რეგისტრირებული ფაქტები50684
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერის ჟურნალი „ხელოვნება“ წერს, რომ გასულ თვეებში ძალიან მოკრძალებულად აღინიშნა შიო არაგვისპირელის იუბილე, ამ დღეს საზოგადოებამ არ თქვა სამადლობელი, მაგრამ მასზე დიდი დამნაშავეა მწერალთა კავშირი, რომელმაც ეს დღესასწაული სათანადოდ არ აღნიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 10-10 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ე. გალდავაძეს, დ. ფეიქრიშვილს, მ. აგიაშვილს, ვ. ფუთურიძეს, ა. იშხნელისას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 5-5 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის თ. ფანჯავიძეს, ვ. გორგიძეს, ს. ჯაყელს, ტ. ჯაყელს, ნიკოლავას, ვართანოვს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 5-5 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ნ. იაკობიშვილს, გრ. აბაშიძეს, ნ. მიქელაძეს, ბ. მჭედლიძეს, ა. ერიქოვს, დ. კეჟერაძეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 5-5 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ნ. დუმბაძეს, დ. გრიგორაშვილს, ე. ბალანჩივაძეს, მ. ქუთათელაძეს, ზ. ხარაძეს, ასევე ე. თვალაძეს – 3 მანეთის შეწირვისთვის.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909-1910 წლებში ნინო ჩხეიძემ ვალერიან გუნიას სპექტაკლებში ითამაშა მარგარიტა გოტიე, ბეატრისა და სხვ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, წმ. ნინოს უბანში, წმ. ნინოს სასაფლაოს საეკლესიო სკოლის შენობაში, გაიმართა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრ-თანამგრძნობთა კრება. დამფუძნებელი კრების შესახებ სიტყვა წარმოთქვა სიმონ ყაუხჩიშვილმა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, ნოე ჟორდანია იმ დღეებში ინგლისში გამგზავრა იქაურ სოციალისტებთან მოსალაპარაკებლად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, იმ დღეებში ევგენი გეგეჭკორი რომში მიემგზავრებოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, იმ დღეებში კარლო ჩხეიძე და ნოე რამიშვილი მიმგზავრებოდნენ სკანდინავიასა და ბალტიის მხარეში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, საქართველოს რევკომის თავმჯდომარემ, ფილიპე მახარაძემ შემოიარა საქართველოს ზოგიერთი კუთხე და მისი მოგზაურობა სამარცხვინოდ დამთავრდა, ზოგან მოღალატის სახელით ნათლავდნენ, სადაც ეს ვერ გაბედეს რუსი ჯარის დასწრების გამო, იქ მათ მოწყობილ მიტინგებზე ხალხს მგლოვიარე სახე ჰქონდა და დამუნჯებულიყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, გურიის ერთ-ერთ სოფელში საქართველოს რევკომის თავმჯდომარესთან, ფილიპე მახარაძესთან შეხვედრაზე სიტყვა ითხოვეს ალექსანდრე ლომთათიძემ და შალვა შარაშიძემ, მაგრამ არ ალაპარაკეს. ხალხმა ატეხა ყვირილი, რომ ფ. მახარაძე მოღალატე იყო და ხელები სისხლში ჰქონდა გასვრილი და ის თავისი დამქაშებით გაიპარა. ამ პირებს კი დევნა დაუწყეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, ბოლშევიკებმა გაზეთ „ახალი სხივის“ მხოლოდ სამი ნომერი გამოსცეს, შემდეგ იგი ბოლშევიკების სამართლიანი კრიტიკისთვის დახურეს და დააპატიმრეს თანამშრომლები – კირილე ნინიძე, ნიკიფორე იმნაიშვილი და მუხრან ხოჭოლავა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე, როგორც ქართველი მუშების პირველი წარმომადგენელი, პეტერბურგში გაგზავნეს რუს ამხანაგებთან კავშირის დასამყარებლად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 ოქტომბერს ბოლშევიკებმა ოფიციალურად აცნობეს ქართული უნივერსიტეტის დეკანს, ივანე ჯავახიშვილს, რომ სტუდენტთა კავშირისა და სტუდენტთა სასადილოს გამგეობები დაითხოვეს და მათ ადგილს დანიშნულები დაიკავებდნენ, ასევე მოითხოვეს ლექციების რუსულად წაკითხვა და პოლიტექნიკუმთან შეერთება. ყველაფერ ამის გამო ივანე ჯავახიშვილმა თანამდებობაზე უარი განაცხადა, ხოლო გამგეობის წევრი სტუდენტები გადაიმალნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 ოქტომბერს მთავრობის სასახლეში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე ბუდუ მდივანი მუშათა დელეგაციას ჯერ დაჰპირდა მიღებას, 3 საათი აცდევინა და შემდეგ მეორე დღეს დაიბარა. სასახლიდან გამოსულ დელეგატებს ჩეკისტები შემოერტყნენ, დაიჭირეს და სარდაფში ჩაყარეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქში არავინ იცოდა დელეგაციის ბედი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 31 ოქტომბერს თბილისმა შეიტყო, რომ მთავრობის სასახლეში ბუდუ მდივანთან მემორანდუმის გადასაცემად მისული მუშათა დელეგაცია დაატყვევეს და მეტეხის ციხეში გადაიყვანეს. ამ ამბავმა საერთო აღშფოთება გამოიწვია მცხოვრებთა შორის.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 14 ნოემბერს ბათუმში დაატყვევეს ყოფილი მეჯლისის (რომელიც ბოლშევიკების მიერ იყო მოწვეული) 25 წევრი, მათ შორის – აჭარის რევკომის ყოფილი თავმჯდომარე ხასან ლორთქიფანიძე, ჰუსეინ-ბეგ ბიბი-ზადე, ზია ხარაზი და სხვ., ასევე სტამბოლიდან ახლად დაბრუნებული ზია-ბეგ აბაშიძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს, როცა პარმენ ჭიჭინაძემ ხარკოვის უნივერსიტეტი დაამთავრა, რუსეთის მუშათა წრეებსა და ინტელიგენციაში, კერძოდ სტუდენტობაში, განსაკუთრებული გავლენა მოიპოვა სოციალ-დემოკრატიამ და პარმენიც მოწინავე სტუდენტობასთან ერთად ბრძოლაში ჩაება.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, პარმენ ჭიჭინაძეს დიდი ღვაწლი მიუძღოდა ქუთაისში ახალგაზრდა მუშებისა და ნოქრებისთვის საღამოს სკოლების დაარსებაში, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, მერე კი მათგან უფრო ნიჭიერებს – სოციალ-დემოკრატიულ მოძღვრებას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, რეაქციის დროს, პარმენ ჭიჭინაძე არალეგალურად მუშაობდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის რევოლუციამ პარმენ ჭიჭინაძეს როსტოვში მოუსწრო და იქ ჩაება მუშაობაში. ამხანაგებმა რევოლუციის პირველ დღეებშივე მიმართეს, სამშობლოში დაბრუნებულიყო, მაგრამ 1919 წლამდე ეს ვერ მოახერხა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, 1900-იან წლებში, როცა საქართველოში სოციალ-დემოკრატიის მეთაურობით ხალხმა მეფის ჯარის განიარაღება დაიწყო, პარმენ ჭიჭინაძე ქუთაისის საგუბერნიო რევოლუციურ სამხედრო შტაბს ხელმძღვანელობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 მაისს, მიუხედავად ბოლშევიკების განკარგულებისა, სასტიკი ზომები მიეღოთ გამოსვლების წინააღმდეგ, ოზურგეთში 8 სოფელმა მოიყარა თავი ეროვნული დროშებით. კომუნისტებმა სცადეს დროშის წართმევა, მაგრამ შეეშინდათ ხალხის აღელვებისა და დაუბრუნეს. მიტინგზე ილაპარაკა სოციალ-დემოკრატმა გიორგი მურვანიძემ, რომლის სიტყვას ოვაციით შეხვდნენ. შედეგად დაიჭირეს მურვანიძე და კიდევ 150-მდე კაცი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივნისის გაზეთში „ჩვენი ქვეყანა“ (N102) დაიბეჭდა ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასთან არსებული ღარიბ მოწაფეთა დამხმარე საზოგადოების მადლობის წერილი იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ფული და სანოვაგე შესწირეს და დაეხმარნენ საქველმოქმედო საღამოს გამართვაში, განსაკუთებულ მადლობას უხდის საღამოს მომწყობთ: ალექსანდრა აბაშიძისას, ოლღა ანჯაფარიძისას და კატო მისაბიშვილისას.