ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ კაკაბაძის თხოვნა წიგნსაცავიდან ანტონ კათალიკოსის „წყობილი სიტყვაობის“ შინ წასაკითხად გატანების შესახებ. გამგეობა დათანხმდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბუღალტერ ვასილ ედილაშვილის განცხადება თანაშემწის მიწვევის ან ზედმეტი სამუშაო საათებისთვის დამატებითი ჯილდოს დანიშვნის შესახებ. გამგეობამ მისთვის საღამოს საათებში მუშაობისთვის 1-ლი ნოემბრიდან 1-ლ იანვრამდე 5 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ბათუმის სკოლის ქალაქის გამგეობისთვის გადაცემა გადაწყვიტეს იმ პირობით, თუ ყველა ცვლილება სკოლაში საზოგადოების გამგეობის დასტურით მოხდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება საზოგადოების განყოფილებათა მდგომარეობის შესახებ. მომხსენებლის აზრით, 1-ლ იანვრამდე ფილიალების ასამოქმედებლად ზომები უნდა მიეღოთ, წევრთა რაოდენობა გაერკვიათ და ამის მიხედვით განესაზღვრათ რწმუნებულთა რაოდენობა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ სამტრედიის გამგეობის თხოვნა მილიონიანი კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა გადადო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება საზოგადოების განყოფილებებისა და სკოლების საბოლოო ლიკვიდაციის დასრულების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მეთოდე კაკაბაძის თხოვნა „ძველი საქართველოს“ შინ გატანების შესახებ. გამგეობა დათანხმდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თბილისის განყოფილების ლიკვიდაციის საკითხი უარყვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჭუმბურიძის წინადადება მისი წიგნის, „თაიგულის“, დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ უარი უთხრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საწყობში ქაღალდის შესამოწმებელის კომისიის წევრებად ვასილ წულაძე და იოსებ გიორგობიანი აირჩიეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 10 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარემ, გრიგოლ ელიავამ მთავარ განყოფილებას მისწერა, ადგილობრივი ქართული სკოლის ყოფილი მასწავლებლის, ალექსანდრე მგელაძის, შვილს განათლების მიღებაში დახმარებოდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძეს სახალხო სკოლებში მუშაობის 36-წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ბოლო 17 წელი მან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სკოლაში იმუშავა.

1912

ტიპი: ღონისძიება

იოსებ ირემაშვილის 1912 წლის 12 ივნისის წერილიდან ვიგებთ, რომ, როცა მას, კიევის კომერციული ინსტიტუტის ხელმოკლე სტუდენტს, თავად მოერიდა ავადმყოფი იაკობ გოგებაშვილის შეწუხება და სტიპენდიაზე მოსალაპარაკებლად შუამდგომლობისთვის ეკატერინე გაბაშვილს მიმართა, მაგრამ მან თხოვნა ვერ შეუსრულა, რადგან იაკობს გაბაშვილის სკოლისთვის ყოველწლიური 120 მანეთი ჰქონდა ანდერძით შეწირული.

1912

ტიპი: განათლება

შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილმა 1912 წლის 13 ივნისს განცხადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებელ პირებს და დაადასტურა, რომ გარდაცვალების წინა დღეებში ბიძამისი მართლა აპირებდა შალვას სახელზე 300 მანეთის გამოწერას, რათა შემდეგ ამ უკანასკნელს ისევე ეგზავნა ყოველთვიური სტიპენდია განსაკუთრებულ სიღარიბეში ჩავარდნილი იოსებ ირემაშვილისათვის, როგორც წინათ იაკობი უგზავნიდა. შალვას თქმით, იაკობ გოგებაშვილის ღრმა პატივისცემა ავალებდა ყველას – აღსრულებულიყო მისი შეუსრულებელი უკანასკნელი სურვილი და სტიპენდია დანიშვნოდა ირამაშვილს.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 16 იანვარს პეტრე სურგულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ილია ჭავჭავაძის ქვრივის, ოლღა ჭავჭავაძისთვის დახმარების გაწევას სთხოვდა. ის უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებოდა (ვერ ათბობდა სახლს, არ ჰქონდა ტანსაცმელი).

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 26 იანვარს დავით კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ ორგანიზაციას ილია ჭავჭავაძის ქვრივის, ოლღა გურამიშვილის მძიმე საცხოვრებელ პირობებსა და მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე სწერდა.