ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51601

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 ნოემბერს ბუდუ მდივანმა და ალექსანდრე მიასნიკოვმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც დადგინდა საქართველოსა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სახელმწიფო საზღვარი.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 25 თებერვალს თბილისში გამართულ საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე (გახსნა ფილიპე მახარაძემ) იმსჯელეს სასურსათო და საფინანსო მდგომარეობასა და სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ანგარიშზე.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 25 თებერვალს თბილისში გამართულ (გახსნა ფილიპე მახარაძემ) საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე იმსჯელეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციაზე, საადგილმამულო პოლიტიკასა და ქართული წითელი არმიის შექმნაზე.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის მაისში პოლიციის უფროსმა მარტინოვმა და ბოქაულის თანაშემწე მონასტირსკიმ მიიღეს საიდუმლო ცნობა იმის შესახებ, რომ დუშეთის ხაზინა გაქურდეს ნოვობაიაზეთის პოლკის კაპიტნის, იოსებ გედევანიშვილისა და კავკასიის მსროლელთა მეოთხე ბატალიონის პორუჩიკის, ვლადიმერ ცაგარლის ხელმძღვანელობით.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 ოქტომბერს მიხა ცხაკაია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს დუშეთის ხაზინიდან მოპარული ფულიდან იოსებ გედევანიშვილს 114 000 მანეთი შეხვდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 20 ოქტომბერს სერგო ქავთარაძე საქართველოს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის სექტემბერში რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომებზე ბუდუ მდივანი ერთადერთი იყო, ვინც იოსებ სტალინის საბჭოთა ქვეყნების ავტორიზაციის პროექტის არც ერთ პუნქტს არ უჭერდა მხარს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 ოქტომბერს სერგო ქავთარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 ოქტომბერს ფილიპე მახარაძის მონაწილეობით გამართულ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე საბჭოთა რესპუბლიკების ფედერაციის შესახებ იმსჯელეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 20 ოქტომბერს ფილიპე მახარაძე საქართველოს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს სოციალ-დემიკრატებმა სილიბისტრო ჯიბლაძეს გენერალ ფიოდორ გრიაზნოვის მოკვლა დაავალეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 4 ივლისს მარტინოვზე თავდასხმის შემდეგ გიორგი ალშიბაია, პლატონ მიქაბერიძე, ანდრეი რომანოვი, სერიოჟა მასხარაშვილი და ვლადიმერ ხუდადოვი დავით კლდიაშვილის სახლში იმალებოდნენ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 ოქტომბერს შალვა ელიავამ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გადადგომის წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ფიოდორ გრიაზნოვის მოსაკლავად ბომბის დამზადება სილიბისტრო ჯიბლაძემ ვლასა მგელაძეს დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს აბელ ენუქიძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს სილიბისტრო ჯიბლაძემ არშაკ მეგრაბიანცს დაავალა, ფიოდორ გრიაზნოვის მოსაკლავად ტერორისტები შეეკრიბა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე გაზეთ „სხივის“ რედაქციაში ტერორისტ არშაკ მეგრაბიანცს შეხვდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ფიოდორ გრიაზნოვზე თავდასხმისთვის შეკრებილი ექვსი ტერორისტიდან მხოლოდ არსენ ჯორჯიაშვილი და არშაკ მეგრაბიანცი დარჩნენ დავალების შესასრულებლად.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს არშაკ მეგრაბიანცი ბათუმში ხუთწლიანი გადასახლების შემდეგ თბილისში დაბრუნდა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ავლაბრის მეოთხე რაიონის ტერორისტულ რაზმში ჩაირიცხა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 ოქტომბერს სილიბისტრო თოდრიამ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გადადგომის წინადადებას მხარი დაუჭირა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 ოქტომბერს მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გადადგომის წინადადებას დაუჭირა მხარი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 ოქტომბერს შალვა ზურაბის ძე ელიავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 ოქტომბერს სილიბისტრო თოდრია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის თათბირს დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 ოქტომბერს ფილიპე მახარაძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გადადგომის საკითხზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობდა.