რეგისტრირებული ფაქტები46536
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ნოე რამიშვილმა სრულიად საქართველოს მასწავლებელთა დელეგატების ყრილობაზე ტექნიკური ძალების არქონის პრობლემაზე ისაუბრა, რაც აფერხებდა არა მარტო პროფესიულ განათლებას, არამედ სახელმწიფო შემოქმედებასაც. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაკლი ახლო მომავალში გამოსწორდებოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს კონსულმა ოდესაში ევსეი უშვერიძემ მიიღო პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სტანისლავ პატეკის მადლობის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ევსეი უშვერიძე სიცოცხლის ფასად იცავდა პოლონეთის მოქალაქეებს ბოლშევიკური ტერორისგან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის მოადგოლე თევდორე კიკვაძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და წევრები: შიო დედაბრიშვილი, ნინო ნაკაშიძე, სეით იაშვილი, მეთოდე კაკაბაძე, ი. გიორგობიანი, იპოლიტე ვართაგავა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება სკოლებისა და ბიბლიოთეკების ქონების გადაცემის შესახებ. როგორც მოხსენებიდან ჩანდა, ვ. ბურჯანაძემ ატენის და ვარიანის სკოლები გორის სამაზრო ერობას გადასცა, აკაურთას სკოლა – ბორჩალოს სამაზრო ერობას, სამტრედიის ბიბლიოთეკა-სამკითხველო და წიგნის სავაჭრო კიოსკი წიგნებით – ქალაქის გამგეობას. საზოგადოების გამგეობამ მოხსენება ცნობად მიიღო და სამტრედიის თვითმართველობას ვალად 37590 მანეთი და 64 კაპიკი დააწერა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კონსტანტინოპოლში მყოფი საქართველოს მისიის შუამდგომლობა იქ მცხოვრებ ქართველ მაჰამდიანთათვის ქართული სკოლის დაარსების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, სკოლის დაარსებას კონსტანტინოპოლში დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, რომ საზოგადოების გამგეობა სიამოვნებით იკისრებდა კონსტანტინოპოლში ქართული სკოლის გახსნას, რისთვისაც შეიმუშავებდა შესაფერის გეგმას და ხარჯთაღრიცხვას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ინსტრუქციების პროექტი წიგნთსაწყობის გამგის, წიგნების გამომცემლობის ხელმძღვანელის, მდივნის, ხაზინადარის და კორექტორისთვის. გამგეობამ შესწორებით დაამტკიცა თავმჯდომარის და წიგნების გამომცემლობის გამგის ინსტრუქციების პროექტები, დანარჩენი ინსტრუქციების პროექტების განხილვა გადაიდო შემდეგი კრებისთვის.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს „ბუნების კარის“ სალიტერატურო განყოფილების გამსწორებელი კომისიის აზრი მისი შესწორების შესახებ. კომისიის აზრით, „ბუნების კარს“ უნდა დარჩენოდა ენციკლოპედიური ხასიათი და მეთოდი, აგრეთვე მასალის დალაგების სისტემაც. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 ნოემბერს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს სწერს, რომ მარტის შუა რიცხვებში საპატიო მიზეზით თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობა შეწყვიტა. მან ორი თვის შემდეგ მიიღო თავისუფლება ანაზღაურების შენარჩუნებით. ამ მიზეზით სამინისტრომ მისი შტატის მასწავლებლად დამტკიცება ვერ მოასწრო. 1919 წელსაც გიმნაზიაში შტატის გარეშე მასწავლებლად დაინიშნა. ის დირექტორს სთხოვდა სამინისტროსთან შუამდგომლობას, რომ პირველი სექტემბრიდანვე შტატის მასწავლებლად დაემტკიცებინათ, როგორც უმაღლესი განათლების მქონე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 ნოემბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ მირზიშვილს აცნობეს, რომ ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი 1918 წლის პირველი სექტებრიდან გერმანული ენის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 10 ნოემბერს დუშეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ოჯახური მიზეზების გამო დუშეთის უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის გაგრძელება აღარ შეეძლო და თბილისის რომელიმე სასწავლებელში გადაყვანა ითხოვა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს მთიულიშვილი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლების ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში, ასევე მოქალაქეების მთავრობის წინააღმდეგ ამხედრებაში. იგი იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 12 ნოემბერს მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილი სწერს განათლების მინისტრს, რომ რაჭის მაზრის 60 პროცენტზე მეტი წერა-კითხვის უცოდინარია. როგორც მცირეწლოვანთათვის, ისე უფროსთათვის სკოლები საკმარისი არ იყო. ერობის გამგეობას განზრახული ჰქონდა მთელი რიგი საკვირაო სკოლების გახსნა. ამისათვის არ არსებობდა არც სასურველი კადრები და არც საკმარისი სახსრები, რისთვისაც აუცილებელი იყო მთავრობის დახმარება. დაარსებული იყო ხუთი საკვირაო სკოლა. წარდგენილ ფურცელზე იყო ამ სკოლების და სკოლის გარეშე განათლების ხარჯთაღრიცხვა. მაზრის გამგეობა სთხოვდა განათლების მინისტრს შუამდგომლობას მთავრობის წინაშე, რათა გამგეობის განკარგულებაში გადადებულიყო წელიწადში 160 ათასი მანეთი მაზრაში საზოგადო სკოლის გარეშე განათლებისთვის.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 ნოემბერს ჯავის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორს ამავე წლის 3 ოქტომბრის N55 შუამდგომლობაზე განათლების სამინისტრომ უპასუხა, რომ სკოლის ფერშლად პეტრე მაღაევი დაინიშნა 2 ოქტომბრიდან. დოკუმენტს ხელს აწერდნენ მთავარგამგე ვუკოლ ბერიძე და საქმისმწარმოებელი ჯ. გველესიანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას სთხოვა ეცნობებინა ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგისთვის, რომ 3 ოქტომბრის N54 შუამდგომლობა დავით გიკაევის მასწავლებლად დანიშვნის შესახებ სამინისტრომ არ შეიწყნარა. ხელს აწერენ მთავარგამგე ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე და საქმისმწარმოებელი ჯ. გველესიანი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ 1919 წლის 8 ნოემბრის N 2296 მიწერილობის თანახმად, გაუგზავნა თავისი რწმუნებული გიმნაზიის მე-6 კლასის ყოფილი მოსწავლის ვახტანგ ამბოქაძის დათხოვნის მოწმობა, დაბადების მოწმობა N 38, აცრის მოწმობა N 475 და წოდების მოწმობა ნამსახურეობითი სიის პირთან ერთად. სთხოვა, ხსენებული საბუთების მიღება ეცნობებინა. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას სთხოვა ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგისთვის ეცნობებინა, რომ 3 ოქტომბრის N54 შუამდგომლობა დავით გიკაევის მასწავლებლად დანიშვნის შესახებ სამინისტრომ არ შეიწყნარა. ხელს აწერენ მთავარგამგე ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე და საქმისმწარმოებელი ჯ. გველესიანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის ნოე ცინცაძის N 83 ბრძანებით, თბილისის ქალთა მე-7 წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მასწავლებელ ანა გიორგის ასულ ალშიბაიას პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა თბილისის ყოფილ სათავადაზნაურო ქალთა გიმნაზიაში ნამსახური წლები. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს სწერს, რომ წარუდგენს ისტორიის მასწავლებლის გრიგოლ ამაღლობელის თხოვნას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის ნოე ცინცაძის ბრძანებით, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწეს ცავრინა დისიონის ასულ ახვლედიანს პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა ნამსახური წლები.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ასევდიანებდა იმაზე ფიქრი, რომ ქორწინების იუბილე ერთად ვერ გაატარეს, რაც პირველად და უკანასკნელად მოხდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ 15 ნოემბერს თბილისის უნივერსიტეტში იყო მიწვეული.