რეგისტრირებული ფაქტები43111
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ავქსენტი ანტონის ძე გულავა იყო სოფელ ნასირის სასწავლებლის გამგე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისის „ერთობის“ ცნობით, სომხეთის გენერალურმა საკონსულომ ბათუმის საკრებულოს დარბაზში ბათუმისა და ბათუმის ოლქის საქართველოსთვის გადმოცემის გამო ბანკეტი გამართა, რომელსაც დაესწრნენ: ოლქის განსაკუთრებული კომისარი ბ. ჩხიკვიშვილი უახლოესი თანამშრომლებით, სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარე მემედ აბაშიძე პრეზიდიუმის წევრებთან ერთად, ბათუმში მყოფი საფრანგეთის მისიისა და სომხურ, პოლონურ, ქართულ, ბერძენთა, ებრაულ საზ. წარმომადგენლები და სხვ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 23 ივლისს საქართველოს ცენტრ. კოოპერატიული კავშირი მუშათა ცენტრ. კლუბში (პლეხანოვის პრ. N123) პირველ კორპორატიულ საღამოს გამართავდა, სადაც ი. ირემაშვილი წაიკითხავდა მოხსნებას „მუშათა კორპორაციის განვითარება დასავლეთ ევროპაში“, ალ. ერქომაიშვილი კი – თბილისის კოოპერაციის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის თანამდებობის დროებითი შემსრულებლის, სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით უნდა გამართულიყო სასწრაფო სხდომა, რომელზეც ვალუტის საკითხს განიხილავდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ ნათქვამია, რომ დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმა მიიღო დეპეშა დამფუძნებელი კრების წევრ გიორგი ანჯაფარიძისგან, რომ სოფელ ბორჩხის, მარადიდისა და სხვა სოფლების მცხოვრებლები სიხარულით შეხვდენენ და სთხოვეს დამფუძნებელ კრებას და მთავრობას გადასცეს მათი სიხარული ბათუმის საქართველოსთვის გადაცემის გამო და მიულოცოს ეს გამარჯვება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ავქსენტი ანტონის ძე გულავას ხელმძღვანელობით სოფელ ნასირში დაარსდა სასწავლებელი, სამკითხველო და სხვ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ სურამის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე ს. კიკაჩეიშვილი მადლობას უხდის ლუარსაბ მურვანიშვილს, რომელმაც 26 მაისს გამართულ სადღესასწაულო საღამოზე სასწავლებელს შესწირა 1000 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის წევრებს აცნობა, რომ მთავარმა გამგეობამ მათთვის 60 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 23 ივლისს საქართველოს ცენტრ. კოოპერატიული კავშირი მუშათა ცენტრის კლუბში (პლეხანოვის პრ. N123) გამართავდა პირველ კორპორატიულ საღამოს, რომელზეც იოსებ ირემაშვილი წაიკითხავდა მოხსენებას „მუშათა კორპორაციის განვითარება დასავლეთ ევროპაში“, ალექსანდრე ერქომაიშვილი კი – თბილისის კოოპერაციის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივლისს გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნდა გერმანიიდან გამოგზავნილი მოწოდება, რომ რუსეთში ანარქიის, სასწავლებელთა ცუდი მუშაობის და სხვ. გამო, ბოლო ორი წელი ასეულობით ქართველი იქ სწავლას ვეღარ ახერხებდა და ვერც უკან ბრუნდებოდნენ. ისინი საზოგადო და კერძო დაწესებულებებს სწავლის გაგრძელებაში დაეხმარებას სთხოვდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით დახმარებას ბერლინში საქართველოს ელჩი ვლადიმერ გიორგის ძე ახმეტელაშვილი გაიღებდა. კომისიის წევრები: ი. ნარსია (თავმჯდომარე), მ. ახმეტელაშვილი (მოადგილე), მ. იმნაიშვილი, ნ. იმნაიშვილი, ა. წულაძე. შ. შიშმელაშვილი, ი. გველესიანი (მდივანი).
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელ ი. მ. მაჩაიძის განცხადება, რომ აიყვანს მოწაფეებს განმეორებით გამოცდებზე მოსამზადებლად მათემატიკასა და ენებში. პლეხანოვის პრ. და ალექსიძის ქუჩის კუთხე N25-5.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ ივანე ბოკერიას განცხადება, რომ პლეხანოვის (მიხეილის) პროსპ. N141-ში მკურნალობს ქირურგ., ქალის სნეულებებსა და სხვ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ ბ. ი. ოქროპირიძის განცხადება, რომ იღებს შინაგან სნეულებიან ავადმყოფებს რტიშჩევის ქ. N22-ში (სოლოლაკი).
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ ნ. მ. გაჩეჩილაძის განცხადება, რომ იღებს ავადმყოფებს გრიბოედოვის ქ.N4-ში.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყებოდა, რომ 1920 წლის 24 ივლისს გაიხსნებოდა საქართველოს ბანკი. ბანკის მმართველი იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 25 ივლისის „ერთობა“ იტყობინება, რომ აკაკი ჩხენკელმა ბათუმიდან მისალოცი დეპეშა მიიღო მუსულმანური და საქრისტიანო საქართველოს გაერთიანებასთან დაკავშირებით. ხელს აწერენ: სულეიმან ბეკ ბატანიძე, ეიუბ დიასამიძე, თებიკ ბეკ თავაძე, ხოჯ აღაა გუაბაის თარიშვილი, იმამ აღისშვილი-კედერი (სოფ. მეძიბნა), კედიმ აღა ცინცაძე (სოფ დოლოგანი), გურჯი ოღლი იბრაგიმ აბას სიბილაძე, სულეიმან ბეკ ბოლქვაძე (სოფ. მახუნცეტი).
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 25 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ მთავარ გამგეობას აცნობა, რომ აპირებდნენ წიგნის მაღაზიისა და საწყობის გახსნას და სურდათ მთავარი გამგეობის ყველა გამოცემა გაევრცელებინათ დასავლეთ საქართველოში. ამიტომ იმედი ჰქონდათ, მთავარი გამგეობა პროცენტების დაკლებით გაუგზავნიდა წიგნებს, რომელთა საფასურის ნაწილს გაყიდვის შემდეგ გადაიხდიდნენ და ნაწილს წინასწარ. ხელს აწერენ თავმჯდომარე იაკობ ფანცხავა და მდივანი კარპეზ ბერიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 ივლისს, 10 სთ-ზე, სოფ. ქვემო ავჭალაში გაიმართება დიდი მიტინგი, რომელზეც მოხსენებებით გამოვლენ დამფუძნებელი კრების წევრები – სარდიონ თევზაძე და გრიგოლ ცინცაძე, იუწყება „ერთობა“.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 27 ივლისს თბილისში გაიხსნა სრულიად საქართველოს მეორე საეკლესიო კრება. „ერთობაში“ დაიბეჭდა მიმართვა კრებისადმი. ხელისმომწერნი აღნიშნავდნენ, რომ კრებამ რესტავრაცია გაუკეთა რუსულ ეკლესიურ წეს-წყობილებას. სასულიერო პირთა ნაწილი კრების შედეგების პასუხისმგებლობისგან თავს ითავისუფლებდნენ და საკითხის მსჯავრის დასადებად მორწმუნეთა წრეში გადატანას ითხოვდნენ. მიმართვას ხელს აწერდნენ: დეკანოზები: ეპიფანე ჩხაიძე, ს. ლეკვეიშვილი, გ. ბარათაშვილი, ზ. ცინცაძე, გ. ჯაველიძე; მღვდლები: მ. კუხალეიშვილი, დ. გოგოხია, ი. გულდიანი, ტ. ჯოხთაბერიძე; ერისკაცნი: ა. ჯიმშელეიშვილი, დ. მასხარაშვილი, ვ. კოზოგლაძე, მიხეილ ტყემალაძე, ვ. ბათიაშვილი, ა. ციხისტოვი, ლ. გურამიშვილი, ზ. ზირაქაშვილი, ზ. ჯინჭველაძე, ა. ახალშენიშვილი, ვ. მაგაგალაძე, დ. ნახუცრიშვილი, თომა მეგრელიშვილი, ქ. ციცქიშვილი, გრ. ლომინაძე, ვლ. ფოფხაძე, გ. გრიგოლია.
1920
ტიპი: ავტორობა
თბილისის ოლქის სასამართლოს 1920 წლის 27 ივლისის დადგენილებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შეიტანეს იმ საზოგადოებათა და კავშირთა სარეგისტრაციო სიაში, რომელთა მიზანს არ შეადგენდა გამორჩენა. დადგენილებას 1920 წლის 28 ივლისს ხელს აწერენ სასამართლოს წევრი დიმიტრი თომას ძე ხოშტარია და მდივანი, თან. აბულაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 ივლისს დამფუძნებელი კრების სხდომაზე განაგრძეს მსჯელობა 1919-20 წლების ბიუჯეტის შესახებ. სიტყვა წარმოთქვეს სპირიდონ კეიდიამ და ფინანსთა მინისტრის მოადგილე სიმონ ავალიანმა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 31 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილი თავდაცვის საბჭოს დადგენილება, რომელსაც ხელს აწერენ შინაგან საქმეთა მინისტრი ნ. რამიშვილი და სამხედრო მინისტრი გრ. ლორთქიფანიძე სამხედრო სამსახურში მყოფ 1888, 1889 წწ. დაბადებულ ჯარისკაცთა შვებულებას და მათ ნაცვლად1895 წელს დაბადებულთა გაწვევას ეხებოდა. მობილიზაციით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მათ სასჯელი დაეკისრებოდათ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 ივლისს, 19:00 საათზე, გაიმართა დრამატული საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარედ არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი აირჩიეს.