რეგისტრირებული ფაქტები50477
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 23 ნოემბერს ბუდუ მდივანი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას ესწრებოდნენ: ქონებათა გამგე გიორგი გვაზავა, სექციის წევრი რევაზ გაბაშვილი, მოწვეული სტუმრები – კონსტანტინე აფხაზი, მიხეილ გრუზინსკი, დიმიტრი ფავლენიშვილი, რაჟდენ დათეშიძე, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და მდივანი ილია ზურაბიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე შეიქმნა მცირე კომისია, რომელსაც უნდა გაერკვია რწმუნებულების არჩევის საჭიროება. კომისიის წევრები იყვნენ: რაჟდენ დათეშიძე, მიხეილ გრუზინსკი, დიმიტრი ფავლენიშვილი, ვასილ ყიფიანი და გიორგი ლასხიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, რევაზ გაბაშვილი, ილია ზურაბიშვილი და პეტრე მამრაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე დადგინდა ქონების მიღების გადანაწილება: ელექტროსადგურისა და ქარვასლის ქონება გადაეცათ რევაზ გაბაშვილსა და პეტრე ქავთარაძეს, ხოლო გამგეს დაევალა დოკუმენტებისა და ქონების აქტების შემოწმება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, რევაზ გაბაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, გიორგი თუმანიშვილი, სვიმონ ჯუღელი, ფარნა ნინუა, ივანე ზურაბიშვილი; მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარემ, სვიმონ ჯუღელმა კახეთის რკინიგზის ადმინისტრაცია უწესრიგობასა და უთანხმოებაში დაადანაშაულა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ამიერკავკასიის რკინიგზის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე ზურაბიშვილმა ისაუბრა ცენტრალური კომიტეტის შექმნისა და მისი განვითარების შესახებ. ასევე, მან ურჩია კრებას კომისიის შექმნა, რომელიც დაადგენდა კონფლიქტის მიზეზებს რკინიგზის ადმინისტრაციასა და ცენტრალურ კომიტეტს შორის და შეიტანდა კორექტივებს აღნიშნული საკითხის მოგვარებაში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: გრიგოლ ნათაძე, ივანე ჯავახიშვილი, გრიგოლ მაღალაშვილი, ალექსანდრე მიქაბერიძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ განაცხადა, რომ ეროვნულმა საბჭომ დაადგინა ქართული უნივერსიტეტის დახმარების საკითხი, რომელიც გულისხმობდა თავადაზნაურობის მიერ გადადებული ფულიდან უნივერსიტეტის დახმარებას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გრიგოლ ნათაძემ განაცხადა, რომ ქართული გიმნაზია უნდა მოიაზრებოდეს საქართველოს მთავრობის გიმნაზიად, რადგან ის ყველა სასწავლებელზე უკეთ ასრულებს მის ფუნქცია-მოვალეობებს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე რევაზ გაბაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას არ უნდა დაეჩქარებინა გიმნაზიის ქონების გაყიდვა და ეროვნული საბჭოსთვის გადაცემა, რადგან რთული იყო ქვეყანაში სამოქალაქო ომის და ანარქიის შედეგების პროგნოზირება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: სილიბისტრო ჯიბლაძე, პეტრე ქავთარაძე, რევაზ გაბაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, რაფიელ ყაზბეგი, გიორგი ჟურული, იასონ ლორთქიფანიძე, გიორგი თუმანიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი და იოსებ ანდრონიკაშვილი. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე სილიბისტრო ჯიბლაძეს დაევალა, კახეთის რკინიგზის დამცველი რაზმის შეკრების საკითხის კურირება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ფილიპე გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ კახეთის რკინიგზის მუშათა და მოსამსახურეთა ხელფასის გაზრდის გამო მოსალოდნელი იყო ორმილიონ-ნახევრამდე თანხის დეფიციტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ განსახილველად დააყენა საკითხი კახეთის რკინიგზის შემოსავლის გასაზრდელად სამგზავრო ტარიფის გაზრდის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: რევაზ გაბაშვილი, კონსტანტინე მესხი, კონსტანტინე შათირიშვილი. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე რევაზ გაბაშვილს დაევალა საადგილმამულო კომისიის დოკუმენტების ჩაბარება და სექციის მოსამსახურეთა შტატების შედგენა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ კრებას მოახსენა, რომ კახეთის რკინიგზის აქციები, რომლებიც შეადგენდა ეროვნული საბჭოს კუთვნილებას, დაგირავებული იყო აზოვ-დონის ბანკში, რომ მისი წლიური პროცენტული გადასახადი ძალიან გაზრდილი იყო, რის გამოც ისინი ქართულ ბანკებს უნდა გადაებარებინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, ალექსანდრე ლომთათიძე, ვასილ ბურჯანაძე, გრიგოლ ნათაძე, გრიგოლ მაღალაშვილი, ლევან ფურცელაძე, ალექსანდრე მიქაბერიძე, სეით იაშვილი. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ლევან ფურცელაძემ, გრიგოლ მაღალაშვილმა და ალექსანდრე მიქაბერიძემ კრებას გააცნეს ქართული გიმნაზიის საზოგადოების მდგომარეობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა რევაზ გაბაშვილი; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, დავით ახმეტელაშვილი, ავთანდილ კვიტაშვილი, გიორგი ბაქრაძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი, რევაზ გაბაშვილი, პეტრე გელეიშვილი, ვასილ გაბაშვილი, სერგო ყაზახაშვილი, პეტრე მამრაძე, ლევან მაღალაშვილი, ივანე მეძმარიაშვილი; მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი, პეტრე ქავთარაძე; სხდომის მდივანი – ილია ზურაბიშვილი; ბუღალტერი – კონსტანტინე შათირიშვილი; საადგილმამულო კომისიის მდივანი – დავით ვაჩნაძე; მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძეს მამულების მოურავ პეტრე მამრაძესთან ერთად დაევალა ქუთაისში გამგზავრება იმერეთის თავადაზნაურობის ქონების მისაღებად.