რეგისტრირებული ფაქტები47944
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გომარეთის სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გააცდინეს, რადგან მშობლებს ეხმარებოდნენ საშინაო საქმეებში. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1908
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის 9 აპრილის ოქმის მიხედვით, საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობისა და კაზმულ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების მხატვართა კომისიის ერთობლივ სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული მოდელი და ძეგლის დადგმის საკითხი. ოქმს ხელი მოაწერეს იაკობ ღულაძემ (გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი), სამსონ ფირცხალავამ (გამგეობის მდივანი) და სხვ.
1907
ტიპი: ავტორობა
1907-1910 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, სამსონ ფირცხალავამ გამგეობას განუმარტა იაკობ ნიკოლაძის რთული მდგომარეობის მიზეზი და დახმარება სთხოვა. ილიას ძეგლის ასაგებად საფრანგეთიდან თავისი სურვილით ჩამოსული მოქანდაკე საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურების გამო გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა – საქმეს ვერც საქართველოში შოულობდა, ვეღარც პარიზში მიემგზავრებოდა, სადაც მას დაქირავებული ატელიეს დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდა, თუ უახლოეს დღეებში ქირას არ გაუგზავნიდა, იარაღებსა და ხელსაწყოს გამოუყრიდნენ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, მმართველობამ გადაწყვიტა ქართულად ეთარგმნათ (ელემენტარული) სახელმძღვანელოები, რომლებიც ინგლისური ენიდან რუსულად თარგმნა ანტონოვიჩმა. ამგვარად, ახალგაზრდა მეცნიერებს ქართულ ენაზე განათლების მიღების საშუალება ექნებოდათ. მმართველობას გეოგრაფიის სახელმძღვანელოს თარგმნა უკვე დავალებული ჰქონდა ქართული ენის მცოდნე პირისთვის. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1907
ტიპი: ავტორობა
1907-1910 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა სამსონ ფირცხალავამ წერილით მიმართა გამგეობას და ფინანსურად გაჭირვებული მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძისთვის ილია ჭავჭავაძის ფონდიდან 100 მანეთის გამოყოფა სთხოვა. ნიკოლაძეს პურის ფულიც არ ჰქონდა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 24 ოქტომბერს სამსონ ფირცხალავამ შეატყობინა საფრანგეთში მყოფ იაკობ ნიკოლაძეს, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოიწონა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის მისეული ფოტოესკიზები და მისთვის 1200 მანეთის გაგზავნა გადაწყვიტა. ფირცხალავას იმედი ჰქონდა, რომ ბრინჯაოს ქანდაკებაც ისეთივე კარგი გამოვიდოდა, როგორიც ესკიზზე იყო.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს არ დაესწრნენ სხვადასხვა ავადმყოფობის გამო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გააცდინეს სიღარიბის, ტანისამოსის უქონლობის, ავადმყოფობისა და სხვადასხვა შინაური საქმის გამო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდი თონეთის სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გააცდინეს სხვადასხვა ავადმყოფობის, მათ შორის, ციების და შინაური საქმეების გამო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, წინარეხის სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გააცდინეს ავადმყოფობების, შინაური საქმეებისა და ტანისამოსის უქონლობის გამო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას სურამში გამართული სპექტაკლიდან 199 მანეთი და 53 კაპიკი შემოუვიდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას ბათუმში გამართული სპექტაკლიდან და კონცერტიდან 333 მანეთი შემოუვიდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას თელავში გამართული საზეიმო წვეულებიდან 222 მანეთი და 55 კაპიკი შემოუვიდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას ახალციხეში გამართული სპექტაკლიდან 160 მანეთი შემოუვიდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას გორში გამართული სპექტაკლიდან 207 მანეთი და 33 კაპიკი შემოუვიდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ ღარიბი სკოლების დასახმარებლად 400 მანეთი დახარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, წინარეხის სკოლისთვის დაიხარჯა 320 მანეთი და 70 კაპიკი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, წინარეხის სკოლაში სამი განყოფილება იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, წინარეხის სკოლაში სწავლა დაიწყო 5 სექტემბერს და დასრულდა პირველ ივნისს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის პირველი განყოფილების მოსწავლეებმა რუსულ ენაში გაიარეს „რუსკოე სლოვოს“ ლექსიკური ნაწილი. მათ მასალა კარგად აითვისეს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.