობაზე დაემტკიცებინა. ხელს აწერენ გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი და საქმისმწარმოებელი ივ. მხეიძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სახალხო განათლების სამინისტროში საქმისმწარმოებლად მუშაობდა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგე იყო გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 სექტემბერს ვერა გიორგის ასული აბაზაძე თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა მე-7 გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი დავითიშვილმა და მდივანმა არჩილ დედანაშვილმა ეკატერინე ორჯონიკიძის ანდერძისა და მასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტების დაბრუნება სთხოვეს. მათ მთავარი გამგეობის არგუმენტები ანდერძის სასამართლოში ვერ დამტკიცების შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი დავითიშვილმა და მდივანმა არჩილ დედანაშვილმა მიმართეს კითხვით: საჭირო იყო თუ არა საზოგადო კრების მინდობილობა ეკატერინე ორჯონიკიძის ანდერძის ცხინვალის განყოფილების სახელით სასამართლოში წარსადგენად.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი დავითიშვილი, ხაზინადარი და მდივანი არჩილ დედანაშვილი და გამგეობის წევრები – იოსებ გოგინაშვილი და გრიგოლ შათირიშვილი – სამხედრო ბეგარაზე გაიწვიეს.