ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48772

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს მუშათა საკითხების კომისიის წევრები: ილია ბადრიძე, გიორგი ერაძე, მელიტონ რუსია, მინადორა ტოროშელიძე, ლეო შენგელაია, ერასტი ტოროტაძე და რევაზ გაბაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს აგრარული კომისიის წევრები: რაფიელ ჩიხლაძე, ვასილ ცაბაძე, კირილე ნინიძე, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე ჯავრიშვილი, თევდორე ღლონტი, აკაკი პაპავა, მიხეილ მაჩაბელი და დავით ჩიქოვანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს იურიდიული კომისიის წევრები: გიორგი ანჯაფარიძე, რაჯდენ არსენიძე, კირილე ნინიძე, მელიტონ რუსია, ივანე გობეჩია, გრიგოლ რცხილაძე, იესე ბარათაშვილი, იოსებ მაჭავარიანი და რაფიელ ივანიცკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს სამხედრო კომისიის წევრები: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, ვლადიმერ ჯუღელი, ბიქტორ თევზაია, ვლადიმერ გობეჩია, იოსებ გედევანიშვილი, შალვა მიქელაძე, დავით ვაჩნაძე და კონსტანტინე აფხაზი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდნენ ნოე ჟორდანია და ნიკოლოზ ჩხეიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დამტკიცდა სამანდატო კომისია: თევდორე კიკვაძე, რაჟდენ არსენიძე, შალვა მიქელაძე, იასონ ლორთქიფანიძე, გიზო ანჯაფარიძე, კალენიკ ქავთარაძე, გიორგი გვაზავა, ივანე ჩერგეზიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: მუსულმთა ეროვნული საბჭოს სახელით ფათალი ხან ხოისკიმ, ოსების წარმომადგენელმა ვასილ გაგლოევმა, მაჰმადიანთა წარმომადგენელმა ჰაიდარბეგ აბაშიძემ, გერმანული ჯარის ობერლეიტენანტმა კაიზერმა. თარგმნიდა გერონტი ქიქოძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ, რაჟდენ არსენიძემ ეროვნული საბჭოს დამატებითი სიის შემადგენლობაში დასამტკიცებლად წარადგინა რაფიელ ივანიცკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დადგინდა სამეურნეო-საგანგებო კომისიის შემადგენლობა: გერასიმე მახარაძე, გიიორგი ცინცაძე, გიორგი ერაძე, ანდრია ჭიაბერაშვილი, იოსებ გობეჩია, შალვა ქარუმიძე, თევდორე ღლონტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ, რაჟდენ არსენიძემ ეროვნული საბჭოს დამატებითი სიის შემადგენლობის კანდიდატად რადიკალურ დემოკრატიული ფრაქციიდან ალექსანდრე ახმეტელი წარადგინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე, მდივნები – ილია ზურაბიშილი და დავით ონიაშვილი.