რეგისტრირებული ფაქტები50892
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლიდან იოსებ სოლომონის ძე ქარცივაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლიდან დავით ათანასეს ძე ფოცხიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლიდან ტიხონ ბართლომეს ძე ჭეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლიდან დიმიტრი ანტონის ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლიდან მღვდელი სარდიონ ძნელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლიდან დარისპან გიგოს ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლიდან ირაკლი ისიდორეს ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლიდან გიორგი ყარამანის ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლიდან პავლე თეიმურაზის ძე კალანდაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლიდან ერმილე კონსტანტინეს ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, მურად გულთაიშვილისა და სულეიმან კაიკაციშვილის დასახმარებლად გამოყოფილი თანხა 24 000 მანეთამდე გაეზარდათ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ განათლების კომისარიატისთვის რეკვიზიციით წაღებული საქონლიდან გაუყიდავად დარჩენილი წიგნების მოთხოვნის საკითხი დასვა. გამგეობამ დაადგინა, განათლების კომისარიატისთვის მიეწერა და წიგნები მოეთხოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე საზოგადოების წიგნსაცავის გამგის ჯამაგირისთვის 51 100 მანეთი გამოყვეს, ბიბლიოთეკარის თანაშემწის ჯამაგირისთვის — 45 180, ბიბლიოთეკის დამლაგებლის ჯამაგირისთვის — 16 400, ფიქრის გორის მეეზოვისთვის კი — 360 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველ მწერალთა კავშირის წინადადება სახელმწიფო თეატრში დავით კლდიაშვილის 30 წლის სამწერლო მოღვაწეობის იუბილეზე საზოგადოების მონაწილეობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის პასუხისმგებელი ნოქრის, ვასილ ჩიტოს ძე გადილიას განცხადება წიგნთა საწყობის საქმეების მოწესრიგების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იპოლიტე ვართაგავას განცხადება 1-ლი თებერვლიდან საწყობის გამგის თანამდებობის დატოვების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, საწყობის გამგედ მიეწვია ლავრენტი სანაძე და მისთვის ხელფასი 5 000 მანეთი დაენიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, 1-ელი ივლისიდან ბიბლიოთეკებისა და სკოლების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 300 000 მანეთი გამოეყოთ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ჭიჭინაძის ნაშრომის „ცხელი ქვეყნის ცხოველები და მცენარეების“ გამოცემის საკითხი. გამგეობამ ნაშრომის ცოტაოდენი შესწორებით დაბეჭდვა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ეფროსინე აგლაძის დასახმარებლად 7 650 მანეთი გამოყვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნებზე ფასის მომატების საკითხი. გამგეობამ ზოგიერთ წიგნზე ფასის გაზრდა პრეზიდიუმს დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ფრონტის დასახმარებლად ბიუჯეტიდან 50 000 მანეთი გამოეყოთ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 14 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის გადასაწყვეტად საზოგადო კრების დანიშვნის საკითხი დასვეს. გამგეობის დადგენილებით კრება 22 ოქტომბერს, 11 საათზე, დაინიშნა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მინა და ალექსანდრე ლევანის ძე გოცირიძეები, ბიქტორ მაქსიმეს ძე ელიავა, ანდრო ეგნატეს ძე თოდრია, თევდორე სვიმონის ძე იმედაძე და ეკატერინე მოსეს ასული იმედაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების წევრები იყვნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, 1-ლი ივლისიდან ჟურნალ „განათლების“ დასახმარებლად ბიუჯეტიდან 35 000 მანეთი გამოეყოთ. საზოგადოება 4 ნოემბრიდან გამოცემულ 7 ნომერს 5 000 მანეთით დააფინანსებდა.