რეგისტრირებული ფაქტები48772
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე იესე ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ხალხში გავრცელდა აზრი, თითქოს ქართული ჯარი სხვა ერების ურთიერთშეტაკების მოსასპობად იგზავნება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ განმარტა, რომ ამიერკავკასიის სეიმში შემავალ ეროვნულ-ტერიტორიულ ერთეულებს თავიანთი მმართველობითი ორგანოები ექნებათ პარლამენტისა და მთავრობის სახით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ამიერკავკასიის სეიმი ვერ გაამართლებდა მენშევიკების მოლოდინებს და ერები დაჩქარებით გადავიდოდნენ ეროვნული მთავრობების დაარსებაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ განაცხადა, რომ საქართველოს ენერგია საკუთარი პრობლემების მოგვარებაში უნდა დაეხარჯა და არა სხვა ერების მორიგება-დაშოშმინებაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დავით ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ამიერკავკასიის სეიმის მთავრობა ვერ უზრუნველყოფდა ქართველი ხალხის დასახული მიზნების მიღწევას. ერთდაერთი, რისი მიღწევაც მას შეძლო, ოსმალეთთან ზავის დადება იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელი შეეწყოს სეიმის შეკრებას და მუშაობას, რომელმაც უნდა დადოს ზავი ოსმალეთთან, შექმნას ძლიერი მთავრობა და გამიჯნოს ერები ეროვნულ-ტერიტორიულ ერთეულებად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის გაზაფხულიდან რევკომის მითითებით სახალხო კომისარმა შალვა ელიავამ ქართული წითელი არმიის შექმნა დაიწყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე თევდორე ღლონტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია სეიმის რეკონსტრუქცია მოხდეს ეროვნული პარლამენტარიზმის სასარგებლოდ, რომელიც შეძლებს სხვადასხვა მთავრობის უარყოფას და ანარქიის მოსპობას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი; ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე და კონსტანტინე მესხი; საბჭოს მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე რევაზ გაბაშვილმა დააფიქსირა თავისი პარტიის პოზიცია. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია წინააღმდეგია ისეთი ცენტრის შექმნისა, რომელსაც გადაეცემა ფრიად მნიშვნელოვანი საკითხები, საერთაშორისო ურთიერთობების წარმოება, სამხედრო ძალების მოწყობა, საფინანსო საქმეების წარმართვა და სხვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა ისაუბრა ამიერკავკასიის ერთა პოლიტიკურ-ტერიტორიული გამიჯვნის თაობაზე შექმნილი კომისიის შესახებ, რომელსაც დაევალა გამიჯვნის პროექტის შედგენა და კომისიისთვის წარდგენა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი კრებას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე; მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე ნოე ჟორდანიამ წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე გრიგოლ ვეშაპელმა წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი რუსულ ენაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი კრებაზე ნოე ჟორდანიამ გამოაცხადა მთავრობის შემადგენლობა, რომელიც ჩამოყალიბდა აღმასრულებელ კომიტეტთან და ფრაქციების წარმომადგენლებთან შეთანხმებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს მთავრობის თავმჯდომარედ და შინაგან საქმეთა მინისტრად აირჩიეს ნოე რამიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს საკონსტიტუციო კომისია: ნოე ჟორდანია, სერგი ჯაფარიძე, რაჟდენ არსენიძე, პავლე საყვარელიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სამსონ დადიანი, გიორგი გვაზავა და კონსტანტინე მაყაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს დამფუძნებელ კრების საარჩევნო კომისია: ალექსანდრე ლომთათიძე, ირაკლი წერეთელი, სილიბისტრო ჯიბლაძე, მიხეილ კლიმიაშვილი, ივანე გობეჩია, ალექსანდრე წერეთელი, შალვა ნუცუბიძე, სპირიდონ კეიდია და ალექსანდრე ახმეტელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს ოსმალეთისა და საქართველოს დაზავების კომისიის წევრები: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, მელიტონ რუსია, ვლადიმერ გობეჩია, იესე ბარათაშვილი, სამსონ ფირცხალავა, გრიგოლ ვეშაპელი, გერონტი ქიქოძე, პავლე საყვარეილძე, კონსტანტინე აფხაზი და დავით ჩიქოვანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე. სცდომას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წარმომადგენლები: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სამხედრო მინისტრმა, გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა მოხსენება საქართველოსა და ოსმალეთს შორის ზავის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წარმომადგენლები: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე იასონ ბაქრაძის ნაცვლად, საბჭოს წევრად დაინიშნა აკაკი პაპავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს სარეგლამენტო კომისიის წევრები: რაჟდენ არსენიძე, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე მესხი, არჩილ ჯაჯანაშვილი და გრიგოლ ვეშაპელი.