რეგისტრირებული ფაქტები50191
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 5 ნოემბრის „დროების“ ცნობით, „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების, შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისთვის“ დახმარების მსურველებს საწევრო თანხა ნიკოლოზ ქანანოვისთვის უნდა გადაეცათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 აგვისტოს ეგზარქოს ფლაბიანეს სახლის დარბაზში არქიმანდრიტ კირიონის ეპისკოპოსად სახელდება შედგა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ივლისს ოზურგეთში ეკატერინე გურიელის ინიციატივითა და ივანე მაქსიმეს ძე ჩხარტიშვილის ხელშეწყობით ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“, აკაკი წერეთლის „ნათელა“ და ვალერიან გუნიას „საშოვნელს ნაშოვნი სჯობია“ წარმოადგინეს და ამოგებული თანხა ადგილობრივ წიგნთსაცავს შესწირეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივლისს მსახიობ ნატალია გაბუნია-ცაგარელის მონაწილეობით სოფელ სუჯუნას სამრევლო სკოლის სასარგებლოდ საქველმოქმედო თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. ამოგებული თანხა აბაშის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელს, რაჟდენ ჭალაგანიძეს გადაეცა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 22 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ბაქრაძის მიერ შედგენილი „ბაგრატ IV ისტორია" დასაბეჭდად მზადდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 17 ნოემბერს გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში მყოფ ზაქარია ჭიჭინაძეს ავაზაკებმა პალტო და ფული წაართვეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 23 ნოემბრის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ყიფიანმა ბათუმიდან თბილისში ჩამოსული დეპუტატების სადილად მიწვევა გადაწყვიტა, რომელსაც წარმოჩენილი ადამიანები დაესწრებოდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს ორჯერ უშედეგოდ უპირებდნენ იქიდან გამოსახლებას, სარაჯევს უკვე მერამდენედ უცდია ქალაქის გამგეობაში ამ საკითხის გარკვევა. ქალაქის გამგეობის წევრ ფირუმოვს გულიყურით მოუსმენია მისთვის, შემდეგ კი დაურწმუნებია დაზარალებული, რომ მის ოჯახს შეეძლო მშვიდად ეცხოვრა ბინაში, მოქალაქე ჩ-ს კი, რომელიც ასევე პრეტენზიას აცხადებდა იქ ცხოვრებაზე, სხვა ბინას გამოუყოფდნენ.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 29 მარტს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემა ათ შაურად გაიყიდებოდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გერასიმე კალანდარიშვილთან და ბესარიონ ხელთუფლიშვილის მაღაზიაში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 იანვარს დრამატურგიული საზოგადოების წლიურ კრებაზე ცნობილი გახდა, რომ მსახიობ ვალერიან შალიკაშვილისთვის ყოველთვიური 50 მანეთის მიცემა შეუწყვეტიათ. შალიკაშვილი ძალიან ავად ყოფილა და თან არავითარი სახსარი არ გააჩნდა. კრებამ დაავალა გამგეობას მისთვის დანაკლისის, 250 მანეთის ანაზღაურება და ყოველთვიური 50 მანეთის გადახდა.
1951
ტიპი: ღონისძიება
1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ის საუბრეობს ჩერჩილის, ჰიტლერისა და სტალინის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა გეგმაზე.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლიდან არტემ ახნაზაროვი სისტემატურად ათავსებდა თავის თხზულებებს გაზეთებში: „ნიანგი“, „პიონერი“, „ოქტომბრელი“, „მნათობი“, „ახალი თაობა“ და „სალიტერატურო გაზეთი“.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 ივნისის საღამოს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საქმეების მოსაგვარებლად შერჩეული საგანგებო დეპუტაციის წევრები, დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე და მიხეილ მაჩაბელი პეტერბურგს მიემგზავრებოდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 29 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისში არსებული ყველა უძრავი ქონების გამგებლობა გიორგი ღოღობერიძეს, გიორგი აბაშიძეს და ს. ღულაძეს დაავალეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ანთიმოზ ჯუღელის ლექსთა კრებული „სიყვარული“ ზაქარია გრიქუროვის, გრიგოლ ჩარკვიანისა და ვართანოვის მაღაზიებში გაიყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ივანე კერესელიძის ლექსების კრებულს ექვთიმე ხელაძე გამოსცემდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ექვთიმე ხელაძემ გამოსცა საქართველოს კალენდარი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ზურაბ გიორგის ძე აბდუშელიშვილი, ფარნაოზ სიმონის ძე და ნინო დიმიტრის ასული ნათიშვილები, ზაქარია იოსების ძე და სოფიო დიმიტრის ასული მამაცაშვილები ნათესავებს აუწყებდნენ, რომ მარიამ ფარნაოზის ასული აბდუშელიშვილის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შესრულების გამო წმ. გიორგის ქაშვეთის ეკლესიაში წირვასა და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 29 აგვისტოს მამადავითის ეკლესიაში ილია ჭავჭავაძის პანაშვიდს ალექსანდრე ცაგარელი დაესწრო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 20 ოქტომბერს ვაჭართა საზოგადოებამ იოსებ დავიდოვს საზოგადოებისთვის 25 წლის სამსახურისთვის ქების ფურცელი გადასცა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივლისში ამაღლების სამკითხველოს ნინო ყაჭეიშვილისამ თავისი ხარჯით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისის მოურავ დავით ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ საბჭოს კრებაზე ქალაქის გამგეობის წევრები აირჩიეს.