ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50892

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის პირველი ნოემბრისა და 9 დეკემბრის დადგენილებების თანახმად, დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ ცხინვალში მოიწვია საზოგადო კრება, რომელსაც 30 ადამიანი დაესწრო. კრებაზე ერთხმად დადგინეს, რომ, საზოგადობის მთავარი გამგეობის მითითებებისა და ოქროპირიძის მოხსენების გათვალისწინებით, საჭირო იყო ცხინვალში საზოგადოების 1918 წლიდან უმოქმედო განყოფილების აღდგენა, ახალი გამგეობისა და სარევიზიო კომისიის არჩევა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება საზოგადოების განყოფილებების უმოქმედობის შესახებ. კარიჭაშვილის აზრით, საზოგადოების წესდების შეცვლამდე განყოფილებებს უნდა გაეგრძელებინათ საწევროს აკრეფა და გაემართათ წლიური კრებები შემოსავალ-გასავლის განსახილველად. თუ შემოსულ ფულს საქმეს თვითონ ვერ მოახმარდნენ, მთავარი გამგეობისთვის უნდა გაეგზავნათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის სამაზრო ერობის თხოვნა 50 000 მანეთის კრედიტის მიცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, დაეკმაყოფილებინა მისი თხოვნა, თუ ვალს სამი თვის განმავლობაში გადაიხდიდნენ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სახელმწიფო ბანკმა გამგეობას 110 მილიონ მანეთად დაგირავებული საქონლის გამოსყიდვა შესთავაზა. გამგეობამ დაადგინა, ბანკის ხაზინაში შეეტანა 60 მილიონი მანეთი საბეჭდი ქაღალდის დასახსნელად.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი პავლეს ძე ჯაკობიამ გამგეობას წიგნსაცავ-მუზეუმიდან წიგნებისა და ხელნაწერების შინ წაღების ნებართვა სთხოვა. მას თავდებად პროფესორი კორნელი კეკელიძე ედგა. გამგეობამ ჯაკობიას უარი უთხრა..

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს სასტუმრო „ვეტცელის“ თანამშრომლებმა „ცნობის ფურცლის“ რედაქციას შესწირეს 8 მანეთი მარიამ ბასილაშვილისთვის, რომელმაც საეპარქიო სასწავლებელში შვილისათვის სწავლის ფულის გადახდა ვერ შეძლო. გაზეთი ბეჭდავს შემომწირველთა გვარებს: გერასიმე მელაძე, ანდრო საჯაია, ერმალო კობეშავიძე, კოლა მელაძე, თომა ტყებუჩავა, ნიკოლაი ადუაშვილი, ვანო პეტრიაშვილი, კ. ალექსანდროვა, ყათნარ გვიტის ძე თოფურია, სერგეი აუშევი, ლეონტი ლარიონოვი, ემილია მაოვსკი, გაბრიელ გეგეშიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 ინისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებამ დაამტკიცა 5 ივნისს კომისიის მიერ არჩეულ განყოფილებათა რწმუნებულები: მიხეილ ზანდუკელი, ვარლამ რუხაძე, ალექსანდრე წერეთელი, დიმიტრი დუმბაძე, ვუკოლ ბერიძე, პლატონ ლეჟავა, იაკობ ცინცაძე, ვასილ გოგაძე, თედო ქარცივაძე და მელიტონ ფერაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 ინისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებამ დაამტკიცა 5 ივნისს კომისიის მიერ არჩეული განყოფილებათა რწმუნებულები: ნინო ნაკაშიძე, თედო კიკვაძე, იოსებ გიორგობიანი, ვარლამ ბურჯანაძე, მეთოდე კაკაბაძე, გიორგი მაჭავარიანი, ლევან ნათაძე, ნიკო ჩიგოგიძე, მიხეილ ჭავჭანიძე და ანანია სალუქვაძე.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ალექსანდრე კიმოთეს ძე ფანცულაია, არსენ აბრაამის ძე ფხალაძე, სოლომონ ლევანის ძე ფირანაშვილი, ნესტორ ფარულავა, ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი, სოლომონ დავითის ძე ფურცელაძე, აკაკი გიორგის ძე ქუთელია, ნიკოლოზ გიორგის ძე ქაჯაია და სარდიონ ნიკოლოზის ძე ქანთარია.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 8 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის კრება. კრების საფუძველზე გამგეობამ შეადგინა ოქმი N 8. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობამ დაადგინა, ეცნობებინა საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის იმ წლის 2 მარტის კრებაზე მომხდარი დარღვევების შესახებ. გამგეობას აინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა 2 მარტის კრების უკანონოდ მიჩნევა და ახალი კრების დანიშვნა. ასევე დადგინდა, ეთხოვათ მთავარი გამგეობისთვის ამ საკითხების სასწრაფოდ განხილვა-გადაჭრა, რადგან ამ საქმის გაჭიანურებით გვიანდებოდა მსახიობ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მოწვევაც. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის წევრები: ანდრია პატარაია, კატო კედია, ნიკო ბერიძე, მიხეილ პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას შეატყობინა, რომ მას სასურველად მიაჩნდა ზუგდიდის მაზრაში ქართული სკოლის გახსნა, რაც ეროვნულ თვითშეგნებას გააღვივებდა ხალხში. მთავარმა გამგეობამ სთხოვა ზუგდიდელებს, დაწვრილებით განეხილათ ეს საკითხი და მიეღწიათ დიდი მიზნისთვის, თვით მთავარი გამგეობა კი ყოველნაირად დაეხმარებოდა მათ ამ საქმეში. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა მისი 9 მარტით დათარიღებული წერილის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, მთავარმა გამგეობამ ნება დართო ზუგდიდელებს, მიეწვიათ მსახიობი ვლადიმერ-ალექსი მესხიშვილი, იმის მიუხედავად, კანონიერად ჩაითვლებოდა 2 მარტის საზოგადო კრება თუ არა. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა მისი 9 მარტით დათარიღებული წერილის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას დაავალა გამოგზავნა იმ საჩივრებისა, რომლებიც ზუგდიდელებს განუხილავთ გამგეობის სხდომაზე 8 მარტს. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა მისი 9 მარტით დათარიღებული წერილის პასუხი. დოკუმენტის მიხედვით, საზოგადო კრებაზე თავმჯდომარეობის შესახებ ყოფილა შემდეგი წესი: თუ თავმჯდომარე არ იქნებოდა, თავმჯდომარეობდა მისი ამხანაგი, ხოლო თუ ისიც არ იქნებოდა, მაშინ გამგეობის უხუცესი წევრი. 2 მარტის საზოგადო კრებას კი გამგეობის რიგითი წევრი თავმჯდომარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ სხდომას თავმჯდომარის ამხანაგიც ესწრებოდა. მთავარმა გამგეობამ დაავალა ზუგდიდის განყოფილების გამგეობას, ეცნობებინა მისთვის ამ დარღვევის მიზეზი. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარებული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრების ასლი დედანთან შეადარა და მისი სისწორე დაადასტურა გამგეობის მდივანმა კატო კედიამ.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: იოანე სერაპიონის ძე ქავჟარაძე, დავით ილარიონის ძე კასრაძე, ერმილე კობახიძე, თენგიზ სტეფანეს ძე კოსტავა, პანტელეიმონ საბას ძე კვირიკაძე, ვასილ ბესარიონის ძე კახიძე, ვასილ ივანეს ძე კოციავა, მარიამ კომახიძე, დავით კოტარია, ბიჭიკო კვირკველია და გრიგოლ კაკოიშვილი.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ვლას ივანეს ძე კალანდაძე, დიმიტრი კვალიაშვილი, პელაგია კვინიხიძე, კუზმინ კონსტანტინეს ძე კანსტანპულია, რომანოზ კოკოხაძე, ვასილ კულულაშვილი, დავით სააკის ძე კახელაძე, დავით დავითის ძე კარიჭაშვილი, ივანე კორჩილავა და ვლადიმერ მახარობელის ძე კოპალავა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ანტონის ძე მიქელაძემ განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგზე უკეთეს თავმჯდომარეს ვერ აირჩევდნენ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სექციის ხარჯაღრიცხვაში არ იყო გათვალისწინებული სახელმძღვანელოების ბეჭდვის ხარჯები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას გამგეობისაგან დავალებული ჰქონდა სახელმძღვანელოების გაუმჯობესება ტექნიკური და შინაარსობრივი თვალსაზრისით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ ახალი სკოლის შენობების ასაგებად და ძველის შესაკეთებლად გადადებული თანხა ვერ დაიხარჯა, რადგან ომის შემდეგ მუშახელი გაძვირდა, მასალის ფასმა აიწია და გამოყოფილი თანხა საკმარისი აღარ იყო ხარჯების დასაფარად.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს, სპეციალური დეპუტაციის წევრები აერჩიათ, რათა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგისთვის საზოგადოების თავმჯდომარედ დარჩენა ეთხოვათ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორიგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: მიხეილ ოქროპირის ძე კაჭარავა, ფილიპე კიკნაძე, ილია ლუკას ძე კერდიკაშვილი, პლატონ კახიძე, დავით ანდრიას ძე კაპანაძე, ნიკოლოზ სპირიდონის ძე კულუმბეკოვი, ნიკოლოზ ივანეს ძე კვანტალაძე, იოსებ ივანეს ძე კვანტალაძე, ვასილ ნიკოლოზის ძე კობახიძე და კოტე გარსევანის ძე კახაშვილი.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: დარია ივანეს ასული კარბელაშვილი, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე კუხიანიძე, ნადეჟდა მერაბის ასული კაპანაძე, ივანე კუჭაიძე, ნიკოლოზ კოკაშვილი, მალაქია გლახას ძე კუბლაშვილი, ვასილ კინწურაშვილი, ბაგრატ ანდრიას ძე კერვალიშვილი, ნიკოლოზ სიმონის ძე კეჭაყმაძე და ნიკოლოზ დიმიტრის ძე კეკიშვილი.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: გრიგოლ ბიტას ძე კანკავა, ილიკო კალაძე, იოსებ კაციას ძე კურცხალია, პავლე დიმიტრის ძე კვარაცხელია, ნიკოლოზ პეტრეს ძე კაკაურიძე, დავით გიორგის ძე კარსაულიძე, ვასილ გიორგის ძე კაპანაძე, ნაპოლეონ ოტიას ძე კახიანი, ვახტანგ დიომიდეს ძე კილაძე და არქიპო ანტონის ძე კალანდაძე.