ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50899

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის ოქტომბერში სამსონ ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, მიეწერათ სენაკის სკოლის სამზრუნველო კომიტეტისთვის, რომ უჩვენონ მას საშუალება იმ ფულის გასასტუმრებლად, რომელიც მათი ანგარიშის თანახმად ზედმეტად დაიხარჯა სკოლის შენობაზე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს სოლომონ ბეჟანის ძე ანდღულაძე გურია-სამეგრელოს ეპარქიის ოზურგეთის მაზრის განყოფილების სამოსწავლო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ხარჯების დასაფარად სამეურნეო ბანკიდან ერთი თვით 100 000 მანეთის კრედიტის აღება გადაწყვიტეს. ბანკთან მოლაპარაკება დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს დაავალეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა თომა მთავრიშვილის თხოვნა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში დატოვების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, თხოვნა არ დაეკმაყოფილებინა და შეეტყობინებინა მისთვის, რომ დაუყოვნებლივ დაეწყო მასწავლებელთა მოწვევა და სენაკის სკოლის საქმეების მოწყობა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს არსენ ალექსის ძე სხირტლაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1912 წლის მუშაობის ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, თელავში განყოფილების დაარსებისთანავე გამგეობამ სასამართლოში საქმე აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ, რომელიც განსვენებულ ილია ზარაფიშვილის ვალის – 2 000 მანეთის – სანაცვლოდ ზარაფიშვილის საზოგადოებისთვის ნაანდერძევ სახლებს ითხოვდა. საზოგადოების წარმომადგენელი სასამართლოში გამგეობის წევრი გრიგოლ რცხილაძე იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებამ სოფიო ვახვახიშვილისას შეწირული სასტიპენდიო თანხიდან 60 მანეთი წმ. ნინოს დედათა სასწავლებელს გადასცა. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ივლისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის 1912 წლის მოქმედების ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მომავალში გამგეობას განზრახული ჰქონდა თავისი სკოლისთვის მესამე განყოფილების დამატება, ჭავჭავაძის მამულის მოწესრიგება (თუ თავადაზნაურობა დაეხმარებოდა), ამ მამულში სკოლის ჩადგმა, ბიბლიოთეკის დაარსება, საკვირაო სკოლების გახსნა და სხვ. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალ. ვახვახიშვილი და მდივანი ი. გორდეზიანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1912 წლის მუშაობის ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წელს განყოფილებამ 1 500 მანეთად შეაკეთა ილია ჭავჭავაძის მამულში მდებარე წისქვილი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1912 წლის მოქმედების ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წელს განყოფილება ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოწესრიგებას გეგმავდა, რისთვისაც 3 000 მანეთი სჭირდებოდა. საზოგადო კრების დადგენილებით თელავის განყოფილებას ეს თანხა უნდა ეთხოვა თბილისის თავადაზნაურობისთვის, რომელმაც თავის დროზე შეისყიდა მამული და მათ გადასცა. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თბილისში ახალდაარსებულმა წიგნების გამომცემელმა საზოგადოებამ გამგეობას მოსე ჯანაშვილის შედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონის გამოცემის ნებართვა სთხოვა. ლექსიკონი ავტორისგან ქშწკგ საზოგადოების გამგეობას ჰქონდა შეძენილი. გამგეობამ წიგნების გამომცემელი საზოგადოების თხოვნა დააკმაყოფილა და ფასზე შეთანხმება ვარლამ ბურჯანაძესა და შალვა გოგებაშვილს დაავალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1912 წლის მოქმედების ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წელს განყოფილება ცდილობდა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას წევრთა რიცხვის გაზრდით, ვაჭრობის გაფართოებითა და გასართობი საღამოების გამართვით. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ივლისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის 1912 წლის მოქმედების ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ განყოფილების სკოლაში სწავლა-აღზრდის ხარისხის გასაუმჯობესებლად გამგეობამ 1912 წლის სექტემბერში სკოლას მეორე განყოფილება დაუმატა და მოიწვია კიდევ ერთი მასწავლებელი. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალ. ვახვახიშვილი და მდივანი ი. გორდეზიანი.

1912

ტიპი: სტატუსი

1911 წელს ასეთი იყო ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის შემადგენლობა: ი. გ. შვილევი (თავმჯდომარე), მღვდელი გ. ნათაძე (მდივანი), ზ. კიკნაძე (ხაზინადარი), წევრები: ი. მ. ლორთქიფანიძე, ტ. ბ. კახიძე, მ. პ. კალანდარიშვილი, გ. მ. ბურდული, თ. პ. სარაჯიშვილი, პ. ა. გედევანიშვილი, ზ. დ. მჭედლიშვილი, ი. ზ. ელერდაშვილი. გამგეობაში შედიოდნენ, ასევე, ამქართა წარმომადგენლები.

1912

ტიპი: სტატუსი

1911 წელს ამქართა წარმომადგენლებიც შედიოდნენ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობაში, სახელდობრ: ე. ს. შუშიაშვილი, გ. ს. როინიშვილი, ი. ხეთაგური, ი. ს. ბარახუსტი, დ. ი. ერქომაიშვილი, გ. ი. ელერდაშვილი, ალ. გ. ბერბერაშვილი, ს. ნ. ქენქაძე, დ. ს. სირაძე, მ. დ. ლებანიძე, მ. ზ. გძელიძე, სპირიდონ ღუდუშაური, ს. გ. ქერაშვილი, სპ. შადური, ს. ი. სუჯაშვილი.

პირები
წყარო

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 25 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებას 205 წევრიდან 52 ესწრებოდა. კრების თავმჯდომარის, იოსებ შვილევის წინადადებით დამსწრეებმა ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს მიხეილ ყიფიანის, დავით სარაჯიშვილისა და დიმიტრი მაისურაძის ხსოვნას.

1913

ტიპი: სტატუსი

1912 წლის ანგარიშის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო ი. გ. შვილევი, მდივანი (იანვრამდე)– მღვდელი გიორგი ნათაძე, ხოლო იანვრიდან დროებითი მდივნის მოვალეობას ასრულებდა ქართული სკოლის გამგე ვარლამ ბურჯანაძე.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წლის 24 აგვისტოს სტატსკი სოვეტნიკის – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის თაოსნობით გაიმართა 32 კაციანი წინასწარი კრება (თავმჯდომარე – ტიტე კახიძე, მდივანი – მასწავლებელი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი), რომლის მიერ მიღებული დადგენილების 1-ლ პუნქტში განცხადებული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის დაარსების გადაწყვეტილება. ფილიალის ოფიციალური სახელწოდება იქნებოდა „თბილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის თერგის ოლქის ზემო და ქვემო ხევის თემთა საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილება", გამგეობის ადგილსამყოფელი – ვლადიკავკაზი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 20 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თავის სასწავლებელში გახსნა მეორე განყოფილება და მეორე მასწავლებლის ადგილზე ნინო გიორგის ასული მონადირაშვილი მოიწვია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრმა, ნიკიფორე მამინაიშვილმა დაადასტურა, რომ თელავის წიგნის მაღაზიამ ნამდვილად ჩაიბარა ილია ჭავჭავაძის წიგნები.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გამგეობის წევრები იყვნენ ალავერდის ეპისკოპოსი დავითი და ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გამგეობის წევრები იყვნენ: დეკანოზი ივანე შიუკაშვილი, მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი და ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გამგეობის წევრები იყვნენ: ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძე, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძე, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილისა, თამარა ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილისა, ნიკიფორე ევსევის ძე მამინაიშვილი და ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ გაუგზავრა 1912 წლის გამგეობის მუშაობის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, განყოფილებას 1912 წელს ჰქონდა ერთი სკოლა. ოქმს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.