ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51494

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 31 ოქტომბერს თბილისმა შეიტყო, რომ მთავრობის სასახლეში ბუდუ მდივანთან მემორანდუმის გადასაცემად მისული მუშათა დელეგაცია დაატყვევეს და მეტეხის ციხეში გადაიყვანეს. ამ ამბავმა საერთო აღშფოთება გამოიწვია მცხოვრებთა შორის.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს ბათუმში დაატყვევეს ყოფილი მეჯლისის (რომელიც ბოლშევიკების მიერ იყო მოწვეული) 25 წევრი, მათ შორის – აჭარის რევკომის ყოფილი თავმჯდომარე ხასან ლორთქიფანიძე, ჰუსეინ-ბეგ ბიბი-ზადე, ზია ხარაზი და სხვ., ასევე სტამბოლიდან ახლად დაბრუნებული ზია-ბეგ აბაშიძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს, როცა პარმენ ჭიჭინაძემ ხარკოვის უნივერსიტეტი დაამთავრა, რუსეთის მუშათა წრეებსა და ინტელიგენციაში, კერძოდ სტუდენტობაში, განსაკუთრებული გავლენა მოიპოვა სოციალ-დემოკრატიამ და პარმენიც მოწინავე სტუდენტობასთან ერთად ბრძოლაში ჩაება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, პარმენ ჭიჭინაძეს დიდი ღვაწლი მიუძღოდა ქუთაისში ახალგაზრდა მუშებისა და ნოქრებისთვის საღამოს სკოლების დაარსებაში, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, მერე კი მათგან უფრო ნიჭიერებს – სოციალ-დემოკრატიულ მოძღვრებას.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, რეაქციის დროს, პარმენ ჭიჭინაძე არალეგალურად მუშაობდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის რევოლუციამ პარმენ ჭიჭინაძეს როსტოვში მოუსწრო და იქ ჩაება მუშაობაში. ამხანაგებმა რევოლუციის პირველ დღეებშივე მიმართეს, სამშობლოში დაბრუნებულიყო, მაგრამ 1919 წლამდე ეს ვერ მოახერხა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, 1900-იან წლებში, როცა საქართველოში სოციალ-დემოკრატიის მეთაურობით ხალხმა მეფის ჯარის განიარაღება დაიწყო, პარმენ ჭიჭინაძე ქუთაისის საგუბერნიო რევოლუციურ სამხედრო შტაბს ხელმძღვანელობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 მაისს, მიუხედავად ბოლშევიკების განკარგულებისა, სასტიკი ზომები მიეღოთ გამოსვლების წინააღმდეგ, ოზურგეთში 8 სოფელმა მოიყარა თავი ეროვნული დროშებით. კომუნისტებმა სცადეს დროშის წართმევა, მაგრამ შეეშინდათ ხალხის აღელვებისა და დაუბრუნეს. მიტინგზე ილაპარაკა სოციალ-დემოკრატმა გიორგი მურვანიძემ, რომლის სიტყვას ოვაციით შეხვდნენ. შედეგად დაიჭირეს მურვანიძე და კიდევ 150-მდე კაცი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივნისის გაზეთში „ჩვენი ქვეყანა“ (N102) დაიბეჭდა ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასთან არსებული ღარიბ მოწაფეთა დამხმარე საზოგადოების მადლობის წერილი იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ფული და სანოვაგე შესწირეს და დაეხმარნენ საქველმოქმედო საღამოს გამართვაში, განსაკუთებულ მადლობას უხდის საღამოს მომწყობთ: ალექსანდრა აბაშიძისას, ოლღა ანჯაფარიძისას და კატო მისაბიშვილისას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივნისის გაზეთის „ჩვენი ქვეყანა“ (N102) ცნობით, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში რევიზიის ჩასატარებლად გაგზავნეს დამფუძნებელი კრების წევრი ლეონტი ჟღენტი და გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივნისის გაზეთის „ჩვენი ქვეყანა“ (N102) ცნობით, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში რევიზიის ჩასატარებლად გაგზავნილმა ლეონტ ჟღენტმა და გენერ. სტეფანე ახმეტელაშვილმა შუამდგომლობა აღძრეს სამხედრო მინისტრის წინაშე, გაეთავისუფლებინათ ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის საოჯახო ნაწილის გამგე ანდრია ამბოკაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 მარტის „თავისუფალი საქართველოს“ (N18) ცნობით, სილიბისტრო ჯიბლაძე ფიზიკურად გაუსწორდა თბილისის სემინარიის რექტორს, მტარვალს, გამარუსებელი პოლიტიკის გამტარებელს, რომელმაც ქართულ ენას შეურაცხყოფა მიაყენა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს, საქართველოს მუშათა მოძრაობის მორონიერების შემდეგ, სილიბისტრო ჯიბლაძე პეტერბურგს გაემგზავრა, წაიღო ამ მოძრაობის ბროშურები, და საქართველოს მუშათა ბრძოლა რუსეთისას დაუკავშირა, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა გახდა რუსეთის მოძრაობის შტო. მას რუსეთიდან ჩამოჰყვნენ რევოლიციონერები კურნატოვსკი და ფრანჩესკო საქართველოში სამუშაოდ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ ნოემბერს სახალხო განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა სხდომა საუწყებათშორისი კომისიისა, რომელსაც, დამფუძნებელი კრების მიერ 8 ივლისს მიღებული დეკრეტის თანახმად, დავალებული ჰქონდა ორი მილიონი თანხის განაწილების წესის შემუშავება და შემდეგ ქართველი ახლგაზრდების გაგზავნა საზღვარგარეთ სპეციალური სწავლა-განათლების მისაღებად ან ცოდნის შესაძენად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ ნოემბერს სახალხო განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საუწყებათშორისი კომისიის სხდომაზე გამოიტანეს დადგენილება, სავალდებულო ყველა სახელმწიფო სტიპენდიატისთვის: საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა დაუბრკოლებლად შეუძლიათ მათ, ვისაც სამხედრო ბეგარა მოხდილი აქვს; ან ვინც წარმოადგენს საბუთს, რომ სამხედრო ბეგარის მოხდა უწევთ, მაგრამ ვერ წარმოადგენენ განთავისუფლების მოწმობას, და ირიცხებიან კანდიდატთა სიაში, ისინი საზღვარგარეთ გაიგზავნებიან სამხედრო ბეგარის მოხდის შემდეგ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ ნოემბერს სახალხო განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საუწყებათშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს მცირე კომისიისაგან შემუშავებული სია საზღვარგარეთ სასწავლებლად გასაგზავნი ღირსეული კანდიდატებისა და ამ სიის მიხედვით დაამტკიცეს და სტიპენდია დაუნიშნეს სხვადასხვა სამინისტროს კანდიდატებს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაზეთის გამოწერა ქუთაისში ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძესთან შეიძლებოდა. ერთი წლის საფასური საქართველოში 7 მანეთი იყო, ხოლო უცხოეთში – 14 მანეთი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაზეთის გამოწერა ჩოხატაურშია სამოელ თავართქილაძის წიგნის მაღაზიაში შეიძლებოდა. ერთი წლის საფასური საქართველოში 7 მანეთი იყო, ხოლო უცხოეთში – 14 მანეთი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაზეთის გამოწერა ოზურგეთში მოსე სოლომონის ძე თალაკვაძესთან შეიძლებოდა. ერთი წლის საფასური საქართველოში 7 მანეთი იყო, ხოლო უცხოეთში – 14.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაზეთის გამოწერა ხიდისთავში ნესტორ კონსტანტინეს ძე კობიძესთან შეიძლებოდა. ერთი წლის საფასური საქართველოში 7 მანეთი იყო, ხოლო უცხოეთში – 14 მანეთი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაზეთის გამოწერა ფოთში სიმონ დიმიტრის ძე ორაგველიძესთან შეიძლებოდა. ერთი წლის საფასური საქართველოში 7 მანეთი იყო, ხოლო უცხოეთში – 14 მანეთი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 31 ოქტომბრის „თავისუფალი საქართველოში“ (N12) დაბეჭდილ წერილში „ერთა ლიგაში“, აღნიშნულია, რომ ერთა ლიგის ყრილობამ ჟენევაში მიიღო რეზოლუცია დამშეული რუსეთის, ასევე დამშეული საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სასარგებლოდ. ყრილობაზე კონსტანტინე საბახტარაშვილი ორჯერ შეხვდა ბრიტანეთის წარმომადგენელ ფიშერს, რომელმაც ინიციატივა აიღო საქართველოს დასახმარებლად, აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების მდგომარეობა გაუარესდა ბოლშევიკური რუსეთის ხანგრძლივი ოკუპაციის გამო, შვეიცარიის წარმომადგენელი ბ. მოტაც შეეხო პოლიტიკურ საკითხს, საქართველოზე გაკვრით ილაპარაკეს ბელგიელმა ანრი ლაფონტენმა და ფინელმა ენკელმა.

2026

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 აგვისტოს ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N5) დაბეჭდილ წერილში „კომისრების გაქურდვა“ ნათქვამია, რომ ბოლშევიკების ჩამოსვლის შემდეგ ქურდობა-ყაჩაღობამ მოიცვა მთელი მხარე, ბოლშევიკების მეთაურებსაც არ ერიდებიან, თბილისში გაქურდეს სერგო ქავთარაძე, მე-11 არმიის ჩეკას თავმჯდომარე პანკრატოვი და ქართული ჩეკას თავმჯდომარე კოტე ცინცაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 ივნისს ნოე ჟორდანია ჩავიდა ბრიუსელში. მას სადგურზე დახვდა სოციალისტური პარტიის დელეგაცია: ვან-როს ბრეკი, კამილ ჰიუსმანსი, ეკელერი და გაზეთ „პუპელის“ თანამშრომლები.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 ივნისს ნოე ჟორდანია ბრიუსელში ჩავიდა. ემილ ვანდერველდემ თავისი წარმომადგენელი გაუგზავნა, რადგან თვითონ მთავრობის საგანგებო სხდომაზე იმყოფებოდა.