რეგისტრირებული ფაქტები48051
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლიდან გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წლიდან ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლიდან იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლიდან ნინო იოსების ასული ნაკაშიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი.
1921
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშზე წიგნების დასაბეჭდად 285084. 50 მანეთი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო თანხის ანგარიშზე 51261. 47 მანეთი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიტერატურის ანგარიშზე 3777. 37 მანეთი იყო, ნ. ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიისთვის – 21609. 99, ნ. ღოღობერიძის სახელობის პრემიისთვის – 14019. 04, დ. სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიისთვის – 100657. 19.
1921
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშზე 60587. 33 მანეთის უძრავი ქონება იყო.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ფილიალის საზოგადო კრებამ აირჩია გამგეობის თავმჯდომარე და გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრები. შალვა ნუცუბიძის წინადადებით, კრებამ ძველ გამგეობას მადლობა გამოუცხადა 3 წლის განმავლობაში საზოგადო საქმის სამსახურისთვის.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ გამგეობის ახალ თავმჯდომარედ ღია კენჭისყრით ერთხმად აირჩია ალექსანდრე გიორგის ძე დუმბაძე.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ ფარული კენჭისყრით აირჩია სარევიზიო კომისიის სამი წევრი (ექიმი მ. ა. კალანდარიშვილი, ა. ნ. ჩხუბიანი, პავლე მეფურნოვი) და წევრობის ორი კანდიდატი – ვ. ნ. ზირაქიშვილი, დავით ვაშალომიძე (კრების თავმჯდომარე – ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე).
1921
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშზე გრიგოლ დადიანის სახელობის პრემიისთვის 5728. 50 მანეთი იყო, იაკობ გოგებაშვილის განათლების ფონდში – 14195. 37, სამუზეუმო თანხა – 108344. 19.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) კალენიკე ნინიძემ განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა რწმუნებულთა კრებას თავად ედევნებინა თვალყური მთავრობის მოქმედებებისთვის და მასწავლებელთათვის შრომის ანაზღაურების საკითხი საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადაეწყვიტა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი მაჭავარიანმა განაცხადა, რომ თბილისის ბიბლიოთეკების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამგეობას 15000 მანეთი უნდა გამოეყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იმ პერიოდში შრომითი ანაზღაურების მაქსიმალური ზღვარი 650 მანეთი იყო, ხოლო მინიმალური — 264 მანეთი.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ ანასტასია შავლოხაშვილი ხელთუბნის სკოლის ხელსაქმის პედაგოგად დაამტკიცა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნატალია გაბუნიამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 8. 98 მანეთი აღმოჩნდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ალექსანდრა გრიგოლის ასულმა გვერდწითელისამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 26. 28 მანეთი აღმოჩნდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მარიამ ხახულის ასულმა აბაშიძისამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 26. 51 მანეთი აღმოჩნდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნინო ანდრონიკაშვილისამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 16. 02 მანეთი აღმოჩნდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე ლავრენტი შუშანია და არტემ ღვამბერიძე წიგნის მაღაზიის საქმის მომწყობი სექციის წევრებად აირჩიეს.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე ვლადიმერ ხოფერია და გიორგი ბოკერია საბიბლიოთეკო სექციის წევრებად აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე ბიქტორ ხარბედია და ნადეჟდა ხუნწარია სასკოლო და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის წევრებად აირჩიეს.