ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51594

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლიდან ნინო წულუკიძე, სოფიო ბახტაძე და აგრაფენა ალექსის ასული ჭავჭანიძე ხონის თეატრში გამართულ წარმოდგენებში მონაწილეობდნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ჟურნალის სასარგებლოდ რედაქციამ კირილე მაჭარაძისგან ორმოცი მანეთი მიიღო.

1907

ტიპი: ღონისძიება

რაჟდენ წივწივაწის მიერ 1907 წელს ხონის თეატრისთვის აშენებული შენობა რამდენიმე წელიწადში გაიყიდა, სცენისმოყვარეებმა თეატრისთვის ახალი ადგილი დაიქირავეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 19 მაისს ხონში წარმოადგინეს „ცხოვრების გმირი“, რეჟისორი – ნიკო სოლომონის ძე გვარაძე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლიდან ელენე ჩხეიძე, მატრონა გეგეჭკორი და ილია ბახტაძე ხონის თეატრში გამართულ წარმოდგენებში მონაწილეობდნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაჟდენ წივწივაძის მიერ აშენებული თეატრიდან ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ ნინო საღარაძე, მარო ბალანჩივაძე და ეკატერინე ქუთათელაძე ხონის თეატრის თანამშრომლები გახდნენ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 17 ოქტომბერს ქართულმა დრამატულმა დასმა გამართა წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატო გაბუნია-ცაგარელისა, ალექსანდრე კარგარეთელი და ოლღა ლეჟავა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისის ქალაქისთავის მოადგილის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის თაოსნობით ქალაქის თეატრში გაიმართა წარმოდგენა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 17 ოქტომბერს ქართულმა დრამატულმა დასმა გამართა წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ იოსებ ივანიძე, ვალერიან გუნია, სვიმონ გოგოლაშვილი (სვიმონიძე), კონსტანტინე შათირიშვილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ჩიჯავაძემ ვერის სამკითხველოს ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ შესწირა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლიდან პოლიკარპე სანოძე, კონსტანტინე უგულავა და ილია რუხაძე ხონის თეატრის წარმოდგენებში მონაწილეობდნენ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლიდან რაჟდენ წივწივაძე, ივანე ჭავჭანიძე და ალექსაბდრე ბახტაძე ხონის თეატრის წარმოდგენებში მონაწილეობდნენ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 13 ოქტომბერს თბილისის მეორე საარჩევნო ნაწილში გაიმართა ხმოსანთა არჩევნები. კანდიდატები იყვნენ: ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი, ა. ა. ვარშამოვი, იური დიმიტრის ძე კობიაკოვი, გ. ა. კოტეტიშვილი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისის საბჭოს კრებაზე აირჩიეს ქალაქის გამგეობის წევრები. კანდიდატებად დასახელებული იყვნენ: ვლადიმერ ნ. კანდელაკი, ვ. კ. ალშიბაია, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძე, მიხეილ ერასტის ძე დარახველიძე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ნიკო გვარაძის რეჟისორობით ხონში გამართული პირველი წარმოდგენიდან მიღებული შემოსავალი 33 მან. და 90 კაპ. იყო.

1907

ტიპი: ღონისძიება

რაჟდენ წივწივაძის მიერ ხონში 1907 წელს აშენებული თეატრი რამდენიმე წელიწადში გაიყიდა, მფლობელმა 475 მანეთი იზარალა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლიდან ექიმი პოლიკო ლაზარეს ძე კიკალიშვილი ხონის თეატრის წევრთა ყველა კრებას ესწრებოდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მიტროფანე ლაღიძემ გამოსცა გრიგოლ რობაქიძის წერილები აკაკი წერეთლის შესახებ. შემოსავალი ქუთაისის თეატრის სააღმშენებლო კომიტეტისთვის უნდა გადაეცათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 30 აგვისტოს ხაშურის თეატრში ელო ანდრონიკაშვილისა და შალვა დადიანის მონაწილეობით ორმოქმედებიანი დრამა „სტუმარი“ დადგეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ესტატე ლოლაძემ ჟურნალის რედაციას გაჭირვებული აჭარლებისთვის გადასაცემად ხაშმის საკრედიტო ამხანაგობის მიერ გადადებული 20 მანეთი გაუგზავნა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს დაკავებული ალექსანდრე ჩინჩალაძე მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ალექსანდრე ჩინჩალაძე ჭიათურაში ცხოვრობდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე ჩინჩალაძე 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობდა იარაღით.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქუთაისის თეატრში ახალი სეზონი ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის „მთის ზღაპარით“ გახსნეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 13 სექტემბრის კრებაზე ქუთაისის დრამატული საზოგადოების გამგეობამ რეჟისორებად აკაკი ნესტორის ძე ფაღავასა და ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილის მიწვევა გადაწყვიტა.