რეგისტრირებული ფაქტები45069
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძემ 1920 წლის 23 იანვრის N5 ბრძანების თანახმად, თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ხატვის მასწავლებელი ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან თანამდებობაზე დაამტკიცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის ნოე ცინცაძის მიერ ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლავას თანამდებობაზე დამტკიცების 1920 წლის 23 იანვრის N5 ბრძანების დედანთან სისწორე ი. ეპიტაშვილმა დაადასტურა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ პარიზიდან მიღებული ცნობით, უმაღლესმა საბჭომ პარიზის კონფერენციის სხდომაზე რუსეთის საკითხის განსახილველად მიიწვია საქართველოს დელეგაციის წევრები: კარლო ჩხეიძე, ზურაბ ავალიშვილი და ირაკლი წერეთელი, ასევე აზერბაიჯანელი დელეგატი ალი-მარდან ბეგი თოფჩიბაშევი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძე ქართული სამუსიკო საზოგადოების თელავის განყოფილების დირექტორი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოების გამგეობამ კრებაზე დაადგინა, რომ თელავის განყოფილების დირექტორ ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძეს გადასცემოდა 25 000 მანეთი, ორი როიალი და საჭირო ნოტები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვს და სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარმენ ჭიჭინაძე, რომელმაც აღნიშნა მეცხვარეობა-მესაქონლეობის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და განაცხადა, რომ დარგი მთავრობისთვის ზრუნვის და ყურადღების საგანი გახდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე მოხსენებები ადგილიდან წაიკითხეს: შაქრო ბეგიაშვილმა, ვასო ალუღიშვილმა (ქიზიყი), გიგაურმა და ლ. ლიქოკელმა (ხევსურეთი), ალექსანდრე კუჩენბახმა, კ. სვიმონიშვილმა, გერმანელმა შალინმა (ბორჩალო), პავლე ბეწუკლაშვილმა (ფშავი), ბუჩხიოვმა (ნეიტრალური ზონა). მომხსენებლები აღნიშნავდნენ, რომ მეცხვარეობა-მესაქონლეობა უმწეო მდგომარეობაში იყო და მთავრობისგან ყურადღება არ ექცეოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს სამეურნეო ბანკის შენობაში გაიმართა სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობის სხდომა, რომელსაც ალექსანდრე მაჩაბლიშვილი თავმჯდომარეობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს, დილის 7 საათზე სამინისტროთა ახალ შენობაში (ყოფილ კადეტთა კორპუსის შენობა) გაჩნდა ხანძარი, სადაც მალე მოვიდნენ გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარე ვალიკო ჯუღელი, მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეების წარმომადგენელთა ყრილობამ გაბრიელ ცისკარაშვილს დაავალა სოფელ ძველი დმანისის (ბორჩალო) საჭიროებათა შესწავლა და შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრა დამფუძნებელი კრების წინაშე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობა დაეთანხმა მომხსენებელ შალვა ქარუმიძეს და რეზოლუციის გამოტანა პრეზიდიუმს დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარე ფათალი ხან ხოისკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა იტალიის წარმომადგენელი პოლკოვნიკი გაბა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თხოვნა. პალატის წინადადებით, თბილისში, მეჟევოის ქუჩაზე (N29) გაიხსნა ინჟინერ ბოგატინის ფაბრიკა, რომელიც მოსწავლეებისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთებს ამზადებდა ( გლობუსებს, კუბიკებს ასოებით, ადამიანთა და ცხოველთა აგებულების ნაწილებს და სხვ.). სავაჭრო-სამრეწველო პალატა გამგეობას სთხოვდა, შეკვეთებით მხარი დაეჭირა ამ ახლად დაწყებული საქმისთვის. გამგეობამ გადაწყვიტა დახმარებოდა ფაბრიკას და მასწავლებლებს სთხოვა წარმოედგინათ სკოლებში საჭირო ნივთების სია. ხელს აწერდა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო კომისიის მომართვა: დამფუძნებელი კრების ბიბლიოთეკის გამგეობა დაინტერესებული ყოფილა მეცნიერული წიგნების სამართლიანი განაწილებით საქართველოს სხვადასხვა მეცნიერულ დაწესებულებებში. ბიბლიოთეკის გამგეობა ითხოვდა აკადემიკოს ბროსეს თხზულებების ყველა ეგზემპლარის ფრანგულ ენაზე გადაცემას ფასით. ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ნავთლუღის ბიბლიოთეკა და მასთან არსებული სამკითხველო ბოლო ოთხი თვე დაკეტილი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზოგიერთ წიგნზე ფასების მომატების საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, პრეზიდიუმს დაევალა, საკუთარი შეხედულებისამებრ მოემატებინა ზოგიერთი წიგნის ფასი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ წიგნების გამომცემლობის ხელმძღვანელის, თევდორე კიკვაძის წინადადება საზოგადოების გამოცემათა დასასურათებლად მხატვრის მიწვევის შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა გადადო.