რეგისტრირებული ფაქტები44601
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას გამართულ ბანკეტზე მევიოლინე ბრეტანიცკის შესრულება, ბეთჰოვენის სონატის ჩათვლით, საუკეთესო იყო ყველა იმ შესრულებას შორის, რაც კი ოდესმე მოუსმენია.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ყოველთვიურ ჟურნალ „შვილდოსანში“ დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის „ფრანგ პოეტს“, პაოლო იაშვილის „ალი არსენიშვილს“, ვალერიან გაფრინდაშვილის „საფერფლე“, ტიციან ტაბიძის „ღვდელი და მალარია“, „დაისიული სებასტიანე“, კოლაუ ნადირაძის „საქორწინო მოგზაურობა მთვარესთან“, „ქართული პოეზია“, რაჟდენ გვეტაძის „ყვავები სასაფლაოზე“, შალვა აფხაიძის მინიატურა და „ლიტერატურული პროფილები“, დია ჩიანელის მინიატურა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვარს, 12 საათზე სასოფლო სამეურნეო საზოგადოების შენობაში, ბარიათინის ქუჩა N5-ში, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი სიმონ ავალიანი საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პირველ ყრილობას გახსნიდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს, მევენახეთა კონგრესის საბჭოს თავმჯდომარე ივანე ანდრონიკაშვილსა და საბჭოს წევრ გ. წინამძღვრიშვილს ღვინოზე საწინდრის გაუქმებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხთა შესახებ ხანგრძლივი მოლაპარაკება ჰქონდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის რწმუნებული იასონ ლორთქიფანიძე საზღვარგარეთიდან თბილისში დაბრუნდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის რწმუნებულმა იასონ ლორთქიფანიძემ საზღვარგარეთ შეიძინა 10 მილიონამდე ფუთი აბრეშუმის თესლი და ფქვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დამფუძნებელი კრების უფროსმა მოადგილემ, ალექსანდრე ლომთათიძემ ინგლისის თემთა პალატის თავმჯდომარე ჯეიმს ვილიამ ლოუზერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო მადლობის დეპეშა გაუგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის რწმუნებულ იასონ ლორთქიფანიძეს დავალებული ჰქონდა საზღვარგარეთიდან საქონლის შეძენა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ქართველ მწერალთა კავშირის საბჭო აცხადებდა, რომ 25 იანვარს, 12 საათზე დიდუბის პანთეონში საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის აღსანიშნავად გაიმართებოდა საეკლესიო და სამოქალაქო პანაშვიდები ქართველ პოეტთა, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა – ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, იროდიონ ევდოშვილის, ლალიონის, არჩილ ჯორჯაძის, ალექსანდრე ყიფშიძისა და სხვათა გასახსენებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკს შეხვდნენ მევენახეთა კონგრესის საბჭოს თავმჯდომარე ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი და საბჭოს წევრი გ. ა. წინამძღვრიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დამფუძნებელი კრების უფროსმა მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძემ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების გამო სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვს მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვარს სასამართლო უწყების მოხელეების მიერ ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ევგენი გეგეჭკორისთვის გამართულ ბანკეტზე სიტყვით გამოვიდნენ: გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, იოსებ კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი, გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, ისაი მარკოზის ძე დოლუხანოვი და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვარს სასამართლო უწყების მოხელეებმა ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ ყოფილ იუსტიციის მინისტრ ევგენი გეგეჭკორს გაუმართეს ბანკეტი, რომელსაც დაესწრნენ: იუსტიციის ახალი მინისტრი რაჟდენ არსენიძე, მთავრობის საქმეთა მმართველი კონსტანტინე იასონის ძე ჯაფარიძე, იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი თევდორეს ძე ჟორდანია, სასამართლო უწყების მოხელეები და ნაფიც-ვექილთა კორპორაციის წარმომადგენლები, 60 კაცზე მეტი. თამადობდა ალექსანდრე ყანჩელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ქართველ მწერალთა კავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 25 იანვარს, 12 საათზე, დიდუბის პანთეონში საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის აღსანიშნავად გაიმართებოდა საეკლესიო და სამოქალაქო პანაშვიდები ქართველ პოეტთა, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა – ნიკოლოზ ბარათაშვილის, გიორგი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, იროდიონ ევდოშვილის, არჩილ ჯორჯაძის, კიტა აბაშიძის, იაკობ გოგებაშვილის, ლალიონის, ნინო ორბელიანისას და სხვ. – მოსახსენებლად. სიტყვით უნდა გამოსულიყვნენ დავით კლდიაშვილი, ვასილ ბარნოვი, ივანე გომართელი, აკაკი პაპავა, პაოლო იაშვილი და სხვ.
1920
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ამხანაგის 1920 წლის 26 იანვრის N17 ბრძანებაში წერია, რომ ჩაეთვალოს სახელმწიფო სამსახურში ხუთწლეულებისა და პენსიის მისაღებად ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელ დეკანოზ ივლიანე აბესაძეს საპედაგოგო ასპარეზზე ნამსახურეობის წლები, 1884 წლის 19 სექტემბრიდან 1918 წლის პირველ სექტემბრამდე. ხელს აწერენ: მინისტრის ამხანაგი – ნოე ცინცაძე და დედანთან სისწორეს ხელს აწერს ივანე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვრის განათლების სამინისტროს ბრძანების საფუძველზე სოფიო ბახუტაშვილს, ხაშურის ქალთა გიმნაზიის უფროს ქალს, პედაგოგად ნამსახური წლები 1903 წლის 12 სექტემბრიდან 1918 წლის პირველ სექტემბრამდე პენსიის მისაღებად ჩაეთვალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს მთავარგამგე ჭუმბურიძემ და მდივანმა არჯევანიძემ სენაკის ქალაქის გამგეობას აცნობეს, რომ 1920 წლის პირველი იანვრიდან ნიკოლოზ ანჯაფარიძე სენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობაში სენაკის განყოფილების 1918 წლის ანგარიში წარადგინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის გამგეობა საკუთარი ხარჯით ინახავდა ბიბლიოთეკა-სამკითხველოს, წიგნის მაღაზიასა და საქსოვ სახელოსნოს.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 26 იანვარს დავით კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ ორგანიზაციას ილია ჭავჭავაძის ქვრივის, ოლღა გურამიშვილის მძიმე საცხოვრებელ პირობებსა და მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე სწერდა.