ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51544

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის I სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 2486 ადამიანი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 513. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ახალციხის სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 2300 ადამიანი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 2043. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 31 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივლიანე გოგოლაშვილი სთხოვს ერთდროულ დახმარებას. გოგოლაშვილი ყოველთვიურად იღებდა 2000 მანეთს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 დეკემბერს მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ აფხაზი თავადის, გიორგი მიხეილის ძე შარვაშიძის, ინიციატივით ბათუმში გამართული ჭიდაობიდან შემოსული თანხის მესამედი – 12. 92 მანეთი თავისი მმართველობის ქვეშ მყოფი სკოლისთვის გადაეცა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ნოემბერს პირველი ეროვნული ყრილობის მიერ არჩეულმა პედაგოგიურმა საბჭომ არსებული წიგნებისა და მომზადებული მასალების შესამოწმებლად შექმნა განსაკუთრებული კომისია, რომლის მუშაობაში მონაწილეობა სახელმძღვანელოების ავტორებსაც უნდა მიეღოთ. კომისიას არსებული და გამოსაცემად მომზადებული წიგნების სიის შედგენაც ევალებოდა. ოქმს ხელი მოაწერა ალექსანდრე ლომთათიძემ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 19 ივნისს მოსე კალანდარიშვილი ვლადიკავკაზის სკოლის კომიტეტის წევრად დაამტკიცეს. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 19 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით – 4652. 6, ქაღალდებით კი 11531. 11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 19 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11 446. 34 მან., სათადარიგოდ – 9 605. 00, წიგნებისთვის კი 1 458. 98 მანეთი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 19 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თორმეტიდან ცხრამეტ ივნისამდე საზოგადოებას ჰქონდა 247.43 მანეთი, გასცა – 630.70.

1908

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშს ხელი მოაწერეს საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგმა და წევრებმა – დავით კარიჭაშვილმა, იაკობ ღულაძემ, გიორგი ლასხიშვილმა, ალექსანდრე მდივანმა, ალექსანდრე ყიფშიძემ, ლუარსაბ ბოცვაძემ, პეტრე სურგულაძემ და სამსონ ფირცხალავამ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლმა დიმიტრი ესტატეს ძე ჩოლოყაშვილმა თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს წარმატება უსურვა და რამდენიმე სიტყვით აღნიშნა მისი დაუღალავი შრომა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პეტრე როსტომის ძე სურგულაძემ განაცხადა, რომ აუცილებელი იყო საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან წიგნების დაკარგვის მიზეზების გამოძიება.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განსახილველად წამოჭრა საკითხი – როგორ შეევსოთ საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 აგვისტოს მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ იულია დავითის ასული ჩხეიძე თვის ბოლოს სანქტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა და რუსულ ენაზე მოწმობა სჭირდებოდა, რომ ერთი წელი ბათუმის სკოლაში ასწავლიდა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა წარადგინა წიგნის მაღაზიის შემმოწმებელი კომისიის მოხსენება.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგე შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს აუცილებლად უნდა ეცნობებინა საზოგადოების გამგეობისთვის წიგნების დაკარგვის შესახებ. ღულაძე მიიჩნევდა, რომ გამგე უნდა გადაეყენებინათ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ გამგეობას მოახსენა, რომ წიგნის მაღაზიის გამგემ, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილმა საჭიროდ მიიჩნია დაკარგული 64 წიგნის შესახებ ცნობების ხელმეორედ შემოწმება. შემოწმების შედეგები სარევიზიო კომისიის ანგარიშს არ დაემთხვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ივანეს ძე მდივანმა განაცხადა, რომ გამგეობას 6-7 წლის განმავლობაში წიგნის მაღაზიის რევიზია არ ჩაუტარებია, ამიტომ მისი აზრით, სჯობდა საზოგადოების გამგეობის წევრები გადამდგარიყვნენ თანამდებობიდან და არა მაღაზიის გამგე.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა დასვა საკითხი, გაერკვიათ თუ ვინ უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისზე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გამგეობისგან ახალციხეში სამკითხველოს ასაშენებლად საჭირო მიწა მიიღეს. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგის, შიო ქუჩუკაშვილის მოხსენება წარდგენილი სარევიზიო კომისიის მოხსენების საპასუხოდ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგე შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს უნდა ჩამორთმეოდა მაღაზია.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა გამგეობის წევრებს სთხოვა, ბარათებზე აღენიშნათ ვის მიიჩნევდნენ პასუხისმგებლად საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისზე.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელი ვანო ვაჩნაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, სკოლისთვის გაეგზავნათ „დედაენის“ 5 ეგზემპლარი, 5 ცალი სახაზავი და ერთი გლობუსი ან კავკასიის რუკა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა გამგეობის წევრებს გააცნო 1908 წლის 8 მარტს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მიერ წარდგენილი მოხსენება საზოგადოების წიგნის მაღაზიის ნაწილობრივი შემოწმებისა და მისი სრულად შემოწმების საჭიროების შესახებ.