ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე, გიორგი ნიკოლოზის ძე რუხაძე, ივანე მიხეილის ძე გომელაური, გიორგი ანტონის ძე ანთელიძე და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა, ევა ლორის-მელიქოვა, სიმონ აბაშიძე, ირ. დეკანოზოვი და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: ნატ. სიხარულიძისა, ელისაბედ (ლიზა) წერეთელი, ალექსანდრე მიხეილის ძე მითაიშვილი, ვარლამ ადამის ძე ხუროძე და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: ნ. ლეჟავა, ვასილ სიმონის ძე წიტაიშვილი, გიორგი სპირიდონის ძე ნუცუბიძე, პროკოფი მესხი და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: ს. ფაღავა, კ. მელიქოვი, ისიდორე დომენტის ზე ხარატიშვილი ივ. არუთინოვი და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: ნინა წულუკიძე, მარიამ ჩხეიძე, თედ. გიგინეიშვილი, ალექსი სიმონის ძე კობიძე, ს. ცარუაშვილი და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: ნიკ. რაზმაძე, კ. ჩხეიძე, გიორგი ედიშერის ძე ნუკრაძე, ნესტ. კოკალიშვილი და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 იანვარს გაიხსნა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი. გამგეობის თავმჯდომარის სიტყვის შემდეგ გრიგოლ გიორგაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „სახალხო უნივერსიტეტები საზღვარგარეთ, რუსეთში და კავკასიაში“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 31 იანვარს გაიხსნა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი. გამგეობის თავმჯდომარის სიტყვის შემდეგ გრიგოლ დავითის ძე ნასარიძემ წაიკითხა ლექცია „ჰაერი და ჰავა“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 იანვარს გაიმართა დრამატული საზოგადოების კრება, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი თავმჯდომარეობდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

ვლადიმერ ივანეს ძე ახვლედიანი აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის შეიარაღებულ აჯანყებაში.

1924

ტიპი: ღონისძიება

გიგა პლატონის ძე ჩიქოვანი 1924 წლის აგვისტოში აქტიურად მონაწილეობდა ბათუმში შეიარაღებული აჯანყების მოწყობაში.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 აპრილს ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლში სოფიო რომანიშვილის, შალვა სიმონის ძე გოგოლაშვილის, ვ. ლ. გუნიას, სიმონ პავლეს ძე გოგოლაშვილის, კ. ჭელიძის, დ. მგალობლიშვილის და სხვათა მონაწილეობით არტურ შნიცლერის სამმოქმედებიანი პიესის „დარაჯი“ წარმოდგენა გაიმართებოდა. პიესა გერმანულიდან თეოდორე ქორიძემ თარგმნა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს გაზეთ „მომავლის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ლეჩხუმის მაზრაში შეგროვებული 13 მანეთი. შემომწირველები: გიორგი სამსონის ძე წერეთელი, დავით გრიგოლის ძე ჯაფარიძე, პაშა წერეთლისა, სვიმონ სიმონის ძე წერეთელი და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს გაზეთ „მომავლის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ლეჩხუმის მაზრაში შეგროვებული 13 მანეთი. შემომწირველები: ვიქტორ ცერცვაძე, ვიქტორ კივაძე, ლავრენტი ღოღელიანი, მაკრინე ახვლედიანი და ანთიმოზ კეჭაყმაძე.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აგვისტოში ნესტორ გარდაფხაძე დააკავეს და სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

ნესტორ გარდაფხაძე დაკავშირებული იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაჯგუფებასთან და 1924 წლის აგვისტოს აჯანყების სერიოზული დასაყრდენი ძალა იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში სიმონ ესაძე თავადაც მონაწილეობდა ვასილ ამაშუკელის ფილმში „ღუნიბის პოლკის აღლუმი კაპიტან სიმონ ესაძის მეთაურობით“.

1880

ტიპი: ღონისძიება

სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ, მათე კერესელიძე გორში დაფუძნდა და ოჯახიც იქ შექმნა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 12 აპრილს ლეო კერესელიძე პირადად მონაწილეობდა დუშეთის ხაზინის გატანაში კაპიტან, შემდგომში გენერალ იოსებ გედევანიშვილთან ერთად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იასონ კერესელიძემ საქართველოში დარჩენა გადაწყიტა და ემიგრაციაში არ წასულა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტის შემდეგ იასონ კერესელიძე დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი გახდა და ანტირუსული და ანტიბოლშევიკური აჯანყების მომზადებაში ჩაერთო.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-იან წლებში ზაქარია ყიფშიძემ გორის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, თუმცა, საბოლოოდ სამხედრო კარიერა აირჩია.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ზაქარია ყიფშიძემ კავკასიის მე-3 დრუჟინაში დაიწყო სამხედრო სამსახური.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ზაქარია ყიფშიძე აქტიურად მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.