რეგისტრირებული ფაქტები50135
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 მარტს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა მარიამ წულუკიძის მოტაცების საქმე. ჯერ ქუთაისის ოლქის სასამართლომ ბრალდებულნი დამანაშავედ სცნო და დააპატიმრა. სამოსამართლო პალატამ გააუქმა ეს განაჩენი და კონსტანტინე და იასონ წულუკიძეებს, ნიკოლოზ ლორთქიფანიძესა და სლავენ ადამიას ჩამოართვა უფლელებები და ტობოლის გუბერნიაში გადაასახლა, ხოლო ილიკო წულუკიძეს 8 თვით პატიმრობა შეუფარდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 31 იანვარს გაიმართა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრება. კრებაზე განიხილეს ჯარიმების საქმე, რომელიც თავადაზნაურობას დაედო საერობო გადასახადის შეტანის დაგვიანების გამო და ასევე თავად-აზნაურთა მამულების შეფასების გაუმჯობესების საკითხი. კრებას უძღვებოდნენ იოსებ ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი და ილია ჭავჭავაძე.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 5 მაისს გაიმართა იმერეთის თავად-აზნაურთა კრება სვიმონ წერეთლის თავმჯდომარეობით. კრება გაიხსნა 10 საათზე და განიხილეს რამდენიმე პირის საჩივარი, რომლებიც დეპუტატთა საკრებულომ არ შეიყვანა ამომრჩეველთა სიაში.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანს, იაკობ მანსვეტაშვილს არ სურდა შიო მღვიმელის საზოგადოებაში გაწევრიანება იმ მიზეზით, რომ მას ინტელიგენტის იერი არ ჰქონდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 10 მაისს თბილისის სამოსამართლო პალატის მე-2 სამოქალაქო დეპარტამენტმა განიხილა ი. ზ. ბარათაშვილისა და თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საქმე და განაჩენის გამოცხადება იმ საქმის გამო 24 მაისისათვის გადადო. ი. ბარათაშვილი ითხოვდა, რომ იგი დირექტორად მიეწვიათ და აპროტესტებდა მის ნაცვლად სხვა კანდიდატურის წამოყენებას ამ თანამდებობაზე. ოლქის სასამართლომ ეს დავა საფუძვლიანად სცნო და მის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 10 აპრილს თბილისის სასამართლო პალატაში დაინიშნა ზაქარია ბარათაშვილის სარჩელის განხილვა სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე სადავო მამულის თაობაზე.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 10 აპრილს თბილისის სასამართლო პალატაში დაინიშნა გიორგი ერისთავსა და ბაგრატიონ-მუხრანბატონებს შორის არსებული სამეზობლო დავის განხილვა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 29 მარტს გაზეთ „დროებაში“ კახელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა რომან ძამსაშვილ-ცამციევის კორესპონდენცია რამდენიმე კვირის წინ თელავის მოედანზე გამართული საერთო სახალხო თავყრილობის შესახებ, რომელზეც ვახტანგ ორბელიანმა მსმენელებს გააცნო ახალი სამოსამართლო წესდება.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 22 ნოემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ „სასოფლო გაზეთის“ ოცდამეჩვიდმეტე ნომერში ქართულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნებულ „დასასხნელი პირობის შედგენას“ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გერასიმე კალანდარიშვილი გაყიდდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქალაქ გორში ადგილობრივი სკოლის სასარგებლოდ დაიდგა აკაკი წერეთლის ცოცხალი სურათი „აკაკი ბავშვებთან“. ღონისძიების საკონცერტო განყოფილებაში მონაწილეობდნენ მარო თარხნიშვილი, მისი და ეკატერინე და ადგილობრივი გიმნაზიის მასწავლებლები ესტატე ხუციშვილი და არჩილ ღვინიაშვილ-ლომაური. შეასრულეს აკაკი წერეთლის ტექსტებზე შექმნილი ნაწარმოებები: „სულიკო“, „ნანა“ და „დაიგვიანეს“.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 26 აპრილს, დილის 11 საათზე, გაიმართა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა კრება იოსებ ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით, რომელზეც განიხილეს 1899 წლის ბანკის ანგარიში. კრების დადგენილებით 1900 წელს ანგარიში უცვლელად დარჩა და გადაწყდა, შემდეგ შეესწორებინა ვარლამ მიქელაძეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 14 მარტს თბილისის სამღვდელოებამ მარკოზ ტყემალაძის თავმჯდომარეობით გამართა კრება წიგნთსაცავ-სამკითხველოს დაარსებასთან დაკავშირებით და გადაწყდა მისი დაარსება. დადგენილება საქართველოს ეგზარხოსმა ფლაბიანემ დაამტკიცა. სამკითხველომ მუშაობა 19 აპრილიდან დაიწყო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 15 მაისის „ცნობის ფურცელი“ იუწყება: თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულომ მიიღო ოფიციალური ცნობა, რომ მთავრობამ დავით მელიქიშვილი გუბერნიის მარშლად არ დაამტკიცა ფორმალური მოთხოვნილების დარღვევის გამო. განმეორებითი არჩევნებისთვის საგანგებო კრებას მოიწვევდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ვალოდია ლორთქიფანიძე თანამშრომლობდა „ცნობის ფურცელსა“ და სხვა გაზეთებთან.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ვასილ წერეთელი ოდესის უნივერსიტეტიდან გარიცხეს, რადგან პოლიტიკური შინაარსის ლექციებს უკითხავდა პორტის მუშებს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის აგვისტოში ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქების ქართველი სტუდენტობის დელეგატთა ყრილობის ოქმი გაეგზავნა ვარშავის სტუდენტობას, რომელთა შორის იყო ფილიპე მახარაძეც.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ოდესის უნივერსიტეტში იაკობ ფანცხავას სწავლის პერიოდში გადაწყდა ყველა საუნივერსიტეტო ქალაქის ქართველი სტუდენტების დელეგატთა ყრილობის გამართვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სალომე ბეჟანის ასულმა გურგენიძისამ თითქმის მთელი თავისი ქონება ქართულ გიმნაზიას შესწირა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 აგვისტოს ბელეტრისტი იასონ ნიკოლაიშვილმა სურამში სალიტერატურო და საცეკვაო საღამოში მონაწილეობდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავამ მეგობრებთან ერთად შეკრიბა საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენებით დაინტერესებულთა ჯგუფი, რომელიც შაბათობით იკრიბებოდა და ერთმანეთს უზიარებდა მოხსენებებს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მოვლენების შესახებ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში პოლიტიკური ხასიათის წიგნებს ყიდვისა და წაკითხვის მიზეზით კლასის დამრიგებელი კინშინი და გიმნაზიის მეთვალყურე გუსევი გიმნაზიიდან მის გარიცხვას მოითხოვდნენ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში გუსევმა იაკობ ფანცხავასთვის ჩამორთმეული მიხაილოვსკის წიგნები მეორე დღეს პედაგოგიურ საბჭოს წარუდგინა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში კინშინმა და გუსევმა გიმნაზიის დირექტორი სტოიანოვისგან იაკობ ფანცხავას სასტიკად დასჯა მოითხოვეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში სტოიანოვმა უარი თქვა იაკობ ფანცხავას დასჯაზე, რადგან მის სახლში აღმოჩენილი წიგნები ცენზურის მიერ ნებადართული იყო და მათი მოსწავლისთვის დაბრუნება ბრძანა.