ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41071

1865

ტიპი: თანამდებობა

1865 წლის ოქტომბერში თბილისის გუბერნიის მმართველობის უწყებით დიმიტრი კვალიაშვილს უნდა შეეწყვიტა მდივნად მუშაობა გორში, რათა გადასულიყო თბილისის გუბერნიის მმართველობაში.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა დაღესტნის მხარის უფროსს, გენერალ-ადუტანტ მელიქოვს, იმის გამო, რომ მან რომანოვის დავალება გულდასმით შეასრულა.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს თბილისში დაიდგა კომედიური ჟანრის სპექტაკლი „ცოლის შერთვეინება“, რომელიც ქართულად დიმიტრი ყიფიანმა თარგმნა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში მანეთად იყიდებოდა კ. ლორთქიფანიძის შედგენილი კრებული „ჩონგური“, რომელშიც დაბეჭდილი იყო აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძისა და სხვა მწერლების ლექსები.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წელს ანტონ ნაკაშიძე იყო თავადი.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წელს რევაზ იოსების ძე ვაჩნაძე იყო თავადი.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წელს ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი იყო თავადი.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს შემუშავდა წესდება თბილისის საზოგადო სამმართველოს შესახებ. ამ წესდების სისრულეში მოსაყვანად დაარსდა განსაკუთრებული კომისია. ამ კომისიის წევრი იყო ნიკოლოზ ჭავჭავაძე.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიაში გლეხთა რეფორმის წარმატებით გატარებაში აქტიური მონაწილეობისათვის კავკასიის დიდი მთავრის წარდგინებით ორი ათასი ვერცხლის მანეთით დაჯილდოვდა და დუშეთის მაზრის მომრიგებელ შუამავლად დაინიშნა.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს ილია ჭავჭავაძის დავალებით ზაალ ჭავჭავაძემ ილია ჭავჭავაძის კუთვნილი ახმეტის მამულების სიგელი შეადგინა.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს ზაალ ჭავჭავაძემ შეადგინა ილია ჭავჭავაძის კუთვნილი ყვარლის მამულების სიგელი.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს ილია ჭავჭავაძემ ზაალ ჭავჭავაძეს მინდობილობა მისცა თავისი ყვარლისა და ახმეტის მამულების სიგელების შესადგენად.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866-1869 წლებში გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი გაზეთ „დროების“ რედაქტორი იყო.

1866

ტიპი: ორგანიზაცია

1866 წლის 15 თებერვალს გადაწყდა დაარსებულიყო კომისია, რომლის წევრებსაც დაევალებოდათ ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვის დათვლა და მათი ქონების აღრიცხვა. კომისია დაიყო ოთხ კომიტეტად. პირველი კომიტეტის წევრები იყვნენ: რ. ნ. ანდრონიკოვი, ე.არწუნი , ა. გ. ლისოვსკი და ი. კ. ბაგრატიონ-მუხრანსკი. მათ უნდა შეედგინათ იმ თავად-აზნაურების სიები, რომლებსაც ქალაქში ან უძრავი ქონება ჰქონდათ, ან ვაჭრობდნენ, ან ხელოსნობდნენ.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში 2 აბაზად იყიდებოდა ჟორჟ სანდის ზღაპრული მოთხრობა, რომელიც ფრანგულიდან თარგმნა დავით ყიფიანმა.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სახელმძღვანელოდ იყო მიღებული ქვეყნის შიგნით არსებულ ყველა სასულიერო და საერო სასწავლებელში. სახელმძღვანელოს შეძენა თბილისში შეიძლებოდა მელიქიშვილის სტამბაში, ტერ-მიქელიანცის წიგნების მაღაზიასა და სემინარიის სახლში. „დედა ენა“ იყიდებოდა ქუთაისის და გორის სასულიერო სასწავლებლებშიც. სახელმძღვანელოს ფასი იყო 1 აბაზი.

1866

ტიპი: მფლობელობა

1866 წლის 11 აპრილს ოზურგეთში აუქციონზე იყიდებოდა ანტონ ნაკაშიძის მამული, რომელიც იქამდე იყო გლეხის, გულოვან მუჯირის სარგებლობაში. ეს მამული იყიდებოდა იმ მიზეზით, რომ გლეხებს გათავისუფლების შემდეგ მიწები არ ერგოთ. იმ შემთხვევაში, თუ მამული ვერ გაიყიდებოდა, 3 დღის შემდეგ აუქციონი განმეორებით ჩატარდებოდა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 3 მაისს, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, სამიჯნაო კომისიის წევრებად დაამტკიცეს ტიტულოვანი მრჩევლები – მერკურიევი და დიმიტრი ყიფიანი.

1866

ტიპი: სტატუსი

ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ მუხრაბ-ბატონი იყო თავადი.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1866 წელს მიხეილ რომანოვმა კერძო მემამულეს, ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ მუხრან-ბატონს, მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ თავისი მიწები უფასოდ გასცა რკინიგზის ქვესაგებისთვის.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1866 წელს მიხეილ რომანოვმა დავალების გულდასმით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა მელიქოვის თანაშემწეს, გენერალ-მაიორ ჯომარჯიძეს.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს ბრძანებით, ივანე თუმანიშვილი გახდა „კოლლეჟსკი ასსესორი“.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის გიმნაზიის უფროსმა მასწავლებელმა შოლკოვიჩმა გააგრძელა მუშაობა რუსეთის სასწავლებელში იგივე თანამდებობაზე.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 8 ნოემბერს თბილისში, მიხეილ რომანოვის შუამდგომლობით, წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს ვაჩნაძე იმის გამო, რომ ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა გლეხების ბატონ-ყმობისგან განთავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წლის 18 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული იყო პავლე თუმანიშვილის ლექსი „ფული“.