ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ დავით კარიჭაშვილმა მოინახულა ილია ჭავჭავაძის ქვრივი ოლღა გურამიშვილი, რომელიც უმწეო მდგომარეობაში დახვდა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლიდან თევდორე ივანეს ძე ლობჟანიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი.

1915

ტიპი: ავტორობა

ბიბლიოთეკარ დავით არევაძის 1915 წლის ანგარიშის მიხედვით, ალაგირის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება 207 მანეთითა და 7 კაპიკით დაეხმარა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო დავით კარიჭაშვილი. კრებას 14 რწმუნებული დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იასონ ლორთქიფანიძესა და ვარლამ ბურჯანაძეს წიგნსაცავ-მუზეუმის გახსნა დაავალეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წიგნის მაღაზიის თანამშრომლის, ივანე ავალიშვილისთვის სალიკვიდაციო თანხის გადახდის საკითხი დასვეს. გამგეობამ დაადგინა, მიეცათ ავალიშვილისთვის იმდენი თანხა, რამდენიც არსებული დეკრეტის თანახმად ეკუთვნოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მიმდინარე წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა განიხილეს. გამგეობის წევრები მიიჩნევდნენ, რომ შემოსავალი 4.212.732.12 მანეთი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრების მიერ ჯამაგირის თვითნებურად დანიშვნის ბრალდება უარყვეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს, ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველოთი 326-მა ქალმა და 1 556-მა კაცმა ისარგებლა, მათგან 1259 ქართველი, 160 რუსი, 29 სომეხი, 7 ებრაელი, 378 ოსი, 6 ბერძენი და 43 სხვა ეროვნებისა იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს, ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სმკითხველოდან 852-ჯერ გაიტანეს წიგნები, აქედან – 105 სასულიერო შინაარსის, 125 ისტორიულ-ბიოგრაფიული, 86 გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 9 სამედიცინო, 35 სამეურნეო, 145 საბავშვო წიგნი, 94 ჟურნალი, 253 კი მოთხრობების, ლექსების ან პიესების კრებულები.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 24 ნოემბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცის მიერ ალაგირში მოწყობილ კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დაარსების გარდა, სოფლის სამკითხველო და საკვირაო სკოლა გაეხსნათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრების მიერ წარდგენილი 1919 წლის ანგარიში დაამტკიცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე დაამტკიცეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 1-ელი ივნისიდან საზოგადოება ეფროსინე აგლაძეს თვეში — 1 000, ხოლო ოლღა ჭავჭავაძეს 5 000 მანეთით დაეხმარებოდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრებს ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული ლექსიკონების დასაბეჭდად მომზადება დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე წევრებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წელს საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს საზღვრებს გარეთ მდებარე ქართულ სკოლებს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 17 აგვისტოს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 13 აგვისტოს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და სარევიზიო კომისიის წევრები – დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და გრიგოლ ივანეს ძე პატარაია.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ზაქარია ბიჭიას ძე მეტრეველი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ბესარიონ ვასილის ძე მეტრეველი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს მალაქია სოლომონის ძე ლობჟანიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ნესტორ ქრისტეფორეს ძე ლობჟანიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს დიმიტრი კირილეს ძე ლობჟანიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს კონსტანტინე სვიმონის ძე ბაქრაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს მალაქია საბას ძე ლობჟანიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი.