ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44744

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა მთიელთა რესპუბლიკის წარმომადგენელი ჯაბაღიევი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო ნოე ჟორდანიამ სხვადასხვა დაწესებულებისა და პირისგან (პოლკოვნიკ სრესელისგან, მაიორ ოთხმეზურისგან, ახალციხე-ახალქალაქის სამღვდელოებისგან, პოლკოვნიკ გრიგოლიასგან) მილოცვის დეპეშები მიიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს თბილისში ჩატარდა მეცხვარე-მესაქონლეთა პირველი ყრილობა გიორგი ჟურულის თავმჯდომარეობით. ყრილობას დაესწრო ასორმოცდაათამდე მეცხვარე-მესაქონლე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ყრილობაზე აირჩიეს საბჭოს წევრები.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 21 იანვარს ბერლინის კომერციული სასწავლებლის სტუდენტი ნიკოლოზ ჯაფარიძე, ჰანოვერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის განყოფილების სტუდენტი ალექსანდრე ილიას ძე ნიკურაძე და ბერლინის სატყეო აკადემიის სტუდენტი ვლადიმერ ერმილეს ძე თაყაიშვილი განათლების მინისტრს სთხოვენ მატერიალურ დახმარებას, რათა შეძლონ სწავლის გაგრძელება უცხოეთში.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს განათლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, სკოლების გაეროვნულების ფარგლებში შექმნილ გადამზადების კურსებზე პედაგოგებს 6 თვის განმავლობაში უნდა შესწავლათ საზოგადო პოლიტიკა და მისი ისტორია, დიდაქტიკა, ქართული ენისა და არითმეტიკა-გეომეტრის მეთოდიკა, ქართული სიტყვიერების ისტორია, საქართველოს ისტორია, ბუნებისმეტყველება, საქართველოსა და მისი მოსაზღვრე რესპუბლიკების გეოგრაფია, ხელმარჯვეობა და ხატვა-ხაზვა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის განთლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, უკვე არსებული 5 საოსტატო სემინარია და ერთი სამასწავლებლო სკოლა ახალი ეროვნული პროგრამის სასწავლებლად 150 მასწავლებელს მოამზადებდა, ხოლო 450 მასწავლებელი მომზადებას თელავში, სიღნაღში, გორში, შოროპანში,ზუგდიდში, სენკში, ლეჩხუმში, ბორჩალოში, აფხაზეთში, სამურზაყანოსა და თბილისში გახსნილ სამასწავლებლო კურსებზე გაივლიდა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე კონსტანტინეს ძე ცინცაძემ ხელი მოაწერა დეკრეტის პროექტს პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებელთა ექვსთვიანი კურსების დაარსებისა და საამისოდ 240 000 მანეთის გამოყოფის შესახებ.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის განათლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად 1921-1922 სასწავლო წელს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 156 პირველდაწყებითი სკოლის მეორე განყოფილება უნდა გახსნილიყო. არსებული და მომავალში გახსნილი სკოლებისათვის 600 პედაგოგის მომზადება იყო საჭირო.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლიდან განათლების სამინისტრომ დაიწყო საყოველთაო სავალდებულო სწავლების განხორციელება. ამისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 156 ახალი პირველდაწყებითი სკოლის პირველი განყოფილება გაიხსნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, კრიზისი, რომელიც მოკავშირეების მიერ თურქეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვებოდა, ჩავლილი რომ ყოფილიყო ამოისუნთქებდა და მხოლოდ ოჯახთან შეხვედრაზე იფიქრებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ახალგაზრდა რესპუბლიკების მომავალი დიდწილად მათსავე ქმედებებზე იყო დამოკიდებული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე წარმოედგინა. მისი მთავარი საზრუნავი მიღწეულის შენარჩუნება იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ გამუდმებით მათ სააღდგომო შეხვედრაზე ფიქრობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ შეძენილი ოთხი სომხური ხელნაწერიდან ერთ-ერთი წმინდანთა ცხოვრების ყველაზე დიდი კოლექცია იყო მინიატურებით, თუმცა ფურცლების ნაწილი ამოჭრილ-ამოჩიჩქნილი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ოთხი სომხური ხელნაწერი შეიძინა 12 ფუნტად. ორი მათგანი შესანიშნავად ილუსტრირებული სახარება იყო, სრულად მოხატული გვერდებით, ინიციალებითა და ორნამენტებით მოვარაყებული კიდეებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ორშაბათს ტრიონდალისგან იყიდა ნახატი „ალაზნის ველი“, ლამაზი იყო და 20/10 ზომის. 1, 5 ფუნტი ღირდა. იაფად შეიძინა, რადგან ამ ფასად ჩარჩოსაც კი ვერ იყიდდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში უეითთან ერთად მიემგზავრებოდა. იგი თავს კარგად ვერ გრძნობდა, მაგრამ არასდროს წუწუნებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, იმედოვნებდა, რომ ბაქოში გამგზავრება ცვლილებებს მოიტანდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ძალიან ციოდა, სახლში გათბობა საღამომდე არ ირთვებოდა. უფრო მეტი რომ ევარჯიშა, არ გაუჭირდებოდა სიცივის ატანა. დილის გასეირნებას თუ არ ჩათვლიდა, გარეთ საერთოდ ვერ გადიოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ძალიან აინტერესებდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ აღნიშნავდა მის ღვაწლს. თბილისში ჩამოსვლიდან თავდაუზოგავად შრომობდა და ჯერ კიდევ არ იყო გზის ბოლომდე მისული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ყოველდღიურად ხოტბის შემსხმელ ტელეგრამას იღებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ხალხი მადლობას უხდიდა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებაში უდიდესი წვლილის შეტანისთვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ყველა ცხვირსახოცი დანიშნა, რომელიც საშობაოდ გამოუგზავნა, რათა სამრეცხაოში არ დაჰკარგვოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პარასკევს აზერბაიჯანში დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით იმართებოდა ბანკეტი, რომელსაც აუცილებლად უნდა დასწრებოდა. თბილისში კი შაბათს დაბრუნდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში იმყოფებოდა და ბაქოში ერთად მიემგზავრებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში მიემგზავრებოდა.