ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46293

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 დეკემბერს ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძემ საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრს მისწერა, რომ პედაგოგიური საბჭოს აზრით, სოლომონ ანდღულაძეს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლობა ხელს ვერ შეუშლიდა ქალთა გიმნაზიაში საქმისმწარმოებლად ემსახურა. მას პირველ სასწავლებელში მხოლოდ 15 გაკვეთილი ჰქონდა, შესაბამისად, იქ ნაკლები დრო სჭირდებოდა და ნაკლები ანაზღაურებაც ჰქონდა. მას მატერიალურად ვაჟთა გიმნაზიაში რაც აკლდებოდა, შეეძლო ქალთა გიმნაზიაში აენაზღაურებინა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 დეკემბერს ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსი ან. მგელაძე საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან შუამდგომლობდა, რომ სოლომონ ანდღულაძე საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე დაეტოვებინათ ქალთა გიმნაზიაში, მიუხედავად იმისა, რომ ის ვაჟთა გიმნაზიის შტატის მასწავლებელი იყო. მათ არ ეგულებოდათ მომზადებული პირი, რომელიც საქმისმწარმოებლის თანამდებობას დაიკავებდა მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 დეკემბერს ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძემ საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1915 წლიდან სოლომონ ანდღულაძე ოზურგეთის ქალთა გიმნაზიაში საქმისმწარმოებლად მსახურობდა. ის გიმნაზიის კერძო სასწავლებლის სახით გახსნის დღიდან იქ მუშაობდა და ორგანიზაციულ საკითხებშიც აქტიურად მონაწილეობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, შალვა ნუცუბიძემ კონსერვატორიის დარბაზში წაიკითხა ლექცია „პიროვნების თავისუფლება და ქალთა ემანსიპაცია“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის განკარგულებით, 10-მილიონიანი ფონდიდან 15000 მანეთი გადაეცა ეპიდემიასთან ბრძოლისას დაღუპულ ექიმ ნიკოლოზ სოლომონის ძე ღოღობერიძის მამას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, რომ თანამდებობიდან განთავისუფლებულიყო სატრანსპორტო საზოგადოების გამგეობის წევრი ვასილ იოსების ძე არდიშვილი მისი თხოვნის საფუძველზე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 23 დეკემბრამდე ვასილ იოსების ძე არდიშვილი იყო სატრანსპორტო საზოგადოების გამგეობის წევრი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 24 დეკემბერს დაბა ონიდან რაჭის სამაზრო საერობო გამგეობის თავმჯდომარე ლობჟანიძე და წევრი მალაქია გობეჯიშვილი სამინისტროს უგზავნიან ნიკორწმინდის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგის, გიორგი ჭანტურაიას ნამსახურობის ფურცელს და სთხოვენ, დაამტკიცონ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის შტატის პედაგოგად.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, მომარაგების სამინისტრომ შინაგან საქმეთა მინისტრს ნოე ბესარიონის ძე რამიშვილს ბორჩალოს მაზრის ნეიტრალური ზონიდან სომხეთში ხორბლისა და სურსათის გატანის შესახებ აცნობა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა ბორჩალოს მაზრის მილიციის უფროსს ნეიტრალური ზონიდან ხორბლის გატანის საწინააღმდეგოდ სასტიკი ზომების მიღება უბრძანა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, სახაზინო თეატრში დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“ დაიდგა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 25 დეკემბერს დაარსებული სავაჭრო-სამრეწველო საკომისიო სახლის მართვა-გამგეობა მინდობილი ჰქონდა კალისტრატე გიორგის ძე ბერიძეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 დეკემბერს ძმების – კალისტრატე, ბიქტორ, ლევან, ვარლამ, მინა, მიხეილ, შალვა და ნესტორ გიორგის ძე ბერიძეების დაარსებული სავაჭრო-სამრეწველო საკომისიო სახლის ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტაციისთვის ხელი უნდა მოეწერათ ერთდროულად კალისტრატე ბერიძესა და მის რომელიმე ძმას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 დეკემბერს თბილისის ნოტარიუსის, გიორგი ლუარსაბის ძე მაჭავარიანის მიერ რეესტრის N11141 დამოწმებული ხელშეკრულების ძალით, პირადი მინდობილობითა და სავაჭრო წესდების 59-60 მუხლების თანახმად, ძმებმა კალისტრატე, ბიქტორ, ლევან, ვარლამ, მინა, მიხეილ, შალვა და ნესტორ გიორგის ძე ბერიძეებმა დააარსეს სავაჭრო სამრეწველო საკომისიო სახლი „ძმური საქმე“, რომლის მიზანი იყო საზღვარგარეთიდან საქონლის შემოტანა, ყიდვა-გაყიდვა და სავაჭრო-სამრეწველო მინდობილობების შესრულება.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რაიშვილმა ყველა სამაზრო ერობას დაუგზავნა ცირკულარი, რათა გაეცათ განკარგულება, რომ სამაზრო ადმინისტრაციას ჯარში გასაწვევი ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ გასასვლელი მოწმობები არ მიეცათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბერს თბილისში ჩამოვიდა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელი გერმანიაში აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბერს გორის საკრებულო დარბაზში გაიამრთა საღამო იოსებ გრიშაშვილის მონაწილეობით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი, ქ. შარაშენიძე, კ. ნინიძე, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სახალხო გვარდიის საარტილერიო ბრიგადის უფროსის თხოვნა, ჯარისკაცთა შორის წერა-კითხვის გასავრცელებლად დათმობოდა მას სახელმძღვანელო წიგნები. ბრიგადის სკოლებში 200 კაცი სწავლობდა. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცა 1000 მანეთის წიგნები მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის ნავარაუდევი თანხიდან.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სარგის კაკაბაძის განცხადება, მისი შრომის, „საქართველოს მოკლე ისტორიის“ გამოცემის შესახებ. ხსენებული წიგნი მიცემული იყო სტამბაში ასაწყობად. ის ჰონორარად თხოულობდა ნომინალური ფასის 20%-ს, 1500 მანეთს. 6 იანვარს მას უნდა მიეღო 9000 მანეთი, ხოლო დანარჩენი წიგნის გამოსვლის შემდეგ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ ქუთაისის მაზრის მასწავლებელთა კავშირის ტობანიერის ფილიალის განყოფილებამ გადაწყვიტა, გახსნას წიგნის მაღაზია და ხელმისაწვდომ ფასებში მიაწოდოს როგორც მოწაფეებს, ისე ხალხს სახელმძღვანელო და სახალხო საკითხავი წიგნები. განყოფილების გამგეობა თხოულობს, დაეთმოს მას წიგნები ნისიად და პროცენტის დაკლებით. გამგეობამ ჯერჯერობით უარი უთხრა წიგნების ნისიად დათმობაზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ სრულიად საქართველოს აგრონიმიულ დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტი თხოულობდა მომავალი გამოფენისთვის, რომლის გამართვა განზრახული ჰქონდა კომიტეტს მომავალი წლის იანვრის დამლევს, დათმობოდა წიგნსაცავ მუზეუმიდან გამოფენის საჭიროებისთვის საჭირო ჟურნალები და წიგნები, რომელიც უკანვე დაუბრუნდებოდა მუზეუმს დიდი მადლობით. გამგეობამ არსებული მუზეუმის წესდებით შეუძლებლად ჩათვალა შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემლობის გამგის მოხსენება „დედაენისა“ და სხვა წიგნების დასურათების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მათი დასურათება მხატვრებისთვის მიენდოთ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ისიდორე კვიცარიძის თარგმანის „როგორ ცხოვრობდნენ ძველად ადამიანები“ გამოცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, დაიბეჭდოს გ. ჯავახიშვილის შესწორებით, ჰონორარად მას მიეცეს 300 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ეგნატე ნინოშვილის თხზულებათა გამოცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, დაიბეჭდოს საერთო გეგმის თანახმად.