ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48415

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 დეკემბერს ზესტაფონში პირველი მარქსისტული ჯგუფის, „მესამე დასის“ კრებას ესწრებოდნენ: ევგენი ვაწაძე, ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძე, იოსებ პავლეს ძე კაკაბაძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, რაჟდენ თომას ძე კალაძე, სილიბისტრო ჯიბლაძე და სხვ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობას ყარსიდან 5 თუმანი გამოუგზავნა მარიამ კიკნაძემ ავქსენტი ცაგარლის სახელობის ფონდის დასახმარებლად.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 22 სექტემბერს დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძის თავმჯდომარებით გაიმართა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრთა კრება, რომელზეც განიხილეს ქუთაისის სამეურნეო სასწავლებლის საკითხი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ფოთის მოსახლეობამ გარდაცვლილი მღვდლის, გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილის ძეგლისთვის 400 მანეთი შეაგროვა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობას ყარსიდან ერთი თუმანი (10 მან.) გამოუგზავნა ივანე უთნელიშვილმა ავქსენტი ცაგარლის ფონდის დასახმარებლად.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 23 იანვარს ივანოვის ნაცვლად, ბათუმის გამგეობის წევრად გრ. ვოლსკი აირჩიეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს შალვა ქარუმიძე ხევსურეთის ამბოხებაში მონაწილეობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს სტეფანე ზაქრაძის თანხმობით ილია ნებიერიძე და ტიხონა სანაძე მივიდნენ გიორგი თათუზოვის სახლში, სადაც დახვდნენ თბილისის საკონდიტროების წარმომადგენლები. შეხვედრაზე საკონდიტროს მფლობელ ალიხანოვის მოკვლა გადაწყდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის მაისში თამარ დავითის ასულ გრუზინსკის მიერ ქართულ დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართული სეირნობის შედეგად მოგროვდა 2558 მან. 65 კაპ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის მაისში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ თანხა გაიღეს ივანე ალექსანდრეს ძე თაიროვმა, რუსუდან დიმიტრის ასული მელიქიშვილისამ, ივანე დიმიტრის ძე რატიშვილმა, ფიშერმა, ივანე იაგორის ძე ფითოევმა, ე. ვ. ჩემესოვმა, ივანე ნიკოლაის ძე სვეჩინმა,მარიამ ვახტანგის ასულმა ორბელიანისამ, ვ. მ. თამამშევმა, ქრისტოფერ გ. ხაჩატუროვმა და ივანე სტეფანეს ძე ბეზირგანოვმა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის მაისში ქართულ დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ თანხა გაიღეს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა, მიქაელ არამიანცმა, თამარ დავითის ასულმა გრუზინსკისამ, ნატალია ალექსანდრეს ასული ხერხეულიძისამ, ე. ი. მანთაშევმა და პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ქუთაისის საბჭომ ქალაქისთავ დავით არჩლის ძე ლორთქიფანიძეს დაავალა, პეტერბურგში გამგზავრებულიყო შავი ზღვის სანაპიროზე გამავალი რკინიგზის ქუთაისამდე გაგრძელების საკითხის მოსაგვარებლად.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები ხევსურეთის აჯანყების საქმეში შალვა ქარუმიძის კვალს ეძებდნენ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს სკრაში, თავადაზნაურთა შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების მამულში, ფილოქსერა აღმოაჩინეს. სოფელში ჩავიდნენ საზოგადოების კომიტეტის წევრები – უთნელიშვილი, მცხვეთაძე, გიორგიჟურული – და საქმის გასარკვევად აგრონომი ნ. ნ. სპეშნევი დაიბარეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა კომისიის კრება, რომელსაც დავალებული ქალაქ თბილისის სკოლათა გამგე- კომიტეტის მუშაობის საქმის გამოძიება. კომისიაში მოწვეული იყვნენ კერძო ნაფიცი ვექილები: ლ. ი. შევალიე, ე. ვ. ჩემესოვი და ქალანთაროვი.