ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება გეოგრაფიული რუკის (საქართველოს საზღვრები) გამოცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ კონსტანტინე მესხიშვილთან დაბეჭდილიყო 2000 ცალი რუკა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე თევდორე კიკვაძის მოხსენება განიხილეს ქართული შრიფტის გამარტივების შესახებ. გამგეობამ ამ საქმის ხელმძღვანელად თევდორე კიკვაძევე დანიშნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ყველა საღამო მშვიდი და წყნარი იყო. თუკი არ მუშაობდა, ეძინა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ამერიკის წარმომადგენელს შეხვდა სომხებისა და თათრების ურთიერთობაზე სასაუბროდ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ თბილისის უნივერსიტეტში კედელს მარჯორის პორტრეტები ამშვენებდა, იქვე იყო მისი ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც თავადის ასულ ოლღა ჭავჭავაძის სახლში ინახებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ თბილისის უნივერსიტეტში ნახა რუსთაველის ილუსტრაციები, რომელთა ყიდვაც ლონდონში შესთავაზეს და ვერ შეძლეს. ისინი ინახებოდა იმ ხელნაწერებთან ერთად, საიდანაც ამოჭრეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ თბილისის უნივერსტიტეტი მოინახულა. შენობა საკმაოდ დიდი იყო, კოლექციები და ბიბლიოთეკა დაათვალიერა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოუთმენლად ელოდებოდა მის გამოგზავნილ ამანათს. ძალიან სჭირდებოდა ცხვირსახოცები და ყელსახვევები.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპი მეუღლის – მარგარეტ კოლეტისადმი გაგზავნილ წერილში გულისწყვეტას გამოხატავდა, რომ საოცნებო საწერი მაგიდა ვერ მიიღო მეუღლემ. მას ძალიან უყვარდა, როცა მეუღლეს ოცნებები უსრულდებოდა.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ არ უნდა შესციებოდა. დამატებით ზეთის ღუმელი დაედგა თუკი ქვანახშირი არ კმაროდა.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპი მეუღლის – მარგარეტ კოლეტისადმი გაგზავნილ წერილში მწუხარებას გამოთქვამდა მეუღლის მკლავის ტკივილზე და ანუგეშებდა, რომ მალე კარგად იგრძნობდა თავს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გაუხარდებოდა თუკი შვილები ლეკურ ცეკვას ისწავლიდნენ. მისი აზრით, ლეკური დიდებული სანახავი იყო და ევროპულ ცეკვებს ბევრად სჯობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპი მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში კმაყოფილებას გამოთქვამდა შვილებმა რომ ცეკვის სწავლა მოინდომეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულმა სადილმა მშვენივრად ჩაიარა. დაახლოებით 4 საათზე დაბრუნდა სახლში, რაც საქართველოში კარგი შედეგი იყო, რადგან თითოეული კერძის სტუმრებისთვის მირთმევა ცალკე რიტუალი იყო და დიდ დროს მოითხოვდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მისი ორთვენახევრიანი ძალისხმევა წყალში არ ჩაყრილა და სამშობლოში, ძალაუფლების მქონე ადამიანებს არა მხოლოდ აინტერესებდათ რას აკეთებდა, არამედ მხარს უჭერდნენ და იზიარებდნენ მის ზოგიერთ შეხედულებას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ საზღვაო ძალების უმცროსი ლეიტენანტი ლოუელი ადმირალმა ჯონ დე რობეკმა გამოგზავნა მის დასახმარებლად.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, ვარია ყიფიანმა მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილზე განუცხადა, რომ მრავალმხრივი იყო მისდამი დამოკიდებულება.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილზე ვარია ყიფიანმა ყველას წინაშე ისე გამოუცხადა ბავშვობის სიყვარულის ამბავი, რომ არც კი უგრძვნია უხერხულობა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილს დაესწრნენ: ორბელიანები და მისი 20 და 18 წლის ვაჟები, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი, ქალაქის მერი, არქეოლოგი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მისი ძველი მეგობარი ექვთიმე თაყაიშვილი და პროფესორი ვარია ყიფიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილს დაესწრო ვახტანგ ღამბაშიძე და მისი რძალი, ახალგაზრდა ამერიკელი ქართველოლოგი რობერტ ბლეიკი (ბლეიქი), პოლკონიკი სტოქსი, უეითი და გრანდი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 16 ნოემბრის სოფელ მეჯვირსხევში დაპატიმრებულ პირთა შესახებ ოქმის მიხედვით, სოფელ მეჯვრისხევის მასწავლებელი იყო მთიულიშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

გიორგი გვაზავა საქართველოს დამფუძნებელი კრების და ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას შეატყობინა, რომ ქალაქის ფარგლებში არსებული ბიბლიოთეკა-სამკითხველოები გადაეცათ ქალაქის თვითმმართველობისთვის, ხოლო სოფლებში ერობისთვის. ასევე, შეედგინათ გადაცემის აქტი ქონების შეფასებით და აქტის პირი გაეგზავნათ მთავარი გამგეობისთვის. ოქმს ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ლიდია ანტონის ასული პაპასკირი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საუწყებათაშორისო კომისიამ სტიპენდიით იტალიაში განათლების მისაღებად ზურაბ ნიკოლოზის ძე ელიავა გააგზავნა.