ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51594

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს არტემ ახნაზაროვის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი თანამშრომლობდა ანტირელიგიური ხასიათის ჟურნალთან „მებრძოლი უღმერთო“.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დუტუ მეგრელმა და სხვა ქართველმა სტუდენტებმა წაიკითხეს ლავროვის „ისტორიული წერილები“.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლამდე შიო არაგვისპირელი მეტად ღვთისმოყვარე ახალგაზრდა გახლდათ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, მას ღვთისმოყვარეობა მამისგან რგებია.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს თბილისის სემინარიაში სწავლის პირველ ხანებში თედო სახოკიას მთავრობის მოქმედებების კრიტიკა ერთი წამითაც არ გაუვლია თავში.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს შიო არაგვისპირელი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ ხშირად ახსენდებოდა პაპა მახარე, რომელიც საფუტკრეში, სრულიად მარტო საქმიანობდა ხოლმე.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867-1877 წლებში მამამისი ზაქარია შიო არაგვისპირელს და თავის დანარჩენ შვილებს ისე ზრდიდა, როგორც მრევლის შვილებს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1884 წლებში 15-16 წლის თედო სახოკია იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ყველა იმდროინდელი მოქალაქე რუსეთის იმპერიისა, კანონმორჩილი და ერთგული ქვეშევრდომი იმპერატორ ალექსანდრე მესამისა.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს თედო სახოკიას მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში მასა და მის მეგობრებს ჯაბადარისა და ივანოვის კერძო ბიბლიოთეკიდან გამოჰქონდათ აკრძალული წიგნები, კერძოდ, პისარევის, დობროლიუბოვისა და ჩერნიშევსკის ნაწერები.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში თბილისის სემინარიაში სწავლამ და სემინარიის პანსიონში ცხოვრებამ ძირფესვიანად შეარყია თედო სახოკიას მსოფლმხედველობა, ახალ გზაზე დააყენა და ზურგი შეაქცევინა ყოველივე ძველებურისთვის.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს, თბილისის სემინარიაში სწავლის პირველი წლის ნახევარში თედო სახოკიას აზრადაც არ მოსვლია მასზე ზემოთ მდგომთა კრიტიკა, წლის მეორე ნახევრიდან კი ხელი აიღო ყოველივე იმაზე, რისაც მაქამდე სწამდა და ურყევ ჭეშმარიტებად მიაჩნდა.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია იმედოვნებდა, რომ შთამომავლობა მისი მადლიერი იქნებოდა, რადგან სამშობლოსა და თავისი ერის საკეთილდღეოდ გარჯა არ დაუკლია და გააკეთა ის, რაც შეეძლო.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს თედო სახოკია ისევე ენერგიულად მუშაობდა, როგორც ორმოცი-ორმოცდახუთი წლის წინათ.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს თედო სახოკიას მუშაობის ხალისი არ ჰქონდა დაკარგული და იმავე შემართებით აგრძელებდა ნაშრომებზე მუშაობას.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882-1883 წლებში თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში მისულმა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა კირილე იანოვსკიმ ხუთი მანეთი აჩუქა ვასილ კოპტონაშვილს სასწავლო ნივთების შესაძენად, როცა შეიტყო, რომ იგი, უბრალო გლეხის შვილი, მშობლების ნების წინააღმდეგ იყო თბილისში სწავლის გასაგრძელებლად წამოსული.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის მარტში თბილისისკენ მიმავალ და გზად ღამის გასათევად ტოლათსოფელში ვასილ კოპტონაშვილთან გაჩერებულ ვაჟა-ფშაველას ხევსურები და მისი ყოფილი მოწაფეები ესტუმრნენ ხაბიზგინებით, ხაჭაპურებითა და ხინკლით.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის მარტში ვაჟა-ფშაველა თბილისისკენ მიმავალ გზაზე ტოლათსოფელში ვასილ კოპტონაშვილთან გაჩერდა. მეორე დღეს ვაჟამ თბილისისკენ წასვლა დააპირა და თანამგზავრ ფშაველამ ცხენი მიუყვანა მას. ამ დროს დაინახა ვაჟა, ცაში მფრინავი წეროების ჯგუფი, მეგობარს ბერდენკა გამოართვა და მიუხედავად იმისა, რომ წეროები ძალიან მაღლა იყვნენ, ერთი წერო ზუსტი გასროლით ჩამოაგდო.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი გარდა „ივერიისა“, „დროებისა“, „კვალისა“ და „ცნობის ფურცელისა“ თანამშრომლობდა სასულიერო გაზეთებში, „მწყემსში“ და „საეპარქიო საექსარხოსო მოამბეში“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს ფოთს გემით ესტუმრა მიწათმოქმედების მინისტრი ა. ს. ერმოლოვი, რომელსაც დახვდნენ ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე და პოლიცმაისტერი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლიდან თევდორე ღლონტი სოციალისტ-ფედერალიტთა პარტიას დაუკავშირდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს სამეურნეო საზოგადოების საბჭომ განიხილა პურის ვაჭრობის მოწესრიგების საკითხი, რისთვისაც შექმნეს კომისია, რომლის წევრები იყვნენ: აბგარ ა. იოანესიანი, ალექსანდრე თომას ძე ფრიდონოვი, გრიგოლ გ. ადელხანოვი, ივანე ალექსანდრეს ძე თაიროვი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ნიკოლოზ ჩხეიძე საფრანგეთში გაემგზავრა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თბილისის გუბერნატორმა საგუბერნიო კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია შიდა მრეწველობის კომიტეტის საქმისმწარმოებელი არტემ ფირალოვი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლიდან თევდორე ღლონტმა პეტროგრადიდან ქართულ გაზეთებთან დაიწყო თანამშრომლობა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913-14 წლიდან თევდორე ღლონტი მხოლოდ სოციალისტ-ფედერალისტთა პრესასთან თანამშრომლობდა.