ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება კანცელარიის მეორე მსახურის მოწვევის შესახებ, რომელსაც საწყობის გამგის განკარგულების აღსრულებაც დაევალებოდა. გამგეობამ მსახურის მიწვევა გადაწყვიტა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ მასწავლებელ ნინო შიუკაშვილის კეთილსაიმედოობის მოწმობა (N7449) გაუგზავნა და მისი თელავის განყოფილების სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ახალი წესდება დაამტკიცეს. 23-ე მუხლის თანახმად, საზოგადოების კრებას გამგეობის წევრად 5 ან 7 პირის დანიშვნა შეეძლო.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ აუწყა, რომ გამგეობის თავმჯდომარის, მაქსიმილიანე ჭავჭავაძის თხოვნით სახალხო სკოლათა დირექტორმა ნინო შიუკაშვილს კეთილსაიმედოობის მოწმობის წარდგენამდე სკოლაში მასწავლებლად მუშაობის ნება დართო. შიუკაშვილს ეს მოწმობა 1911 წლის 10 ნოემბრამდე უნდა წარედგინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია აგლაძემ განაცხადა, რომ მაღაზიისა და საწყობის მოგების აღრიცხვისთვის ანგარიშში ცალკე განყოფელება შეეტანათ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1911 წლის შემოსავალ-გასავლის ოქმი. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1911 წლის 20 ივლისს ქ. თელავის დაწყებითი სკოლის სასარგებლოდ საქველმოქმედო საღამო გაიმართა. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1911 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1911 წელს 90 წევრის საწევრო გადასახადი 270 მანეთს შეადგენდა, გასართობ საღამოებიდან შემოვიდა 210 მანეთი, შემოწირულობებიდან – 14 მან. 20 კაპ. სულ განყოფილების 1911 წლის შემოსავალი შეადგენდა 494 მანეთსა და 20 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრება ჩატარდა. კრების დადგენილებით განყოფილებას ერთი წევრი უნდა მიეღო, რომელიც მდივნის მოვალეობასაც შეასრულებდა. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძე და ივანე პაატაშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 3 ივლისს ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრებაზე თელავში, შემდეგ კი ყვარელში სასწავლებლების გახსნის საკითხი განიხილეს. გამგეობას სურდა, პირველი სკოლა სექტემბრისთვის გახსნილიყო. კრებამ ეს საქმე გამგეობის წევრებს მიანდო. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძე და ივანე პაატაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვერის გამრთობი საზოგადოების გამგეობის თხოვნა ვერის ბიბლიოთეკის თავის ინვენტარიანად გადაცემის შესახებ. საზოგადოებას ბიბლიოთეკის შესახებ მოლაპარაკება ჰქონდა გამართული ქალაქის გამგეობასთან, რის გამოც საკითხი დროებით ღიად დატოვა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრებაზე გამგეობამ გადაწყვიტა, ორგანიზაციაში მეტი წევრის მოსაზიდად სოფლებში მღვდლებისა და მასწავლებლებისთვის მიემართა. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძე და ივანე პაატაშვილი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 3 ივლისს ქ. თელავში ჩატარდა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა საზოგადო კრება. კრებამ გადაწყვიტა, გამოეცხადებინა მადლობა წიგნებისა და საწერ ნივთების მაღაზიის გამგე მარიამ კურდღელაშვილისთვის, რომელიც მუყაითობითა და სასარგებლო შრომით გამოირჩა. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივნის მაგივრად ივანე პაატაშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 3 ივლისს ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა საზოგადო კრებაზე განიხილეს განყოფილების 1910 წლის შემოსავალ-გასავლის საკითხი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ივანე პაატაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 ოქტომბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საინჟინრო ათასეულის სამხედრო კომისარმა გამგეობას ათასეულის ბიბლიოთეკისთვის ქართული წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მათი გამოცემული წიგნების თითო ეგზემპლარი გაეგზავნა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების კრებას 21 წევრი ესწრებოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ივანე პაატაშვილი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 11 მარტს ივანე ანდღულაძემ, ირაკლი ქორიძემ და ტიხონ ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას ხიდისთავის განყოფილების წევრობის მსურველთა სია და მათი შეგროვებული საწევრო, 90 მან., გაუგზავნეს.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების საპატიო წევრები იყვნენ: ბახვა მოსეს ძე გაბუნია, არჩილ ივანეს ძე იოსელიანი და ილარიონ მერაბის ძე მაღლაკელიძე.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: იოსებ ტოჩიას ძე ლოლუა, იუსტინე პავლეს ძე ჩიქოვანი, ნიკო გიგოს ძე ცეცხლაძე, სევერიან ილარიონის ძე კუხალეიშვილი და იასონ (იაკიმე) ლუარსაბის ძე გეგელაშვილი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრები იყვნენ: ელენე სიმონის ასული გაბუნია, ოლღა დიმიტრის ასული გოგრიჩიძე, ნინო ალექსანდრეს ასული თურქია, ნადეჟდა დიმიტრის ასული კაჭარავა, სალომე თეიმურაზის ასული ლოლუა, მარიამ დავითის ასული შერვაშიძე, ტიმოთე ივანეს ძე ანუა, ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია, გახუ პეტრეს ძე თურქია, ბეგლარ პეტრეს ძე თურქია, მიხეილ მერაბის ძე მაღლაკელიძე, გრიგოლ ამირანის ძე მახარაძე, თეოფილე შათირიშვილი, რაჟდენ თენგიზის ძე შენგელაია, ნიკოლოზ გიორგის ძე ჩიქოვანი, ალექსანდრე გიორგის ძე ჩხიკვაძე და ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი.

პირები
წყარო

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის შემადგენლობაში შედიოდნენ: თავმჯდომარე – მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძე, თავმდჯომარის ამხანაგი – ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე, მდივანი – პლატონ ლევანის ძე გელოვანი, ხაზინადარი – ელიზბარ პეტრეს ძე კაჭარავა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ანგარიშებში შეტანილი იყო მთელი წლის სავარაუდო შემოსავალ-გასავალი. ოქმს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე მარიამ ანჩაბაძე, გამგეობის მდივანი ნიკოლოზ ჯანაშია და ხაზინადარი ელიზბარ კაჭარავა.

1915

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების 1915 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშს ხელს აწერენ: განყოფილების თავმჯდომარე – მარიამ ანჩაბაძე და გამგეობის მდივანი – ნიკოლოზ ჯანაშია.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 მარტს სოხუმის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ ანჩაბიძე, მთავარ გამგეობას მისწერა, რომ საზოგადოების წესდების ახალი პროექტი განიხილა და გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო.

1920

ტიპი: თანამდებობა

გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძის პირადი საქმის მიხედვით, იგი იყო ახალქალაქის ფერისცვალების ეკლესიის გამგე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის პირველ დეკემბერს ხაშურის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე შ. მხეიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ლუბა აბრამიშვილი ბეჯითი, მხნე და მომზადებული მასწავლებელი იყო. წერილს ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე შ. მხეიძე და საქმისმწარმოებელი პავლე ბლუაშვილი.