რეგისტრირებული ფაქტები51878
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 მაისის სხდომაზე გამგეობამ ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის რევიზორებად დანიშნა ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და დავით კარიჭაშვილი, რომელთაც დაევალათ როგორც სამეურნეო, ისე სასწავლო მხრივ აღნიშნული სკოლის შემოწმება.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 27 იანვარს, კვირას, 12 საათზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ანტონ ფურცელაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, ვასილ ბერელაშვილი, ანდრია ღულაძე და შიო დედაბრიშვილი ილია ჭავჭავაძის ანდერძის განსახილველად კანცელარიაში მიიწვია.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – სადიკ-ბეგ ალიევმა და ალექსანდრე გულბათოვმა – საწევრო 5-5 მანეთი, გადაიხადეს, გრიგოლ ბურდულმა და პავლე გედევანიშვილმა – 10-10, გრიგოლ ბუჩუკურმა – 2, ვლადიმერ ბეჟანაშვილმა – 25, ნანია ბედიანაშვილმა – 1 და ექვთიმე არაბიძემ – 4 მან.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – იასონ ბუთხუზმა, ალექსი ბერბერაშვილმა, მათე გიგაურმა, დიმიტრი გზირიშვილმა, გალაქტიონ გძელიძემ – საწევრო, 6 მანეთი, გადაიხადეს.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – გიორგი ბესარიონის ძე ბარათოვმა, გიორგი გრიგოლის ძე ბურდულმა, გრიგოლ ივანეს ძე ბურდულმა, გიორგი მათეს ძე ბურდულმა და ნიკოლოზ სვიმონის ძე ბაშარულმა – საწევრო, 6 მანეთი, გადაიხადეს.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – გიორგი ბექაურმა, იაკოფ ბორისოვმა, მიხეილ ბერუაშვილმა, ილია გელიაძემ, გიორგი გახოკიძემ, სიმონ გიორგობიანმა და ერმალოზ გიორგობიანმა – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.
1913
ტიპი: განათლება
1912-1913 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ქართულ სკოლაში სწავლობდა 190 მოწაფე – 123 ვაჟი და 67 ქალი, წლის ბოლოს დარჩა 149: სხვადასხვა საპატიო მიზეზის გამო (ძირითადად, უკიდურესი სიღარიბე – ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის უქონლობა, ავადმყოფობა) სწავლას თავი გაანება 41-მა მოწაფემ – 24-მა ვაჟმა და 17-მა ქალმა; სწავლის დასრულების მოწმობა მიიღო 17-მა მოწაფემ (მდივანი – ვ. ბურჯანაძე).
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 22 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობა (თავმჯდომარე – ტ. კახიძე) აცნობებს თბილისის მთავარ გამგეობას, რომ ორ მასწავლებელს – დავით ძეძამიძესა (ყალამშიის სკოლა) და არისტოკლე რამინიშვილს (გიორგიწმინდის სკოლა) სურს კავკავის ქართული სკოლის პედაგოგობა. ტ. კახიძეს აინტერესებს, თუ რამდენად შესაფერნი იქნებიან ისინი თავიანთი ცოდნა-გამოცდილებით მეორე მასწავლებლის თანამდებობისათვის.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 30 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილებას (გამგეობის თავმჯდომარე – ტ. კახიძე) თბილისიდან აცნობებენ, რომ ყალამშიისა და გიორგიწმინდის სკოლების მასწავლებლები – დავით ძეძამიძე და არისტოკლე რამინიშვილი, – ორივე კარგი სპეციალისტია: ორივემ კარგი საფუძველი შეუქმნა მათდამი რწმუნებულ სკოლებს. სწორედ ამიტომ მიაჩნია მთავარ გამგეობას, რომ სასურველია, კავკავის სკოლაში გადასვლის ნაცვლად, ისინი თავიანთ ადგილებზე დარჩნენ.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 25 სექტემბერს იოსებ შვილევის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საზოგადო კრებაზე ქალთა წრის წარმომადგენელმა, სოფიო კალანდარაშვილმა მოხსენება წაიკითხა ქალთა პროფესიული სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის პირველ აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ბურჭულაძემ თბილისის გუბერნატორის კანცელარიას გაუგზავნა ორი 75-კაპიკიანი საგერბო მარკა. ეს იყო საფასური თელაველების განცხადებისა (N270), რომელიც ეხებოდა შილდაში სახალხო სეირნობის მოწყობის ნებართვის აღებას.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 29 მაისს თბილისის გუბერნატორმა სოფელ შილდაში ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოების სახელზე გახსნილი სამკითხველოს პასუხისმგებელ მდივნად დაამტკიცა დავით რევაზის ძე ვახვახიშვილი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის პირველ აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნატორს აცნობა, რომ შილდაში სახალხო სეირნობის განმკარგავი და თელავის მაზრის ადმინისტრაციის წინაშე პასუხისმგებელი დავით რევაზის ძე ვახვახიშვილი იქნებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მოსამსახურეთა თხოვნა ავანსად ერთი თვის ჯამაგირის მიცემის შესახებ. მათ სურდათ, ექვსი თვის განმავლობაში ხელფასიდან ყოველთვიურად ჩამოეჭრათ თანხა ავანსის დასაფარად. გამგეობამ გადაწყვიტა, მათთვის მაისის ხელფასის მხოლოდ ნახევარი მიეცა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ნიკოლოზ ბესარიონის ძე დოლიძე, კალისტრატე დიხამინჯია, სოლომონ დემურია, კონსტანტინე დუნდუა, ვლადიმერ დათუნაიშვილი, ნიკოლოზ იბრაგიმის ძე დგებუაძე, ლილი დიმიტრის ასული დადიანი, ლიდა ალექსანდრეს ასული დგებუაძე, ვლადიმერ ნესტორის ძე დადიანი, გრიგოლ ლუკას ძე ერქომაიშვილი, ნიკიფორე დავითის ძე ერქომაიშვილი და ივანე ლავრენტის ძე ერქომაიშვილი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: თამარ დიმიტრის ასული დგებუაძისა, ოლღა ფარნაოზის ასული დადიანი, გრიგოლ უშანგის ძე დადიანი, ანა ბესარიონის ასული დავითაია, ბესარიონ ალექსანდრეს ძე დგებუაძე, თევდორე ფილიპეს ძე დანელია, სერგო დევდარიანი, ლევან მამიას ძე დუდუჩავა, ელიზბარ ივანეს ძე დუნდუა, სონია დგებუაძე, ნინა დგებუაძე, დიომიდე დგებუაძე, დავით გიორგის ძე დავითაია, რაჟდენ ანანიას ძე დოლიძე და ჯუტუ დადიანი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მაისში ივანე რატიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან დაევალა სენაკის სათავადაზნაურო სკოლის რევიზია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა, დავით კარიჭაშვილმა სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს აცნობა, რომ სკოლის დათვალიერება ივნისის პირველ რიცხვებში ივანე რატიშვილს დაევალა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 7 დეკემბერს გურჯაანის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს აუწყა, რომ გამგეობისგან გამოგზავნილი წიგნების თითო ეგზემპლარი დაცული იყო სკოლის ბიბლიოთეკაში, ხოლო დანარჩენი ზოგი დაურიგდა მოსწავლეებს, ზოგი კი დასარიგებელი იყო.