ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ოქტომბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, ნინო ნაკაშიძე, იოსებ გიორგობიანი, სეით იაშვილი და მეთოდე კაკაბაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ელიავა, მთავარ გამგეობას 1916 წელს ბათუმის განყოფილების წევრთა სია გაუგზავნა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თელავის განყოფილების წევრ ივანე პაატაშვილს დაავალა, წიგნის მაღაზიის შესანარჩუნებლად და გასაფართოებლად ზომები მიეღო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას მოახსენა, რომ საზოგადოების ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს არ ეტყობოდა გამგეობის მზრუნველობა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას მოახსენა, რომ წიგნის საწყობში წესრიგი იყო, ცეცხლისგან დაზიანებული და გადარჩენილი წიგნები კი – გადარჩეული.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიას ნაღდი ფულით 873.88 მანეთი ჰქონდა, გასაყიდი ნივთების ფასი 97247.20 მანეთს შეადგენდა, ხოლო ინვენტარი 143.19 მანეთის იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას მოახსენა, რომ საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმების კატალოგები მოუწესრიგებელი იყო, მუზეუმის ნივთები – შეუსწავლელი და საბუთები აღურიცხავი.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურეს, გრიგოლ ბურჭულაძეს მისწერა, რომ რადგან საცხოვრებლად თბილისში გადმოდიოდა, თელავში კი მისი შემცვლელი არ ჰყავდათ, წიგნები ან უნდა გაეყიდა, ან თბილისში გაეგზავნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა მოსამსახურეთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ჯამაგირის მომატების ნაცვლად ოქტომბერში მათთვის ერთდროული დახმარების მიცემა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, გიორგი ყაზბეგმა გამგეობას ამცნო, რომ აკაკი წერეთლის საზოგადოებისთვის ნაანდერძევ ეზოში იდგა პატარა ეკლესია, ქვის ორსართულიანი შენობა, სამზარეულო და ბეღელი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, გიორგი ყაზბეგმა გამგეობას წარუდგინა მოხსენება აკაკი წერეთლის ანდერძის შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დადგინდა, რომ სენაკის განყოფილებაში წიგნის მაღაზიიდან მიღებული მოგება 31458.95 მანეთს შეადგენდა, სამკერვალოდან მიღებული კი — 5592 მანეთს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ გამგეობას განუცხადა, რომ, კომისიის აზრით, სჯობდა საზოგადოების მუზეუმი დაეზღვიათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 დეკემბერს შალვა გოგებაშვილი კიევიდან იტყობინება, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო 100 მანეთი, მაგრამ ბოლო სამ თვეს მაინც ვალებით გაიტანა თავი – ახლა იმედოვნებს, რომ გამგეობისგან მალე შეიტყობს ანდერძის დამტკიცების ამბავს და მისთვის ფულის თხოვნა აღარ დასჭირდება.

1913

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ 1913 წლის 17 იანვარს განიხილა შალვა გოგებაშვილის დეკემბრის წერილი და დაადგინა: კიევში ბოლოს გაგზავნილი 100 მანეთი სწავლის დასამთავრებელ დახმარებად ჩასთვლოდა ადრესატს; ამავე მიზნით კიდევ 200 მანეთი გაეგზავნათ მისთვის და თანაც გაეფრთხილებინათ, რომ სწავლის დამთავრებისთვის მეტი თანხა აღარ მიეცემოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 იანვარს კიევის კომერციული ინსტიტუტის II სემესტრის ხელმოკლე სტუდენტი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი (ს. პართენაშვილი) წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნას სთხოვს. რეკომენდატორებად ასახელებს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს, ეკატერინე რევაზის ასულ გაბაშვილისას და ანასტასია მიხეილის ასულ წერეთლისას; განცხადებას ერთვის ინსტიტუტის სათვისტომოს მიერ გაცემული ცნობა (ხელმომწერნი: შალვა გოგებაშვილი, გედეონ მეფარიშვილი), რომელიც ადასტურებს ირემაშვილის უკიდურესად მძიმე ნივთიერ მდგომარეობას.