რეგისტრირებული ფაქტები47996
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 22 დეკემბერს სოფელ სიმონეთის სკოლის მასწავლებელმა მარკოზ რიჟამაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლას ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად ძალიან სჭირდებოდა 16 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, საწერი ქაღალდი, ფანქრები, კალმები, სახაზავები და ცარცი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 24 დეკემბერს სოფელ ზანის სკოლის მასწავლებელმა გიორგი კიკაჩეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად საჭირო იყო „დედაენა“, არითმეტიკის სახელმძღვანელო (ნებისმიერი გამოცემა), დ. სოკოლოვის „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“ აგრეთვე სკოლისათვის გეოგრაფიული რუკა და ნ. ჩუბინაშვილის-რუსულ ქართული ლექსიკონი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 15 დეკემბერს სოფელ სადმელის სკოლის მასწავლებელმა პორფირი კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მხოლოდ ერთხელ, 1880 წლის 24 მარტს მიიღო წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები. რაც სკოლისთვის იყო გამოგზავნილი, ბიბლიოთეკაში შეიტანა და რაც ღარიბი მოსწავლეებისთვის − დაურიგა მათ უფასოდ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 20 დეკემბერს სოფელ კავთისხევის სკოლის მასწავლებელი იოსებ ზებულონის ძე ცხვედაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ღარიბი მოსწავლეებისთვის სთხოვდა, გამოეგზავნათ მხოლოდ გოგებაშვილის „დედაენა“, რამდენ ეგზემპლარსაც შეძლებდნენ, ასევე დახაზული ასპიდის დაფები.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 15 დეკემბერს სოფელ სადმელის სკოლის მასწავლებელმა პორფირი კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბი მოსწავლეებისთვის საჭირო იყო: 10 ეგზემპლარი „როდნოე სლოვო“, 8 ც. კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, 15 ც. „დედაენა“, 15 დედანი, 20 კალმისტარი, 20 ფანქარი, 20 გრიფელი, 1 კოლოფი კალამი, 10 დასტა ქაღალდი (თეთრი და შავი), ერთი კოლოფი მშრალი მელანი.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 24 მარტს მასწავლებელმა პორფირი კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან სადმელის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად მიიღო: 12 ცალი „დედა ენა“, 10 დედანი, 10 კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, 10 „იგავ-არაკნი“, 8 სპიდის დაფა (4 გზაში გატეხილა), 18 კალმისტარი და 36 ფანქარი, 12 ცალი ცარცი, 3 დასტა შავი და 1,5 დასტა თეთრი ქაღალდი.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 24 მარტს მასწავლებელმა პორფირი კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან სადმელის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად მიიღო თითო ცალი „დავითნი“, „ვეფხისტყაოსანი“, მ. ყიფიანის „არითმეტიკა“, დიდებულიძის „საღმრთო ისტორია“ და ორ-ორი − ბარათაშვილის ლექსები, გოგებაშვილის „დარიგება“, „ბანჯგვლიანი ფუტკარი“ და „არითმეტიკული გამოცანები“.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს კავთისხევის სკოლის მასწავლებელმა იოსებ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო თითო ცალი წმინდა სახარება, პლ. იოსელიანის გრამატიკა, „პონტოს მეფე მითრიდატ დიდი“, ორ-ორი − „ბუნების კარი“, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“, არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, „გლოვა ირაკლი მეორისა“, „საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე“, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“, არითმეტიკული გამოცანები, 3 − ჭონქაძის „სურამის ციხე“, 5 − ანთ. ჯუღელის დედანი და ლოცვანი და 10 − „დედა ენა“.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 მაისის სხდომაზე გამგეობამ ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის რევიზორებად დანიშნა ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და დავით კარიჭაშვილი, რომელთაც დაევალათ როგორც სამეურნეო, ისე სასწავლო მხრივ აღნიშნული სკოლის შემოწმება.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 27 იანვარს, კვირას, 12 საათზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ანტონ ფურცელაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, ვასილ ბერელაშვილი, ანდრია ღულაძე და შიო დედაბრიშვილი ილია ჭავჭავაძის ანდერძის განსახილველად კანცელარიაში მიიწვია.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – სადიკ-ბეგ ალიევმა და ალექსანდრე გულბათოვმა – საწევრო 5-5 მანეთი, გადაიხადეს, გრიგოლ ბურდულმა და პავლე გედევანიშვილმა – 10-10, გრიგოლ ბუჩუკურმა – 2, ვლადიმერ ბეჟანაშვილმა – 25, ნანია ბედიანაშვილმა – 1 და ექვთიმე არაბიძემ – 4 მან.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – იასონ ბუთხუზმა, ალექსი ბერბერაშვილმა, მათე გიგაურმა, დიმიტრი გზირიშვილმა, გალაქტიონ გძელიძემ – საწევრო, 6 მანეთი, გადაიხადეს.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – გიორგი ბესარიონის ძე ბარათოვმა, გიორგი გრიგოლის ძე ბურდულმა, გრიგოლ ივანეს ძე ბურდულმა, გიორგი მათეს ძე ბურდულმა და ნიკოლოზ სვიმონის ძე ბაშარულმა – საწევრო, 6 მანეთი, გადაიხადეს.