ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები43148

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიმონ ივანეს ძე პაიჭაძე ყუბანის ოლქის, სტავროპოლისა და შავი ზღვის გუბერნიის (სოჭის და ტუაპსეს გამოკლებით) კონსულად დანიშნა. მისი უფლება დონის რაიონზეც გავრცელდებოდა. პაიჭაძეს სტავროპოლში უნდა ეცხოვრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობაში“ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებელი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას. მათ მისცემენ ბინას, განათება-გათბობას და მსახურს. ხელს აწერს გამგე დ. გორთამაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 აგვისტოს „ერთობაში“ გამოქვეყნებულ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარმენ ჭიჭინაძის დადგენილებაში ნათქვამია, რომ რესპუბლიკის საზღვრებში უცხოური ვალუტის კურსის დაწესება ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში შედის, ამიტომ როგორც პრესას, ისე კერძო პირთ ეკრძალებათ კურსის დაწესება და ამის შესახებ პრესით თუ სხვა საშუალებებით გამოცხადება. დადგენილების დამრღვევებს სამი თვით დააპატიმრებენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 26 აგვისტოს ბრძანების თანახმად, ნაძალადევის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი სიმონ ჭეიშვილი 1920 წლის 1-ლი სექტემბრიდან თავისი თხოვნით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 25 სექტემბრის N114 ბრძანებით, ქუთაისის რეალური სასწავლებლის ინსპექტორი ქეთევან ღოღობერიძე განთავისუფლდა თანამდებობიდან თავისი თხოვნის თანახმად 1-ლი სექტემბრიდან. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი სექტემბრიდან ალექსანდრე ოვაკიმეს ძე ბეზირგანოვი ახალციხის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხატვა-ხაზვის მასწავლებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი სექტემბრიდან ფერდინანდ ბეთანელი, ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი, ბათუმის ქალთა გიმნაზიაში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი სექტემბრიდან გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძე თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველ სექტემბერს სემინარიის დირექტორ კირილე არველაძეს ბორჯომიდან მისწერეს, რომ დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყო სამინისტროში.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის პირველ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: კონსტანტინე კალანტაროვი, ვლადიმერ კოპეცი, ალექსანდრე შლემოვი, ნიკოლოზ კოვალევი, ნ. გოროდეცკი, თედორე ხუდადოვი, აბრაგ მაისურაძე, დავით გამრეკელი, კონსტანტინე იანოვსკი, მიხეილ კობახიძე.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის პირველ სექტემბერს თბილისის უმღლეს საინჟინრო სასწავლებლში ირიცხებოდნენ: გიორგი იოსებაშვილი, მიხეილ თორაძე, გიორგი ხოშტარია, რ. ტერ-გრიგორიანი, ვიაჩესლავ ადამოვი, ივანე ნასიძე, მიხეილ მეიფარიანი, ვლადიმერ კოლოსოვსკი, ლავრენტი კახაძე, ვიქტორ გოცაძე.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: ბორის ანიკინი, ალექს პო, ლევ ტერ-დავიდიანცი, დავით ეგოროვი, ბაგრატ ცომაია, გრიგორ ხუნჭუა, სიმონ ნოზაძე, ი. როზენბაუმი, ზაქარია ხატიევი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ლი სექტემბრიდან ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი თელავის ვაჟთა გიმნაზიიდან სხვა სამსახურში გადავიდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის სექტემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებამ მთავარ გამგეობას სთხოვა, საქართველოს მთავრობის წინაშე აღეძრა შუამდგომლობა, რომ კავკავის ქართული სკოლის შესანახად გადაედო საჭირო თანხა. ოქმს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის სექტემბერში გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის სექტემბერში გიორგი ვასილის ძე გამზარდია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საპატიო წევრად აირჩიეს. 

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის სექტემბერში პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საპატიო წევრად აირჩიეს.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის სექტემბერში ოლღა ხოფერია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საპატიო წევრად აირჩიეს.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის სექტემბერში ანდრია ჯიქია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საბიბლიოთეკო სექციის წევრი იყო.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის სექტემბერში გიორგი კალანდარიშვილი და ნიკოლოზ შონია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიის მომწყობი სექციის წევრები იყვნენ.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის სექტემბერში ირაკლი კალანდარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს. 

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 სექტემბერს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია პროვინციაში მოგზაურობას აპირებდა, რათა პირადად გასცნობოდა, როგორ მუშაობდნენ მართვა-გამგეობის ორგანოები, როგორ მიმდინარეობდა მთავრობის რეფორმები, რათა მოესმინა ხალხის მოთხოვნები. პირველი მარშრუტი დაახლოებით ასეთი იყო: თბილისი, სართიჭალა, სიღნაღი, გურჯაანი, წინანდალი, თელავ-ყვარელი, შემდეგი მოგზაურობა კი განზრახული იყო დუშეთისა და გორის მაზრებში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ფინანსთა მინისტრმა კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკმა ინგლისის კომპანიისგან 50 000 ტ. მარგანეცში 200 000 გირვანქა სტერლინგი აიღო და ის ამ თანხით ინგლისში საქართველოს რკინიგზისთვის საჭირო მასალებს შეიძენდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 სექტემბერს ლანჩხუთის ვაჟთა ოთხკლასიანი გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ივლიანეს ძე ჭეიშვილი სწერს განათლების სამინისტროს, რომ მასწავლებელი სიმონ გაჩეჩილაძე თავს ანებებს სამსახურს.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 3 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პეტროგრადში მცხოვრები ქართველი სტუდენტების: ჩაჩავას, გიორგაძის, ღოღობერიძის, დუმბაძის, მ. ვაჩნაძის, ა. ბაზაძის, გარაყანიძის, ფხაკაძის, სალუქვაძის, გურგენიძის შესახებ ცნობები მიიღო. ყველანი ჯანმრთელად იყვნენ.