ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტს მასწავლებელმა პეტრე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სოფელ ნაკურალეშის სასწავლებელში სულ 22 მოსწავლე სწავლობდა, აქედან მეორე განყოფილებაში – 16, მათგან – 2 ქალი, მესამე განყოფილებაში – 6, მათგან – მხოლოდ 1 ქალი, ღარიბი იყო 7 მოსწავლე. პირველ განყოფილებაში ჯერჯერობით არ ჰყავდა მოსწავლეები, მაგრამ იმედი ჰქონდა, შემოიყვანდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლ მარტს მასწავლებელი დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობებს, რომ სოფელ ახუთის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის უნდა გამოგზავნონ: 8 ეგზეპლარი სახარება (ქართულ ენაზე), ძველი და ახალი აღთქმის შემოკლებული ისტორია (ქართ., რუს.) – 8, ისტორიული მოთხრობები სურათებით – 3, „დედა ენა“ – 12, „ბუნების კარი“ – 11, „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა“ (გ. კალანდაძის შედგ.) – 16, „როდნოე სლოვო“, I ნაწ. – 18, II ნაწ. – 7, როსტომაშვილის „არითმეტიკული სავარჯიშოები – 17, „სობრანიე პრიმეროვ“ (ზახაროვის შედგ.) – 19, ევტუშევსკის „ამოცანების კრებული“, ქართული თარგმანი – 14, ხოლო რუსულად – 11, მისივე II ნაწილი – 4, ამასთანავე 25 ღარიბი მოსწავლისთვის – ქართული და რუსული საწერი რვეულები, წერის დედნები, სახატავი რვეულები, ასპიდის დაფები, გრიფილები, კალმები, ფანქრები, სახაზავები და კუბიკური ყუთი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა სილიბისტრო გაბიჩვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ სხვავის სკოლას არ მიუღია სახელმძღვანელო წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათათვის დასარიგებლად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ივლისს ნაკურალეშის სკოლის მასწავლებელმა პეტრე სიმონის ძე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა მოხსენება N7, რომელშიც აცნობებს, რომ 13 ივნისს მიიღო გამგეობისგან სკოლისთვის გამოგზავნილი 7 ცალი „ბუნების კარი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივნისს გენერალ-ლეიტენანტმა კონსტანტინე მამაცოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ ნიკოლოზ მთავრიშვილს მისწერა, რომ 15 ივნისს წერილთან (N334) ერთად რუისის სკოლის ბიბლიოთეკისთვის გადასაცემი წიგნებიც მიიღო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 აგვისტოს ახუთის სკოლის მასწავლებელმა დიმიტრი ბერულავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა მოხსენება N32, რომელშიც აცნობებს, რომ 15 აგვისტოს მიიღო 12 მანეთის ღირებულების სასწავლო წიგნები და ნივთები.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 18 ნოემბერს ასკანის სკოლის მასწავლებელმა კონსტანტინე ერქომაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 ნოემბერს სოფელ ზანის სკოლის მასწავლებელმა ანტონ დ. პაპასკირმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ივლისს მასწავლებელმა პეტრე სიმონის ძე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა მოხსენება N8, რომელშიც აცნობებს, რომ სოფელ ნაკურალეშში სწავლობდა 37 შეგირდი, მათგან 15 ახალშემოსული მოსწავლე იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა ახუთის სკოლის მასწავლებელ დიმიტრი ბერულავას მისწერა, რომ მის მიერ პირველ მარტს გაკეთებული მოხსენების (N6) საფუძველზე და გამგეობის 29 აპრილის გადაწყვეტილებით (N31) ეგზავნებოდა შემდეგი წიგნები და სასწავლო ნივთები: 2 ახალი აღთქმა, 2 „ბუნების კარი“, 5 როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“, 3 ევტუშევსკის „არითმეტიკული გამოცანები“ (ქართულად), 25 ასპიდის დაფა, 25 სახაზავი, 1 კოლოფი გრიფილი და ფანქრები. დანარჩენი ნივთების გაგზავნაზე სკოლას უარი უთხრეს არქონის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 აგვისტოს ახუთის სკოლის მასწავლებელმა, დიმიტრი ბერულავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 29 აპრილის გადაწყვეტილების (N31) თანახმად გაგზავნილი 12 მანეთის ღირებულების წიგნები და სასწავლო ნივთები მიიღო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წელს გამოიცა „იგავ-არაკნი კრილოვისა, გადმოთარგმნილნი და გადაკეთებულნი რუსულიდგან ქართულად და გალექსილნი თავ. რაფიელ ერისთავისაგან“.

1876

ტიპი: ავტორობა

ივანე როსტომაშვილმა შეადგინა „არითმეტიკული გამოცანები, სახალხო შკოლებისათვის და მშობლებისათვის დამატებით ბუნების მეცნიერებიდამ“, რომელიც გამოიცა 1876 წელს.

1878

ტიპი: ავტორობა

მიხეილ ჭიჭინაძემ შეადგინა „თვალ-საჩინო სწავლა. ახლად შესულის ყმაწვილთათვის სახალხო შკოლებში“, რომელიც გამოიცა 1878 წელს.

1879

ტიპი: ავტორობა

ლექსების კრებული „თ. ალექსანდრე ჯამ.-ორბელიანის ნაწერი და ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“ გამოიცა 1879 წელს ზაქარია ჭიჭინაძის მიერ.