ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს არტემ ეგნატეს ძე არჩვაძე, მარიამ იასონის ასული არჩვაძისა, ნესტორ ირაკლის ძე აბაშიძე, ნინა კონსტანტინეს ასული აბაშიძისა, კონსტანტინე პეტრეს ძე არობელიძე, მარიამ ლუკას ასული აღნიაშვილისა, ნიკოლოზ ანტონის ძე აღნიაშვილი და ირაკლი დავითის ძე აბრამია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1913

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო, 3-3 მანეთი გადახდილი ჰქონდათ საზოგადოების ქუთაისის ფილიალის ნამდვილი წევრებს – ილია წინამძღვრიშვილს, ვლასა წულაძეს, დავით წულუკიძეს, ბაგრატ ჭავჭანიძეს, მარგალიტა ჭილაძისას, ფილიპე, იასონ, ვარლამ ჭილაძეებს, ივანე ჭილაშვილს, სეით ჭიჭინაძეს, ირაკლი ჭყონიას, ილარიონ ხაზარაძეს, ვარლამ ხარაბაძეს, გრიგოლ ხარბედიას, სტეფანე ხაჟომიას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1-ლ ივნისს საზოგადოების ბალანსი 4 021 697. 32 მანეთი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოების მაისის შემოსავალი 816 808. 46 მანეთი იყო, გასავალი – 591 989. 54 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ფრონტისთვის საზოგადოების ყველა გამოცემის გაგზავნა გადაწყვიტეს. წიგნების არჩევა პრეზიდიუმს დაავალეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 მაისს ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, კირილე ნინიძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი და შიო დედაბრიშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სვიმონ კლდიაშვილის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყვიტეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის I განყოფილებაში, რომელსაც მარიამ აფრასიონის ასული ლომინაძე ასწავლიდა, 30 ვაჟი (2 მაჰმადიანი) და 18 ქალი (5 მაჰმადიანი) სწავლობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, სანდრო მაისურაძის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველოსთვის 1 000 მანეთი და 1920 წელს გამოცემული საზოგადოების გამოცემების თითო ეგზემპლარი გადაეცათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის მაისში მაღაროს სკოლის მასწავლებელმა, იერემია ჭარელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო თითო ცალი ი. კერესელიძის ლექსები, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ტექსტები (ჭიჭინაძის გამოცემა), „მეფე დიმიტრი თავდადებული“, იოსელიანის ქართული გრამატიკა, „ბატონიშვილი ირაკლი, ანუ თავდადება ქართველთა“, მიხეილ ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“, „სიბრძნე-სიცრუიდან“ ამოღებული და რაფიელ ერისთავის გალექსილი იგავ-არაკები, „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“, გრიგოლ რჩეულოვის „ანუკა ბატონიშვილი“, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“, „არსენას ლექსი“, „რკინის გზის შემომღები“, წერის სასწავლო დედანი და სახარება.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის თებერვალში ბათუმში ჩასული დავით კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების საანგარიშო დავთრების წარმოების მეთოდით უკმაყოფილო დარჩა. ანგარიშებიდან შეუძლებელი იყო გაგება, რა თანხა ჰქონდა განყოფილებას ხაზინაში და რამდენს ინახავდა ბანკში, რა ღირებულების იყო სკოლის შენობა-მოწყობილობა და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას ჰქონდა ალექსანდრე როსტომაშვილის სახელობის სტიპენდია – 200 მან. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის II განყოფილების, რომელსაც ალექსანდრე მგელაძე ასწავლიდა, 28 მოსწავლიდან 17 ვაჟი (2 მაჰმადიანი) და 11 ქალი (4 მაჰმადიანი) იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს არჩილ იაკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას 100 მანეთი შესწირა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის საშუალო შემოსავალი წელიწადში 1000 მანეთი იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ივანე პაატაშვილს სთხოვა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებაში მდივანის მოვალეობა შეესრულებინა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების კრებაზე განიხილეს 29 ივნისისა და 20 ივლისის სეირნობის ანგარიში. სეირნობებიდან საზოგადოებას მოგება 866 მან. და 52 კაპ. დარჩა. ცნობას ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებას წინა წელს მოწაფეებისგან 332 მანეთი შეუგროვდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფიო ვახვახიშვილისას მიერ თელავის განყოფილებისთვის შეწირული 1 800 მანეთის ღირებულების ფასიანი ქაღალების სარგებელი, წელიწადში 76 მან. და 44 კაპ., სტიპენდიებს ხმარდებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 25 აპრილის სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სთხოვა, ბათუმის განყოფილებისთვის ნიმუშის სახით გაეგზავნათ ორმაგი ბუღალტერიის წესით შედგენილი შემოსავალ-გასავლის დავთარი განმარტებებითურთ, რათა ბათუმშიც შესაბამისად ეწარმოებინათ ანგარიშები.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილება მათ ზედმეტი ყულაბების გაგზავნას სთხოვდა, რათა საზოგადოებრივ დაწესებულებებში განეთავსებინა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ხარჯი 27 754 მანეთი და 44 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ოცხელი და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: კონსტანტინე მაქსიმეს ძე იმნაძე, კონსტანტინე იოსების ძე ჯაფარიძე, თამარ ვასილის ასული ჯაფარიძე, ქეთევან კონსტანტინეს ასული ჯაფარიძე, რევაზ კონსტანტინეს ძე ჯაფარიძე, ბესარიონ პავლეს ძე ჩიქოვანი, დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძე, პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი, სიმონ გიორგის ძე ახმეტელაშვილი და ჰაიდარ ალიბეგის ძე აბაშიძე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ ინვენტარის შესაძენად 3635 მანეთი და 58 კაპიკი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ოცხელი და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის ივნისში ჯარში გაწვეულმა მაღაზიის მოსამსახურემ, ივანე მელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მაისის სრული ჯამაგირი სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.