ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50892

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 აპრილს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, შიო დედაბრიშვილი, კირილე ნინიძე და მეთოდე კაკაბაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის, სამსონ ბახტაძის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. გამგეობამ ბახტაძეს მაღაზიის გამგედ დარჩენა სთხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის მოხსენება ადგილობრივი ქართული სკოლის გიმნაზიად გადაკეთების შესახებ. მთავარი გამგეობა დასთანხმდა მათ წინადადებას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ხოცევსკი სოხუმის განათლების ინსპექციის ოჩამჩირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ო. დ. მარღანია, სამართლის პედაგოგი, სოხუმის განათლების ინსპექციის ოჩამჩირის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა. მისი ანაზღაურება 750 რუბლს შეადგენდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პლატონ გოგია სოხუმის განათლების ინსპექციის ოჩამჩირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა. მისი ანაზღაურება 1440 რუბლს შეადგენდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 მარტისთვის ახალქალაქის ქართული გიმნაზიის დირექტორი ივანე ივანეს ძე როსტომოვი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილება (თავმჯდომარე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა) მასწავლებლის ბინასთან ერთად ქალაქის დაქირავებულ შენობაში იყო მოთავსებული.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის თებერვალში ბათუმში ჩასული დავით კარიჭაშვილი ორი კვირით ქუთაისსა და სოხუმში მიემგზავრებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, ხაზინაში 16 974 მანეთი ჰქონდა. იმავე თვეში განყოფილებას ნინოობა დღეს დამატებით 10 000 მანეთი შეუვიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წლის სექტემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ხარჯებით განახლდა სწავლა ბათუმის განყოფილების სკოლაში. გაიხსნა მხოლოდ ერთი განყოფილება.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს იუსტინე სერაპიონის ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სკოლის გალობის მასწავლებელი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას წინა წლის ნაშთი, 106 მან. და 47 კაპ., ჰქონდა დარჩენილი. ანგარიშს ხელი მოაწერეს თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე ვახვახიშვილმა და მდივანმა, ივანე პაატაშვილმა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას წიგნის მაღაზიის ვალი 1 200 მანეთი დაუგროვდა. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ეპისკოპოსმა დავითმა (ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძემ) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას 20 მანეთი შესწირა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას ჰქონდა 1 სკოლა, 1 წიგნის მაღაზია და 5 ბიბლიოთეკა. ცნობას ხელს აწერს თელავის განყოფილების გამგეობის მდივანი ივანე პაატაშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ 1916 წელს ბათუმის განყოფილების შემოსავალი 19 581. 72 მანეთი იყო, გასავალი – 3 424. 93 მანეთი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას ილია ჭავჭავაძის მამულის შესაკეთებლად 800 მანეთი ჰქონდა გამოყოფილი. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ 1916 წლის სექტემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სკოლას მეორე განყოფილება დაემატა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ქაღალდის შესაძენად 4 მილიონის გადადება გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სილიბისტრო თავართქილაძის თხოვნა კრედიტის 15 000 მანეთამდე გაზრდის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სეით იაშვილის თხოვნა წიგნების ჰონორარის მიცემის შესახებ. გამგეობამ 5 000 მანეთი გადასცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ოლღა ჭავჭავაძის საავადმყოფოში მოთავსების საკითხი. გამგეობამ გადაწყვიტა, ქვრივი მიხეილის საავადმყოფოში დაეწვინა. ამ საქმის მოგვარება ნინო ნაკაშიძეს დაავალეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ ამ სასწავლო წელს ბათუმის განყოფილების სკოლაში 76 ბავშვი სწავლობდა. მოსწავლეთაგან 47 ვაჟი იყო (4 მაჰმადიანი) და 29 ქალი (9 მაჰმადიანი).