ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1918

ტიპი: ავტორობა

გიორგი მინას ძე აბაშიძის ნამსახურეობითი სიის დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

გიორგი მინას ძე აბაშიძის ნამსახურეობის სიის მიხედვით, 1919 წელს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი იყო ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვას პირადი საქმის მიხედვით, თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი იყო ივანოვა.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძის პირადი საქმის მიხედვით, იგი იყო ინჟინერ-ტექნიკოსი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის სახალხო სკოლათა დირექტორს სთხოვა, უმოკლეს დროში გაეცა პასუხი თელავის განყოფილების 17 მაისის შუამდგომლობაზე, რომელიც ეხებოდა ქ. თელავში დაწყებითი სკოლის გახსნას. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვ. კახიძე და გამგეობის მდივანი ზ. მარკოზაშვილი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის სახალხო სკოლათა დირექტორმა აცნობა, რომ ნინო მიხეილის ასულ შიუკაშვილს თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად კეთილსაიმედოობის მოწმობის გარეშე ვერ დაამტკიცებდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მაქსიმილიანე ჭავჭავაძეს შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა საზოგადოების თელავის განყოფილებისთვის გადასაცემად ბანკისგან შეიძინა ილია ჭავჭავაძის სოფ. ყვარელში მდებარე სასახლე და საწისქვილე მამული. ცნობა ამის შესახებ მთავარ გამგეობას მიაწოდა თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო-საადგილმამულო კომისიამ. მთავარმა გამგეობამ სთხოვა საზოგადოების თელავის განყოფილებას ბანკის მამულების გამგე ა. დ. ციციშვილისგან მამულის ჩაბარება, ჩაბარების ოქმის შედგენა და მამულის ინვენტარის სრული აღწერა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილისთვის გაგზავნილ წერილში მადლობას უხდიდა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობას, რომელმაც თელავის განყოფილებისთვის ბანკისგან ილია ჭავჭავაძის სასახლე და საწისქვილე მამული შეიძინა ყვარელში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის თანაშემწის, ივანე ავალიშვილის თხოვნა კორექტორის თანამდებობის დაკავების შესახებ.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ მიმართა კითხვით, თუ რომელი პროგრამით (სანიმუშოთი თუ რომელიმე სხვა) უნდა ეხელმძღვანელა თელავის ქართულ სკოლას. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივამი ზაქარია მარკოზაშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა სამსონ ფირცხლავამ თელავის განყოფილების გამგეობას მისწერა, რომ უარი ეთქვა 1910 წლის შემოსავლის 20%-ის დათმობაზე.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა, სამსონ ფირცხლავამ თელავის განყოფილებას შეატყობინა, რომ 24 სექტემბერს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორმა თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილი-გოგნიაშვილისა დაამტკიცა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 24 სექტემბერს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორმა თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილი-გოგნიაშვილისა დაამტკიცა.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორისთვის გაგზავნილი დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებელ ნინო შიუკაშვილს თბილისის პირველი ქალთა გიმნაზიის რვა კლასი ჰქონდა დამთავრებული.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორს შეატყობინა, რომ 1911 წლის პირველ სექტემბერს ქ. თელავში დაწყებითი სკოლა იხსნებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ივანე პაატაშვილი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა სამსონ ფირცხლავამ თელავის განყოფილებას შეატყობინა, რომ 23 მაისს მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნატორს ამცნო თელავში საზოგადოების განყოფილების დაარსების შესახებ.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 28 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ მოახსენა, რომ 26 სექტემბერს ქ. თელავში გაიხსნა სკოლა ერთი განყოფილებით. სკოლაში 8-დან 12 წლამდე ასაკის 40 შეგირდი სწავლობდა, ქალი –16, ვაჟი – 24. 36 ბავშვი გლეხის ოჯახიდან იყო, ორი – მღვდლის ოჯახიდან, ერთი – აზნაურის შვილი, ერთი ქალაქიდან. 11 ბავშვი – თელავიდან, 29 – ახლომახლო სოფლებიდან. სწავლის ფასი წელიწადში 6 მანეთი იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას, რომლის მდივანი იყო სამსონ ფირცხალავა, თელავის განყოფილებამ 1910 წლის შემოსავლიდან 20%-ის დათმობა შესთავაზა. მთავარმა გამგეობამ ეს წინადადება არ მიიღო. თავისი სკოლებისა და სამკითხველოების ხარჯები განყოფილებას საკუთარი ხარჯებით უნდა დაეფარა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა თელავის განყოფილების 1910 წლის 20%-ის, 107 მანეთის თელაველებისთვის დათმობა, რადგან ეს ფული საჭირო იყო ახლად გახსნილი სკოლის შესანახად. თელავის განყოფილებას, რომელსაც საკმაოდ უჭირდა მატერიალურად, ტვირთად აწვა ქ. თელავში წიგნის მაღაზიის შენახვაც. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორს გაუგზავნა მასწავლებელ ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილის ნამსახურეობის სია და თბილისის პირველ ქალთა გიმნაზიის რვა კლასის დამთავრების ატესტატი. თელავის განყოფილების გამგეობა სთხოვდა სახალხო სკოლების დირექტორს ნება დაერთო შიუკაშვილისთვის დროებით შეესრულებინა მასწავლებლის მოვალეობა თელავის სკოლაში. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ივანე პაატაშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორს შეატყობინა, რომ 1911 წლის სექტემბერში საზოგადოება აპირებდა ქ. თელავში დაწყებითი სკოლის გახსნას. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ივანე პაატაშვილი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 19 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ გოგნიაშვილის ქვრივის, ნინო შიუკაშვილის ნამსახურობის ქაღალდის ასლი და ატესტატი გაუგზავნა, რათა სამასწავლებლო დირექციას შიუკაშვილი იმ სკოლის მასწავლებლად დაემტკიცებინა, რომლის გახსნასაც საზოგადოება თელავში აპირებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის ანდერძი მიიღეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილებას შეატყობინა, რომ 12 აგვისტოს სხდომაზე განიხილეს თელავის განყოფილების შუამდგომლობის საკითხი, რომელიც ეხებოდა მთავარი გამგეობისგან ასი თუმნის კრედიტის მიღებას ქ. თელავში წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიის გასახსნელად. მთავარმა გამგეობამ დაადგინა, გაეხსნა თელავის განყოფილებისთვის კრედიტი ხუთასი მანეთის ოდენობით. თელავის განყოფილებას კრედიტით სარგებლობა შეეძლო დღიდან, როცა მთავარ გამგეობას წარუდგენდა შუამდგომლის წერილში ჩამოთვლილი პირების მიერ ხელმოწერილ ხუთასი მანეთის ვექსელს. დოკუმენტს მთავარი გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ხელს აწერს მთავარი გამგეობის მდივანი სამსომ ფირცხლავა.