ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, სანდო და გავლენიანი პირებისგან შეექმნა კომისია, რომლის წევრებსაც დაურიგდებოდათ ქვითრების წიგნაკები და საწევროსა და შემოწირულობების შეგროვება დაევალებოდათ. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საქმეთა მმართველის მოწვევის საკითხი დასვეს. მას უნდა ემუშავა საზოგადოების კანცელარიაში, ეხელმძღვანელა საგამომცემლო და კულტურული საქმიანობისთვის, ეწარმოებინა მიწერ-მოწერა, მოეწვია კრებები და სხვ. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა მომდევნო კრებისთვის გადადო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“-ს I ნაწილის გამოცემის საკითხი დასვეს. გამგეობამ დაადგინა, მის გამოსაცემად შესაბამისი ზომები მიეღოთ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ გადამწერის თვიური ხელფასი 1 960 მანეთი იყო, საწყობის გამგის – 5 000, მაღაზიის გამგის პირველი თანაშემწის – 5 000, მეორე თანაშემწის – 3400, პირველი ნოქრის – 3080, მეორე ნოქრისა კი – 1680 მან.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას 1910 წლის სავარაუდო გასავლის ხარჯთაღრიცხვა გაუგზავნა. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 1910 წელს შემოსავლის 20% – 130 მანეთი – მთავარ გამგეობას გაეგზავნებოდა, მაღაზიის მოწყობას 600 მანეთი დასჭირდებოდა, საკანცელარიო და საფოსტო ოპერაციებს – 15, მოულოდნელ ხარჯებს – 50 მან. სულ 1910 წლის თელავის განყოფილების სავარაუდო გასავალი 795 მანეთი იქნებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის პირველი ნოემბრისა და 9 დეკემბრის დადგენილებების თანახმად, დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ ცხინვალში მოიწვია საზოგადო კრება, რომელსაც 30 ადამიანი დაესწრო. კრებაზე ერთხმად დადგინეს, რომ, საზოგადობის მთავარი გამგეობის მითითებებისა და ოქროპირიძის მოხსენების გათვალისწინებით, საჭირო იყო ცხინვალში საზოგადოების 1918 წლიდან უმოქმედო განყოფილების აღდგენა, ახალი გამგეობისა და სარევიზიო კომისიის არჩევა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება საზოგადოების განყოფილებების უმოქმედობის შესახებ. კარიჭაშვილის აზრით, საზოგადოების წესდების შეცვლამდე განყოფილებებს უნდა გაეგრძელებინათ საწევროს აკრეფა და გაემართათ წლიური კრებები შემოსავალ-გასავლის განსახილველად. თუ შემოსულ ფულს საქმეს თვითონ ვერ მოახმარდნენ, მთავარი გამგეობისთვის უნდა გაეგზავნათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის სამაზრო ერობის თხოვნა 50 000 მანეთის კრედიტის მიცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, დაეკმაყოფილებინა მისი თხოვნა, თუ ვალს სამი თვის განმავლობაში გადაიხდიდნენ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სახელმწიფო ბანკმა გამგეობას 110 მილიონ მანეთად დაგირავებული საქონლის გამოსყიდვა შესთავაზა. გამგეობამ დაადგინა, ბანკის ხაზინაში შეეტანა 60 მილიონი მანეთი საბეჭდი ქაღალდის დასახსნელად.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი პავლეს ძე ჯაკობიამ გამგეობას წიგნსაცავ-მუზეუმიდან წიგნებისა და ხელნაწერების შინ წაღების ნებართვა სთხოვა. მას თავდებად პროფესორი კორნელი კეკელიძე ედგა. გამგეობამ ჯაკობიას უარი უთხრა..

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს სასტუმრო „ვეტცელის“ თანამშრომლებმა „ცნობის ფურცლის“ რედაქციას შესწირეს 8 მანეთი მარიამ ბასილაშვილისთვის, რომელმაც საეპარქიო სასწავლებელში შვილისათვის სწავლის ფულის გადახდა ვერ შეძლო. გაზეთი ბეჭდავს შემომწირველთა გვარებს: გერასიმე მელაძე, ანდრო საჯაია, ერმალო კობეშავიძე, კოლა მელაძე, თომა ტყებუჩავა, ნიკოლაი ადუაშვილი, ვანო პეტრიაშვილი, კ. ალექსანდროვა, ყათნარ გვიტის ძე თოფურია, სერგეი აუშევი, ლეონტი ლარიონოვი, ემილია მაოვსკი, გაბრიელ გეგეშიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 ინისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებამ დაამტკიცა 5 ივნისს კომისიის მიერ არჩეულ განყოფილებათა რწმუნებულები: მიხეილ ზანდუკელი, ვარლამ რუხაძე, ალექსანდრე წერეთელი, დიმიტრი დუმბაძე, ვუკოლ ბერიძე, პლატონ ლეჟავა, იაკობ ცინცაძე, ვასილ გოგაძე, თედო ქარცივაძე და მელიტონ ფერაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 ინისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებამ დაამტკიცა 5 ივნისს კომისიის მიერ არჩეული განყოფილებათა რწმუნებულები: ნინო ნაკაშიძე, თედო კიკვაძე, იოსებ გიორგობიანი, ვარლამ ბურჯანაძე, მეთოდე კაკაბაძე, გიორგი მაჭავარიანი, ლევან ნათაძე, ნიკო ჩიგოგიძე, მიხეილ ჭავჭანიძე და ანანია სალუქვაძე.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ალექსანდრე კიმოთეს ძე ფანცულაია, არსენ აბრაამის ძე ფხალაძე, სოლომონ ლევანის ძე ფირანაშვილი, ნესტორ ფარულავა, ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი, სოლომონ დავითის ძე ფურცელაძე, აკაკი გიორგის ძე ქუთელია, ნიკოლოზ გიორგის ძე ქაჯაია და სარდიონ ნიკოლოზის ძე ქანთარია.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 8 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის კრება. კრების საფუძველზე გამგეობამ შეადგინა ოქმი N 8. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობამ დაადგინა, ეცნობებინა საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის იმ წლის 2 მარტის კრებაზე მომხდარი დარღვევების შესახებ. გამგეობას აინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა 2 მარტის კრების უკანონოდ მიჩნევა და ახალი კრების დანიშვნა. ასევე დადგინდა, ეთხოვათ მთავარი გამგეობისთვის ამ საკითხების სასწრაფოდ განხილვა-გადაჭრა, რადგან ამ საქმის გაჭიანურებით გვიანდებოდა მსახიობ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მოწვევაც. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის წევრები: ანდრია პატარაია, კატო კედია, ნიკო ბერიძე, მიხეილ პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას შეატყობინა, რომ მას სასურველად მიაჩნდა ზუგდიდის მაზრაში ქართული სკოლის გახსნა, რაც ეროვნულ თვითშეგნებას გააღვივებდა ხალხში. მთავარმა გამგეობამ სთხოვა ზუგდიდელებს, დაწვრილებით განეხილათ ეს საკითხი და მიეღწიათ დიდი მიზნისთვის, თვით მთავარი გამგეობა კი ყოველნაირად დაეხმარებოდა მათ ამ საქმეში. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა მისი 9 მარტით დათარიღებული წერილის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, მთავარმა გამგეობამ ნება დართო ზუგდიდელებს, მიეწვიათ მსახიობი ვლადიმერ-ალექსი მესხიშვილი, იმის მიუხედავად, კანონიერად ჩაითვლებოდა 2 მარტის საზოგადო კრება თუ არა. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა მისი 9 მარტით დათარიღებული წერილის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას დაავალა გამოგზავნა იმ საჩივრებისა, რომლებიც ზუგდიდელებს განუხილავთ გამგეობის სხდომაზე 8 მარტს. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა მისი 9 მარტით დათარიღებული წერილის პასუხი. დოკუმენტის მიხედვით, საზოგადო კრებაზე თავმჯდომარეობის შესახებ ყოფილა შემდეგი წესი: თუ თავმჯდომარე არ იქნებოდა, თავმჯდომარეობდა მისი ამხანაგი, ხოლო თუ ისიც არ იქნებოდა, მაშინ გამგეობის უხუცესი წევრი. 2 მარტის საზოგადო კრებას კი გამგეობის რიგითი წევრი თავმჯდომარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ სხდომას თავმჯდომარის ამხანაგიც ესწრებოდა. მთავარმა გამგეობამ დაავალა ზუგდიდის განყოფილების გამგეობას, ეცნობებინა მისთვის ამ დარღვევის მიზეზი. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარებული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრების ასლი დედანთან შეადარა და მისი სისწორე დაადასტურა გამგეობის მდივანმა კატო კედიამ.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: იოანე სერაპიონის ძე ქავჟარაძე, დავით ილარიონის ძე კასრაძე, ერმილე კობახიძე, თენგიზ სტეფანეს ძე კოსტავა, პანტელეიმონ საბას ძე კვირიკაძე, ვასილ ბესარიონის ძე კახიძე, ვასილ ივანეს ძე კოციავა, მარიამ კომახიძე, დავით კოტარია, ბიჭიკო კვირკველია და გრიგოლ კაკოიშვილი.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ვლას ივანეს ძე კალანდაძე, დიმიტრი კვალიაშვილი, პელაგია კვინიხიძე, კუზმინ კონსტანტინეს ძე კანსტანპულია, რომანოზ კოკოხაძე, ვასილ კულულაშვილი, დავით სააკის ძე კახელაძე, დავით დავითის ძე კარიჭაშვილი, ივანე კორჩილავა და ვლადიმერ მახარობელის ძე კოპალავა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ანტონის ძე მიქელაძემ განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგზე უკეთეს თავმჯდომარეს ვერ აირჩევდნენ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სექციის ხარჯაღრიცხვაში არ იყო გათვალისწინებული სახელმძღვანელოების ბეჭდვის ხარჯები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას გამგეობისაგან დავალებული ჰქონდა სახელმძღვანელოების გაუმჯობესება ტექნიკური და შინაარსობრივი თვალსაზრისით.